Home ახალი ამბები საქართველო აშშ ქართველ ახალგაზრდებში “კრიტიკული აზროვნების” განვითარებას ანიმაციის დახმარებით შეეცდება

აშშ ქართველ ახალგაზრდებში “კრიტიკული აზროვნების” განვითარებას ანიმაციის დახმარებით შეეცდება

ამერიკელები, აგრეთვე, იზრუნებენ ქართველების მედიური განათლების განვითარებასა და ქალთა უფლებების გაფართოებაზე

94
აშშ ქართველ ახალგაზრდებში “კრიტიკული აზროვნების” განვითარებას ანიმაციის დახმარებით შეეცდება

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა 200 ათასი დოლარი გამოყო ქართველი ახალგაზრდებისთვის მედიაგანათლების თემაზე ანიმაციური სერიალების შესაქმნელად. შესაბამისი გრანტის აღწერის მიხედვით, ამ ინიციატივის ჩარჩოებში ამერიკული მხარე გეგმავს, რესპუბლიკის მცხოვრებლებს განუვითაროსკრიტიკული აზროვნებისუნარი.

“საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება მოუწოდებს არაკომერციულ და არასამთავრობო ან საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან მედიაგანათლების საკითხებით, ვიდეოსტუდიებთან თანამშრომლობით განაცხადები შეიტანონ 18-თვიანი პროგრამის განსახორციელებლად ისეთი ანიმაციური სერიალების გადაღების მიზნით, რომლებიც მიმართული იქნება ახალგაზრდებში მედიაგანათლებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ”, _ ნათქვამია დოკუმენტში. სახელმწიფო დეპარტამენტში დარწმუნებულნი არიან, რომ იმ ვითარებაში, რომელშიც უმეტესობა “არაუტყუარი სიუჟეტია”, მათ შორის “რუსული დეზინფორმაცია და პროპაგანდა”, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების დახმარება, რათა მათ გააანალიზონ ახალი ამბები და განსაზღვრონ საიმედო რესურსები.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ მას შეიძლება ხელი შეუწყოს გასართობმა ანიმაციამ. ის, უწინარესად, მიმართული უნდა იყოს მოსწავლეებზე, სტუდენტებზე, აგრეთვე, მათ მშობლებზე იმ ზომით, რომლითაც ეს შესაძლებელია. პროგრამის ჩარჩოებში შექმნილ რგოლებს გაავრცელებენ ციფრული სოციალური პლატფორმებითა და ტრადიციული მედიით.

კონტექსტში იქნება საქართველოში გავრცელებული ნარატივები, მათ შორის რუსეთის თემაზე და თითქოსდა დასავლეთის დამღუპველ გავლენაზე ქართველთა ეროვნულ ტრადიციებსა და ადათ-წესებზე.

დოკუმენტის თანახმად, სერიალის ეპიზოდებს კვირაში ერთხელ ან ორჯერ აჩვენებენ, რათა აუდიტორიას გაუჩნდეს სიყვარული პროდუქციისადმი. აღნიშნული ინიციატივის საერთო ბიუჯეტი 200 ათასი დოლარია”, _ წერია გრანტის აღწერილობაში.

უფრო ადრე აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა 450 ათასი დოლარი გამოყო იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და განათლების დონის ამაღლებას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის აუცილებლობა, რომელიც გულისხმობს რეგიონების ეკონომიკისა და ტურისტული სფეროს განვითარებასაც. უწყება გრანტების მომავალ მფლობელებს შესთავაზებს, დაკავდნენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინფორმაციულობის პრობლემით, ციფრული დიპლომატიისა და მოსახლეობის მედიური განათლების განვითარებით.

ამასთანავე, აშშ დაინტერესებულია გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის განვითარებით საქართველოში, რაც სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობს ქალთა უფლებების გაფართოებას, აგრეთვე, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში.

Russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. სინამდვილეში რას მოხმარდება ეს 650 ათასი დოლარი, კარგად ჩანს ქვეყანაში ასე მომრავლებული .. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ქმედებებიდან, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულ ტრადიციებს, ფასეულობებს _ ყველაფერს, რაც ქართულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here