Home ახალი ამბები მსოფლიო ასეთ “მოკავშირეებთან” ერთად მტერიც აღარ გინდა

ასეთ “მოკავშირეებთან” ერთად მტერიც აღარ გინდა

200

ორშაბათს უმსხვილესი საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი არ აანაზღაურებენ ავიაკომპანიათა სადაზღვევო შემთხვევებს უკრაინის თავზე ფრენისას.

უმეტეს შემთხვევაში არც უკრაინული და არც უცხოური ავიაკომპანიების თვითმფრინავები არ არის მათი საკუთრება, ისინი მათ ლიზინგით აქვთ აღებული. ლიზინგის გამცემი ითხოვს დაზღვევის გაფორმებას თვითმფრინავის ღირებულებას პლუს 10% (10-100 მილიონი დოლარი). გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ავიაკომპანიამ უნდა დააზღვიოს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ევროპის ბაზრისთვის ასეთი დაზღვევის ღირებულება წელიწადში 550 მილიონი დოლარია. ამ უკანასკნელის გარეშე, უბრალოდ, თვითმფრინავს აფრენის ნებას არ მისცემენ, _ განმარტავენ ინფორმირებული პირები.

გარდა ამისა, კერძო თვითმფრინავების მფლობელებმა მედიას განუცხადეს, რომ 12 თებერვალს მიიღეს შეტყობინება, რომ მათ ბორტებზე სადაზღვევო გარანტიები 48 საათის განმავლობაში გაიწვეოდა და შესაბამისად, თვითმფრინავებს უკრაინა ამ პერიოდის ამოწურვამდე უნდა დაეტოვებინათ. როგორც სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეებმა მედიას განუცხადეს, უმსხვილესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიებმა, რომელებთანაც სხვა სადაზღვევო კომპანიები თვითმფრინავების (და არა მარტო) გადაზღვევას ახდენენ, ოფიციალური წერილი გაუგზავნეს თვითმფრინავის ყველა მესაკუთრეს მსოფლიოში, რომ სადაზღვევო დაფარვა 48 საათში წყვეტს მოქმედებას უკრაინის ტერიტორიაზე და საჰაერო სივრცეში. ე.ი., ამით გაუქმდა სადაზღვევო გარანტიები და დაიხურა საერთაშორისო ფრენები უკრაინასთან. ეს გაკეთდა დასავლური სტრუქტურების ინიციატივით. მაშასადამე, უკრაინიდან გაფრენას ვერავინ ვერ შეძლებს, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ყბადაღებული “რუსული შეჭრა”. ალბათ, ამის შესახებ უკვე იცოდნენ უცხოეთის მთავრობებმა და ამიტომ მოუწოდებდნენ საკუთარ მოქალაქეებს, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთმა, ფაქტობრივად, უკრაინის საჰაერო ბლოკადა დააწესა. ეს კი ძალიან მტკივნეული დარტყმაა. განსხვავებით ჯერ კიდევ ჰიპოთეზური “პუტინის შეჭრისგან”. უფრო მეტიც, ეს დარტყმა უკრაინას მიაყენა არა “აგრესორმა ქვეყანამ”, არამედ იმ სახელმწიფოებმა, რომლებიც თავს “უკრაინის მოკავშირეებს” უწოდებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here