Home სხვადასხვა დაიჯესტი “აშშ-ის დაზვერვა ნარკოტიკებით ვაჭრობითაა დაკავებული”

“აშშ-ის დაზვერვა ნარკოტიკებით ვაჭრობითაა დაკავებული”

1177
“აშშ-ის დაზვერვა ნარკოტიკებით ვაჭრობითაა დაკავებული”

აშშის დაზვერვა, რომელმაც რუსეთი თალიბებთან გარიგებაში დაადანაშაულა, ნარკოტრაფიკითაა დაკავებული”, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის მეორე დეპარტამენტის დირექტორმა ზამირ ქაბულოვმა.

“ამ პროექტებში, რომლებიც იქ ხორციელდება, ამერიკელი მზვერავები მონაწილეობენ. ისინი ჩვენებს რაღაცაში ადანაშაულებენ, თვითონ კი ნარკოტრაფიკით არიან დაკავებულნი. ამერიკელების თვითმფრინავები ყანდაგარიდან და ბაგრამიდან შეუმოწმებლად დაფრინავენ, სადაც მოესურვებათ _ გერმანიაში, რუმინეთში, ბიზნესით არიან დაკავებულნი. ქაბულში ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, მოგიყვებათ, რით არიან დაკავებული ამერიკელები ავღანეთში”, _ განაცხადა დიპლომატმა.

გაზეთმა The New York Times-მა რამდენიმე დღის წინათ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვა თალიბებთან დაკავშირებულ “ბოევიკებს” ჯილდოს სთავაზობდა ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმის სანაცვლოდ, თუმცა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არ წარმოუდგენია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ინფორმაციას ფეიკი უწოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი _ “შეკვეთილი”. რუსეთის საელჩომ აშშ-ის ხელისუფლებამ მოსთხოვა, ადეკვატური რეაქცია გამოევლინა მუქარაზე, რომლებიც რუსი დიპლომატის მიმართ წამოვიდა.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here