Home ახალი ამბები საქართველო ბატონო პრემიერო, სათქმელი ახლა უნდა ითქვას _ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამდე, მერე კი ერმა...

ბატონო პრემიერო, სათქმელი ახლა უნდა ითქვას _ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამდე, მერე კი ერმა გადაწყვიტოს, გვსურს თუ არა ამ გაერთიანებაში ინტეგრაცია

285

24 ივნისი არის ბოლო ვადა, როცა ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და გვითხრას, აძლევენ თუ არა კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს. რამდენიმე დღის წინათ ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ ნაციონალების რეზოლუციას უყარეს კენჭი, მანამდე სიტყვით გამოვიდნენ ქართული ოპოზიციის პარტნიორი პარტიების წევრები და გვარიანად გაგვაკრიტიკეს. მერე იყო კენჭისყრა. ევროპარლამენტის 705 დეპუტატიდან სხდომას 566 ესწრებოდა, 40-მა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, 218 წინააღმდეგი წავიდა, ხოლო 308 დეპუტატმანაცმოძრაობის”  რეზოლუციას დაუჭირა მხარი. 705-დან 308 ნახევარიც არ არის, მაგრამ

„23-24 ივნისს დაველოდები. მანამდე შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი“, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველაზე საინტერესო პრემიერის სიტყვებში არის ის, რომ მან რაღაც იცის და  არ ამბობს. თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, სავარაუდოდ, არც იტყვის და ეს იქნება ძალიან ცუდი, რადგან იქნებ ღარიბაშვილმა იცის ისეთი რამ, რისი თქმის შემდეგაც ერსა და ბერს ევროპისკენ გახედვაც აღარ მოუნდება. ამიტომ სათქმელი ახლა უნდა ითქვას _ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებამდე, მერე კი ერმა გადაწყვიტოს, გვსურს თუ არა ამ გაერთიანებაში ინტეგრაცია. ეს მოლოდინი ძალიან ჰგავს იმას, ნაციონალების მმართველობის პერიოდში ნატო მაპ-ს რომ დაგვპირდა და მერე მაპ-ზე უკეთესი მოგვცა, დაგვცინა, „წაგვეკაიფა“, მაგრამ წინა ხელისუფლება ბოლო ხმაზე გვიმტკიცებდა, _ რასაც ველოდით, იმაზე უკეთესი მივიღეთო. რეალურად კი, სწორედ მაშინ გაფორმდა ოფიციალურად ჩვენი ურთიერთობა  ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან _ არ მიგვიღეს და არც არასდროს მიგვიღებენ. უკვე წლებია, ევროპა და ამერიკა ერთ ხმაში გვიმტკიცებენ, რომ საქართველოს სადარაჯოზე დგანან და გასაჭირში არ მიგვატოვებენ. ყველაზე მეტად კი ახლა გვიჭირს და გვიჭირს იმიტომ, რომ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებმაც აღიარეს, ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა, რადგან საქართველოში ხორბალი აღარ შემოდის, აღარც მარაგი დაგვრჩა და პური, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, შემოტანილი ფქვილისგან კეთდება. მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით _ ხორბლის გაქრობასთან ერთად, გაძვირდა ქატო, უმუშევარი დარჩა 3 ათასამდე ადამიანი და ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ ტომრებში დაფასოებული ფქვილის რამდენიმეკვირიანი მარაგის შექმნა გამორიცხულია, ფუჭდება და ერთ მშვენიერ დღეს, ფქვილი რომ ვერ შემოვიტანოთ, უპუროდ დავრჩებით. უპუროდ დარჩენა კი ყველა შემთხვევაში შიმშილის დაწყებას ნიშნავს, რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნააწილის მთავარი საკვები პროდუქტი სწორედ პურია. ჰოდა, სადაა ევროპა, ხომ ხედავს, რომ გვიჭირს, ძალიან გვიჭირს და რატომ არ გვთავაზობს ალტერნატიულ გზას, რატომ არ აწყობს ხორბლის ახალ გზას? ხორბალს ვინ ჩივის, ეს ფქვილიც ისევ რუსეთიდან შემოგვაქვს და, რუსულმა მხარემ 31 აგვისტომდე დაწესებული ემბარგო თუ არ მოხსნა და ხორბლის გატანის აკრძალვა ისევ გააგრძელა, უფრო გაგვიჭირდება.

ევროპა კი თამაშობს. ჰო, სწორედ რომ თამაშობს, რადგან დიდმა ქვეყნებმა, ომახიანად რომ მოუწოდეს ყველას, რუსულ ნავთობპროდუქტებზე უარი ვთქვათო, თავად აღიარეს: ჯერ უარის თქმა არ გამოგვდის და იძულებული ვართ, ბუნებრივი აირი ისევ რუსეთისგან მივიღოთო. ისიც გემახსოვრებათ, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი რა ქარ-ცეცხლში გაატარეს, როცა თქვა, _ რუსულ ბუნებრივ აირზე უარს არ ვიტყვი, ეს ჩემი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებაო. მან ხმამაღლა თქვა, დანარჩენებმა კი ჩუმად განაგრძეს რუსეთთან ურთიერთობა. არადა, გერმანია, ინგლისი, ამერიკა და სხვები მცირე ქვეყნებს დღემდე უკიჟინებენ, _ რუსეთს სანქციები დაუწესეთ, ჩვენ ვერ ვუწესებთ, ბუნებრივი აირი გვჭირდებაო, ანუ, თქვენ გაიწირეთ, ჩვენ ვერ გავიწირებით, აწყობილი ცხოვრება გვაქვსო. ჰგავს თუ არა ეს იმის მცდელობას, რომ დიდმა სახელმწიფოებმა პატარა ქვეყნები რუსეთს შეალეწონ? დიახ, ჰგავს და ამ ქვეყნების სიაში პირველ ნომრად საქართველოა. დასავლეთს ერთი სული აქვს, საქართველომ მეორე ფრონტი გახსნას და ამით რუსეთს დამატებითი პრობლემა შეუქმნას. მერე რა, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოსგან, შესაძლოა, ქვა ქვაზე აღარ დარჩეს?! შესაძლოა, ერთ დღეში დაიბომბოს ქვეყნის მთელი ტერიტორია და უსახლკარობას ვინ ჩივის, როგორც ერმა, აღარ ვიარსებოთ. სამაგიეროდ, დასავლეთი იტყვის, რომ რუსეთი აგრესორია, რომ მტერია, რომ ცუდად მოექცა მცირე ერს და არავინ ახსენებს იმას, რომ .. მეორე ფრონტის გახსნა სწორედ მათი იდეა იყო. საბედნიეროდ, დღევანდელი ხელისუფლება მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მეორე ფრონტი არ გაიხსნება.

მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი გერმანული კომპანია, რომელიც რუსეთიდან ხეტყეს ყიდულობდა, ახლაც იმავეს აპირებს, ოღონდ რუსეთთან პირდაპირი ურთიერთობის უფლებას გერმანიის ხელისუფლება არ აძლევს. ჰოდა, ამბობენ, რუსეთიდან მორები წამოიღეთ, საქართველოში ან თურქეთში ფიცრებად დახერხეთ და გერმანიაში უკვე ფიცარი შემოიტანეთ, რომელსაც თურქული ან ქართული საბუთები ექნებაო. ანუ, რეალურად, გერმანიაში ჩავა რუსული ხეტყე, ოღონდ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გერმანელები მარტივად იტყვიან, თურქული ან ქართული საბუთები გვაქვსო. თითქმის ანალოგიური რამ ხდება ავტონაწილებზე. რუსეთში ავტონაწილების შეტანა შეიძლება, ოღონდ ბიზნესმენმა უნდა წარადგინოს საბუთები, რომ ესა თუ ის ნაწილი სამხედრო ტექნიკაზე არ გამოიყენება. მაგალითად, ბიზნესმენმა უნდა დაასაბუთოს, რომ „მერსედესის“ საკისარი სამხედრო პიკაპს არ მოერგება, რაც აბსურდია, რადგან ბიზნესმენს მოუწევს, შეისწავლოს რუსული სამხედრო ტექნიკა დეტალურად, გაიგოს ნაწილების ზომები, მერე ეს შეადაროს სხვა მანქანების ნაწილებს… მოკლედ, რეალურად ამაზეც აკრძალვაა, ოღონდ პირდაპირი კი არა, ირიბი.

დასავლეთიც ასე მოქმედებს _ პირდაპირ არ გვეუბნება, კანდიდატის სტატუსი თუ გსურთ, მეორე ფრონტი გახსენითო, მაგრამ ირიბად მიგვანიშნებს; ზუსტად ისე, როგორც ეს რამდენიმე დღის წინათ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა, იმ ქვეყნის პირველმა პირმა, რომელმაც უკრაინა აიძულა, ომში ჩაბმულიყო. ბაიდენმა გულუბრყვილო სახით განაცხადა: ჩვენი დაზვერვა გვეუბნებოდა, რუსეთი უკრაინაში შეჭრას რომ აპირებდა, მაგრამ ზელენსკის ამის არ სჯეროდაო. არადა, რეალურად, ბოლო წუთამდე სწორედ ზელენსკი ითხოვდა პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას, _ ომის სუნი ტრიალებს და ეგებ შევთანხმდეთო, მაგრამ ამის უფლება დასავლელმა პარტნიორებმა არ მისცეს; ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ლიდერებს აქვთ აკრძალული რუსეთის პირველ პირთან საუბარი. პირველი პირების შეხვედრას ვინ ჩივის, როგორც კი შესაძლებლობა ჩნდება, მინისტრების დონეზე მაინც შეხვდნენ მხარეები ერთმანეთს, მაშინვე საქმეში დასავლეთი ერევა. ახლაც ანალოგიური ვითარება გვაქვს, ცდილობენ, საქართველო ომში ჩაითრიონ და, თუ ეს მოახერხეს, მერე ბაიდენი გამოვა და იტყვის: ვეუბნებოდი ღარიბაშვილს, მაგრამ არ დამიჯერაო. არადა, ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი ამბობს: რაც უნდა მოხდეს, მეორე ფრონტს არ გავხსნითო.

ძალიან მალე საქართველოში ხილის პირველი დიდი მოსავალი იქნება. ატმისა და ვაშლატამის მთავარი ბაზარი სწორედ რუსეთია და ოპოზიციას უკვე ატეხილი აქვს ამბავი: გლეხებმა მოსავალი რუსეთში არ უნდა გაიტანონ, ხელისუფლება ვალდებულია, აკრძალვები დააწესოსო. ამით ოპოზიცია ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს _ დასავლეთს უგორებს კოჭს, აგერ, სანქციებზე შეერთებას ვაიძულებთ ხელისუფლებასო; და, ამასთანავე, ქართველ გლეხებს მოსავალი თუ დაულპებათ, უკმაყოფილება სწორედ ხელისუფლების მიმართ მოიმატებს. ამერიკა და ევროპა რუსეთს სანქციებით რომ ვერ ერევიან, უკვე ნათლად გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რაღაც არის მოსაფიქრებელი და ეს რაღაც მეორე ფრონტია. საუკეთესო ადგილი კი ამისთვის სწორედ საქართველოა, რადგან რუსეთის სხვა მეზობლები მეორე ფრონტის გახსნას ცოცხალი თავით არ აპირებენ. საქართველო კი…

24 ივნისი მალე მოვა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასაც შევიტყობთ. კიდევ გავიმეორებთ _ როგორიც უნდა იყოს ის, პრემიერი ვალდებულია, თქვას, რაც დაგვიანონსა და რაც იცის. ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, სად მიდის, რისთვის მიდის და რას უნდა ელოდოს. საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, პრემიერს ევროპის მიმართ მაინცდამაინც კარგი ამბავი არ აქვს და თავს სწორედ ამიტომ იკავებს. არადა, მწარე სიმართლე სჯობს ლამაზ ტყუილს, იმ ტყუილს, რომლითაც დასავლეთი, აგერ უკვე მესამე ათეული წელიწადია, გვკვებავს.

ლევან გაბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here