Home ახალი ამბები მსოფლიო აღმოსავლეთ ევროპამ გააცნობიერა, რომ ნატოსა და რუსეთის კონფლიქტში ფრონტის ზონად იქცა

აღმოსავლეთ ევროპამ გააცნობიერა, რომ ნატოსა და რუსეთის კონფლიქტში ფრონტის ზონად იქცა

550
აღმოსავლეთ ევროპამ გააცნობიერა, რომ ნატოსა და რუსეთის კონფლიქტში ფრონტის ზონად იქცა

რუსეთსა და ნატოს შორის საგარეოპოლიტიკურ პინგპონგში ყველაზე მეტად წაგებულია აღმოსავლეთი ევროპა, რომელიც ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. ცივი ომის ეპოქაში გამართულად მომუშავე შეკავების მექანიზმი, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის დეგრადაციის გამო, სულ უფრო ხშირად ფერხდება”, _ წერს ბულგარული გამოცემადუმა”.

ბოლო პერიოდში რუსეთსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს შორის დაპირისპირების ძირითადი მოვლენები აღმოსავლეთ ევროპაში ხდება _ ევროპის დასავლეთი ნაწილი კი ზურგშია. პოლიტიკურ კონტექსტში ეს საკმაოდ მოსახერხებელია, რადგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობას არ აქვს “სამხედრო განგაშის” განცდა, მას აქვს მხოლოდ აპათია და ისტორიული წყენა მოსკოვის მიმართ. დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს აშშ-ის გასვლა ე.წ. ღია ცის შეთანხმებიდან, რომლითაც შესაძლებელია შეიარაღების გაკონტროლება ჰაერიდან. ბულგარელი ანალიტიკოსის _ სიმეონ ნიკოლოვის აზრით, ვაშინგტონის ამ დემარშის გამო ყველაზე მეტად იზარალებენ შეთანხმებაზე ხელმომწერი ევროპის ქვეყნები, მათ შორის ბულგარეთი. ამრიგად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში, ფაქტობრივად, ფრონტის ზონად იქცნენ.

ამას, სავარაუდოდ, მოჰყვება სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელებაზე აშშ-ის უარი. ამ შეთანხმების მოქმედების ვადა 2021 წლის თებერვალში იწურება. ევროპის რამდენიმე ქვეყანა აშშ-ის შეთანხმების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

აღმოსავლეთ ევროპას, აგრეთვე, ემუქრება შედეგი აშშ-ის გასვლისა საშუალო და მცირე სიშორის მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან. რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის სწრაფად გაფუჭებით ყველაზე მეტად ზარალდება ევროპა, რომელსაც, ამასთანავე, არ სურს, იყოს აშშ-ის უარის მძევალი მსოფლიოში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე.

topcor.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here