Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემამ ბოლო ადგილი დაიკავა ყველაზე მდიდარ 11 ქვეყანას შორის

აშშ-ის ჯანმრთელობის დაცვის სისტემამ ბოლო ადგილი დაიკავა ყველაზე მდიდარ 11 ქვეყანას შორის

186

11 ყველაზე მდიდარ ქვეყანას შორის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ყველაზე ცუდია აშშ-ში. ეს მაშინ, როცა აშშ ჯანდაცვაზე ხარჯავს თავისი მშპ-ის ყველაზე დიდ ნაწილს. ამის თაობაზე Commonwealth Fund-ის კვლევაზე დაყრდნობით იუწყება The Washington Post-ი.

მკვლევარებმა ყველაზე შემოსავლიანი 11 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემები შეადარეს. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და აშშ. შეფასდა ეფექტიანობის 71 მაჩვენებელი, მათ შორის: ხელმისაწვდომობა, მომსახურება, ეფექტიანობა, სამართლიანობა და შედეგიანობა.

საერთო სარეიტინგო სიაში ბოლო ადგილი დაიკავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მისი მაჩვენებლები გაცილებით დაბალი იყო სხვა ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით.

regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here