Home ახალი ამბები მსოფლიო ბელგიაში თავდამსხმელმა ორი პოლიციელი და ერთი გამვლელი მოკლა

ბელგიაში თავდამსხმელმა ორი პოლიციელი და ერთი გამვლელი მოკლა

825
ბელგია

ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეიარაღებულმა პირმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა პოლიციის ორი ოფიცერი და ერთი მოქალაქე, რომელიც თავდამსხმელმა მძევლად აიყვანა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელი 36 წლის ბენჯამინ ერმანია, რომელიც ციხიდან 28 მაისს გამოვიდა, სადაც ის სასჯელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიდა.

ერმანი სამართალდამცველებმა საბუთების შესამოწმებლად დააკავეს. ამ მომენტში მან ერთ-ერთ სამართალდამცველს იარაღი წაართვა და რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, იქვე მდებარე ლიცეუმში შეიჭრა და დამლაგებელი მძევლად აიყვანა. ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ერმანი მოკლა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here