Home სხვადასხვა დაიჯესტი ბართოლომეოსმა უკრაინის “ახალ ეკლესიას” ხარკი დაუწესა

ბართოლომეოსმა უკრაინის “ახალ ეკლესიას” ხარკი დაუწესა

601
ბართოლომეოსმა უკრაინის “ახალ ეკლესიას” ხარკი დაუწესა

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ  უკრაინისახალი ეკლესიისმრევლს გადასახადი  მას შემდეგ დაუწესა, რაც კიევმა უარი თქვა მისთვის რელიგიური სიწმინდეების გადაცემაზე”, _ განაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა.

მიტროპოლიტის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და მოითხოვეს აწ უკვე პრეზიდენტყოფილი პეტრე პოროშენკოს დაპირების შესრულება ადგილობრივი რელიგიური სიწმინდეების ფენერისთვის (ფენერი _ ეს არის სტამბოლის ისტორიული რაიონი, სადაც მდებარეობს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო რეზიდენცია) გადაცემა. “არ გამოვიდა. ემანუილმა (კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსმა) ეპიფანეს (უკრაინის “ახალი ეკლესიის” წინამძღოლს) ანგარიში წარუდგინა და ახლა “ახალი ეკლესიის” თითოეულმა მრევლმა კონსტანტინოპოლს უნდა გადაუხადოს 4 ათასიდან 20 ათასს ევრომდე”, _ განაცხადა მიტროპოლიტმა ანტონმა და დასძინა, რომ ამის გამო კიევისა და გალიციის მიტროპოლიტმა ფილარეტ დენსენკომ აურზაური ატეხა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here