Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ში ტერორისტები “გრინქარდით” შედიან

აშშ-ში ტერორისტები “გრინქარდით” შედიან

963
გრინქარდი

ტერორიზმში ეჭვმიტანილი, სულ ცოტა, ექვსი კაცი ჩავიდა აშშ-ში Green Card -ის ლატარეით მოგებული ვიზის მეშვეობით.

Fox News -ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მათგან ერთ-ერთი, საიფულო საიპოვი, უზბეკეთის მოქალაქეა. ვარაუდობენ, რომ მან მოაწყო ნიუ-იორკში, მანჰეტენში ა.წ. 31 ოქტომბერს თავდასხმა, რომელსაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. საიპოვი აშშ-ში  2010 წელს ჩავიდა.

ტერაქტის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, თუ რა საშიშროების შემცველია ვიზების გათამაშების პროგრამა, ეს ლატარია Green Card -ის (აშშ-ში მუდმივად მცხოვრების სტატუსის) მოპოვების საშუალებას აძლევს ბევრ შემთხვევით ადამიანს, მათ შორის, ტერორისტებსაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here