Home ახალი ამბები საქართველო ბოსტნეული 34%-ით გაძვირდა

ბოსტნეული 34%-ით გაძვირდა

1348
ბოსტნეული

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვით, 2017 წლის ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბოსტნეულისა და ხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ბოსტნეული თითქმის 34%-ით გაძვირდა.

2017 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინფლაციამ 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო ფასების საერთო დონე 0.4 პროცენტით შემცირდა.

სამომხმარებლო ბაზარზე ფასების მატება უმთავრესად თამბაქოსა და საწვავზე აქციზის მატებით და, ასევე, მსოფლიოში ნავთობის გაძვირებით არის გამოწვეული.

ივნისში ბოსტნეულსა და ხილზე, საერთო ჯამში, ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ბოსტნეული თითქმის 34 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ხილის ფასმა 16 პროცენტით მოიმატა. თითქმის 10 პროცენტით გაძვირდა ხორცი და ხორცის პროდუქტები.

ეროვნული ბანკის ექსპერტების აზრით, გაძვირება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ამ პროდუქტების ექსპორტის ზრდის შედეგად ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების შემცირებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here