Home სხვადასხვა დაიჯესტი “არც ერთი კვადრატული მეტრი სხვა ქვეყნის მმართველობაში”

“არც ერთი კვადრატული მეტრი სხვა ქვეყნის მმართველობაში”

1421
ანდრეი დანკო

სლოვაკეთმა აშშ უარი განუცხადა აეროპორტების მოდერნიზებისთვის 105 მლნ დოლარის ინვესტირებაზე

სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტრტომ გადაწყვიტა, უარი თქვას 105 მლნ ევროს ოდენობის აშშ-ის ინვესტიციებზე, რომლებიც ორი სამხედრო აეროპორტის მოდერნიზაციას უნდა მოხმარებოდა. ვაშინგტონი ამ თანხის გამოყოფას სთავაზობდა 2014 წელს შემუშავებული შეკავების ევროპული ინიციატივის პროგრამის ჩარჩოებში, და იმის გათვალისწინებით, რომ ბრატისლავას განზრახული ჰქონდა 14 ამერიკული გამანადგურებელი F-16-ის შეძენა.

თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მსგავსი ინვესტიციები ეწინააღმდეგება სლოვაკეთის სუვერენიტეტს და არ შეესაბამება სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს. პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი დანკომ (სლოვაკეთის ნაციონალური პარტია) კი განაცხადა: “სლოვაკეთს ჰყოფნის თავისი სახსრები ასეთი პროექტების დასაფინანსებლად”.

დანკომ აღნიშნა, რომ ამერიკელები ფულს ტყუილუბრალოდ არავის აჩუქებენ და სამომავლოდ მოითხოვენ მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას, ამერიკული ჯარის შემოყვანასაც კი. “არც ერთი კვადრატული მეტრის გადაცემა არ შეიძლება სხვა ქვეყნის მმართველობაში. თუ აქ გამოჩნდება თუნდაც ერთი უცხოელი ჯარისკაცი, სლოვაკეთის ნაციონალური პარტია დატოვებს მთავრობას”, _ განაცხადა პოლიტიკოსმა.

შეკავების ევროპული ინიციატივა _ ეს არის ვაშინგტონის გეგმა ევროპაში აშშ-ის ყოფნის გასაძლიერებლად უკრაინის წინააღმდეგ “რუსეთის აგრესიის” შეკავების საბაბით. პროგრამა ამოქმედდა 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მიერთების შემდეგ.

ეს პროექტი, აგრეთვე, მიმართულია ჩინეთის წინააღმდეგ. აღნიშნული პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტის თანდართულ დოკუმენტში მითითებულია ჩინეთსა და რუსეთთან ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციის გარდაუვალობის შესახებ.

2017 წელს პროგრამის ბიუჯეტი 3,4 მლრდ დოლარი იყო; 2018 წელს _ 4,6 მლრდ.; 2019 წელს კი _ 6,3 მლრდ-ია. გეგმით გათვალისწინებულია 250 მლნ დოლარის გამოყოფა კიევისთვის, რათა “დაეხმარონ უკრაინას, დაიცვას თავისი ტერიტორიული სუვერენიტეტი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here