Home სხვადასხვა დაიჯესტი ბრიტანული გამოცემა მესამე მსოფლიო ომის თვითმფრინავზე წერს

ბრიტანული გამოცემა მესამე მსოფლიო ომის თვითმფრინავზე წერს

რუსულ ავიგამანადგურებელს ჰიპერბგერითი რაკეტებით აღჭურვავენ

1442
ბრიტანული გამოცემა მესამე მსოფლიო ომის თვითმფრინავზე წერს

რუსეთს განზრახული აქვს თავისი ყველაზე მოწინავე გამანადგურებლის მოდერნიზება და აღჭურვა ახალი ჰიპერბგერითი რაკეტებით. ეს ხდება სირიის სამოქალაქო ომში რუსეთის მონაწილეობის ესკალაციის ფონზე.

გამანადგურებელ Cy-57-ს, მეხუთე თაობის რუსულ თვითმფრინავს, აღჭურვავენ P37M ტიპის რაკეტებით, რომლებსაც შეუძლია დიდი სიჩქარით მფრენი მიზნების განადგურება 300 და მეტი კმ-ის მანძილზე.

რაკეტა P37M – ეს არის განახლებული ვერსია რაკეტისა, რომელიც საბჭოთა არმიამ 1985 წელს მიიღო შეიარაღებაში. ახალ მოდელს, რომელიც დამუშავების საბოლოო სტადიაზეა, ექნება დამიზნების ახალი სისტემა, მცირე წონა და სიგრძე თითქმის მინიატურულ Cy -57-ზე დასაყენებლად. წინა ვერსია “ჰაერი-ჰაერი” კლასის ერთ-ერთი დიდი რაკეტა იყო 4,2 მ სიგრძითა და 600 კგ წონით. კორპორაცია “ტაქტიკური რაკეტების შეიარაღების” ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ სექტემბრის ბოლოს Cy -57-დან ახალი რაკეტები გაისროლეს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იური ბორისოვის განცხადებით, Cy -57 თავისი შესაძლებლობით უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მან აღნიშნა, რომ თვითმფრინავმა თავი კარგად წარმოაჩინა სირიაში, სადაც დაამტკიცა თავისი დიდი საბრძოლო პოტენციალი. “Cy -57 მსოფლიოს საუკეთესო თვითმფრინავთა შორის ერთ-ერთია”, _ განაცხადა ბორისოვმა.

რაკეტები, სავარაუდოდ, კორპუსის გარეთ დამაგრდება, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას ანალოგიური იარაღისა განათავსებენ შიგა ნაკვეთურებში, რათა თავიდან აიცილონ თვითმფრინავის აღმოჩენა რადარებით. რაკეტას შეუძლია განავითაროს საათში 7350 კმ სიჩქარე და აქვს თვითდამიზნების აქტიური რადიოსალოკაციო ქობინი, რომელიც დამიზნების ფუნქციას თვითონ შეასრულებს. აქედან გამომდინარე, ეს რაკეტები უმნიშვნელოვანესი საფრთხეა ახალი თაობის ნებისმიერი გამანადგურებლისთვის.

სტრატეგიული ავიაცია მომართული იქნა, აგრეთვე, რადიოაღმოჩენისა და დამიზნების საავიაციო კომპლექსების (AWA ES) თვითმფრინავების წინააღმდეგ, რომლებიც უზრუნველყოფენ შორ მანძილზე მოძრავი მოწინააღმდეგის თვითმფრინავების, საზღვაო ხომალდებისა და სატრანსპორტო საშუალებების რადიოლოკალურ აღმოჩენას და ასრულებენ სამეთაურო-საკონტროლო ფუნქციებს.

რუსები არ ჩქარობენ Cy -57-ის სერიულ წარმოებას. “ახლა აზრი არ აქვს მეხუთე თაობის თვითმფრინავების სერიული წარმოების სამუშაოების დაჩქარებას, _ განაცხადა ბორისოვმა. _ ეს ჩვენი კოზირია, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია, როცა წინა თაობის თვითმფრინავები თავიანთი შესაძლებლობებით ჩამორჩენას დაიწყებენ სამხედრო სფეროში წამყვანი ქვეყნების ანალოგიურ თვითმფრინავებთან შედარებით”.

ამჟამად კი რუსეთი აქტიურად იყენებს მეოთხე თაობის გამანადგურებლებს, მათ შორის, МИГ 29CMT-სა და Cy 35C-ს, ეს თვითმფრინავები ჯერჯერობით არ ჩამორჩებიან საერთაშორისო სტანდარტებს. მიუხედავად ამისა, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2018 წლის ივნისში უკვე შეუკვეთა 12 გამანადგურებელი Cy -57. პირველი წყვილი ამ თვითმფრინავისა უკვე 2019 წელს აიჭრება ცაში, დანარჩენებს კი რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 2024 წლამდე მიიღებს.

ბრიტანული გამოცემა

Daily Expressში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here