Home სხვადასხვა დაიჯესტი აშშ და ევროკავშირი განქორწინდნენ და საერთო ფულიც გაიყვეს

აშშ და ევროკავშირი განქორწინდნენ და საერთო ფულიც გაიყვეს

1020
აშშ და ევროკავშირი განქორწინდნენ და საერთო ფულიც გაიყვეს

ევროპას არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ამერიკის ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად და, აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ კოლონიად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მხოლოდ მარშალის გეგმის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპაში განახორციელა 13 მლრდ დოლარის (ოქროთი უზრუნველყოფილი) ინვესტიცია. შემოსავალი კი 1975 წლისთვის მიიღეს _ 300 მლრდ. ცნობისთვის: იმ მომენტში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მშპ შეადგენდა 488,8 მლრდ. მას შემდეგ პროცესი მხოლოდ ფართოვდებოდა და ღრმავდებოდა.

ევროკავშირის შექმნას, პრაქტიკულად, არაფერი შეუცვლია.

გეოპოლიტიკური სუბიექტობისკენ ბრიუსელის მზარდი მისწრაფების მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნები, წამყვანებიც კი, ისეთები, როგორიც არიან გერმანია და საფრანგეთი, მათთვის ეკონომიკური ზარალის მიუხედავად, ძალიან ხშირად მისდევდნენ ამერიკის საგარეო პოლიტიკის კილვატერს. ამ ფონზე ბოლო ხუთი წლის მოვლენები ხშირად შეუფასებიათ ირონიის დიდი დოზით _ სტილში “ოღონდ ბავშვმა არ იტიროს და, რაც უნდა, ის გააკეთოს”. რასაც უნდა ლაპარაკობდნენ ევროპის ლიდერები კამერების წინ, საბოლოო გადაწყვეტილებას განსაზღვრავს ფული. ეს ფული ბევრია და ეკუთვნის ვაშინგტონს. ასე იყო ადრე. მსოფლიო ცოტა უფრო ადრე იცვლება, ვიდრე ამის შესახებ შეიტყობს ზოლმე ფართო საზოგადოება. ამის ნათელი მაგალითია გაერთიანებული ევროპის ცენტრალური სტატისტიკური უწყების ბოლო მოხსენება. 2018 წლის შეჯამებისას ევროსტატმა მოულოდნელად გაარკვია, რომ ევროკავშირში დაგროვებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო თანხა 37 მლრდ ევრომდე შემცირდა, როცა ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ 340 მლრდ იყო. სულ რაღაც 12 თვეში ევროპიდან წავიდა თითქმის ყველა უცხოური კაპიტალი, თანაც უმეტესად _ აშშში (274 მლრდ ევრო). ამ ამბავში ყურადსაღებია ორი მომენტი: პირველი _ მომხდარი, ფაქტობრივად, ნიშნავს რაოდენობის გადასვლას თვისობრიობაში. ადრე აშშ-ს ევროკავშირიდან მიჰქონდა დაახლოებით 200 მლნ ევრო კვირაში, მაგრამ 2016 წელს ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა მარიო დრაგიმ შეამჩნია კაპიტალის გადინების პროცესის აშკარა აჩქარება კვირაში 320 მლნ ევრომდე.

2018 წლის 29 მაისს კი ჩამოყალიბებულ ტენდენციაზე პირდაპირ მიუთითა ცნობილმა სავალუტო სპეკულანტმა ჯორჯ სოროსმა. ამერიკელმა ინვესტორებმა კვლავ დაიწყეს თავიანთი ფულის სწრაფი ტემპით გატანა ევროპის ეკონომიკიდან.

ახლა კი ევროსტატმა, ფაქტობრივად, ეპოქალური “აღმოჩენა” გააკეთა: ამერიკული ფულის უმეტესობა გატანილია ევროპიდან, დარჩა არაბული, ჩინური და რუსული. ევროპელი მფლობელებიც დაახლოებით ანალოგიური ტემპით ამცირებენ თავიანთ ინვესტიციებს ამერიკაში. “სახლში” დაბრუნდა 67 მლრდ ევრო, ევროპიდან ამერიკაში _ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60%-ზე მეტი.

ამრიგად, შეიძლება კონსტანტაცია იმისა, რომსაერთო კოლექტიური დასავლეთისფულის გაყოფა უკვე თითქმის დასრულებულია. გარეგნულად ის ჯერ კიდევ ქმნის ერთმანეთის მიმართ უკვე სერიოზულად დაპირისპირებული ნათესავების შთაბეჭდილებას, მაგრამ, ფაქტობრივად, ადამიანები, რომლებიც სერიოზულ საკითხებს წყვეტენ, ეკონომიკურად უკვე განცალკევდნენ. ეს ნიშნავს, რომ ევროპა უკვე აღარ არის აშშ-ის ეკონომიკური კოლონია. შემდეგ უკვე დაიწყება მსოფლიოში ახალი ეკონომიკური ვითარების ინსტიტუციურად გაფორმება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ვარაუდი მსოფლიოს გლობალური ეკონომიკის კლასტერიზაციის პროცესის დაწყების შესახებ ფაქტად უნდა ჩაითვალოს.

ამასთანავე, ჩინეთი და კორეა განვითარდებიან უფრო მეტად აზიაში. ევროპას კი ყველა აუცილებელი რესურსი აქვს შინაგანი რეორგანიზაციისთვის, რომელიც ახლებურად წარმოაჩენს გერმანიასაფრანგეთის ყველა ბოლოდროინდელ ინიციატივას დაორსიჩქარიანი ევროპისპროექტს.

ამერიკა ცვლის მსოფლიოს გლობალური კონკურენციის ფორმატს. მსოფლიოში არავინ დარჩა ისეთი, ვისი ძარცვაც დაუსჯელად შეიძლება. ასეთი რამ უკვე შეუძლებელია. მაშასადამე, ვაშინგტონს სხვა არჩევანი აღარ აქვს, გარდა დახურული ეკონომიკური კლასტერის ჩამოყალიბებისა, რომლის ჩარჩოებშიც გათვალისწინებული არ არის ადგილი სხვა კონკურენტებისთვის. ასეთია კანადასა და მექსიკასთან 2017 წელს გაფორმებული სავაჭრო ხელშეკრულება და ეს არის ვენესუელის გარშემო ამერიკელების მიერ შექმნილი კრიზისის არსი.

და კიდევ _ ამერიკისადმი ეკონომიკური დამოკიდებულების დონის შემცირებასთან ერთად ევროპის ტერიტორიაზე მატულობს ნებისმიერი სახის დიდი ომის ორგანიზების რისკი. აშშისთვის უკეთესია სამოქალაქო. იდეალური იქნება ომი რელიგიურ ნიადაგზე, როგორც ეთნოკულტურული დაპირისპირების ერთერთი სასტიკი და შეურიგებელი ფორმა; მით უმეტეს, რომ ევროპაში უკვე ჩატანილია საჭირო რაოდენობის სახარჯო მასალა.

ამერიკისთვის ევროპის დანგრევა ქმნის ეკონომიკური აღორძინების ხერხის განმეორების პერსპექტივას “მარშლის გეგმის” ტექნოლოგიის საფუძველზე, მაგრამ უკვე ევროპის გეოპოლიტიკური დამოუკიდებლობის ნებისმიერი ფორმის სრული ლიკვიდაციით. უკანასკნელი განსაკუთრებით საჭიროა, რადგან არა მხოლოდ ევროპის, არამედ ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დესტაბილიზაციის შესაძლებლობას იძლევა. იგი ქმნის სივრცეს, გაგრძელდეს აშშ-ის ეკონომიკური ექსპანსია მსოფლიოში. წინააღმდეგ შემთხვევაში კლასტერები ამერიკის სასარგებლოდ არ ჩამოყალიბდება. ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობა ამერიკისას 1,55-ჯერ აღემატება, ჩინეთის მოსახლეობა _ 3,39-ჯერ. ტექნოლოგიური თანაბრობისა და ფინანსურ-ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ამერიკული კლასტერის შიგა ბაზარი, რა თქმა უნდა, დამარცხდება ევროპისა და ჩინეთთის ბაზრებთან.

Regnum.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here