Home ახალი ამბები მსოფლიო ანგელა მერკელი ამბობს, რომ ქვეყნიდან ბიზნესის გადინების აღსაკვეთად გერმანიამ კვალიფიციური კადრები ევროკავშირის...

ანგელა მერკელი ამბობს, რომ ქვეყნიდან ბიზნესის გადინების აღსაკვეთად გერმანიამ კვალიფიციური კადრები ევროკავშირის გარედან უნდა მიიზიდოს

721
ანგელა მერკელი ამბობს, რომ ქვეყნიდან ბიზნესის გადინების აღსაკვეთად გერმანიამ კვალიფიციური კადრები ევროკავშირის გარედან უნდა მიიზიდოს

გერმანია იმედოვნებს, რომ კვალიფიციურ მუშახელს ევროკავშირის გარედან მიიზიდავს, რათა კომპანიების მიერ ბიზნესის სხვა ქვეყნებში გადატანა შეაფერხოს. ბერლინი დანაკლისის შევსებას ისეთი ქვეყნებიდან აპირებს, როგორებიც არის მექსიკა, ვიეტნამი და ინდოეთი. გერმანიაში უკვე 2.5 მილიონი ადამიანი მუშაობს ევროკავშირის ქვეყნებიდან.

“ვიცით, რომ ბევრი სექტორი და ბიზნესი ეძებს გამოცდილ თანამშრომლებს. საკმარისად გამოცდილი მუშახელის გარეშე ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული. ამიტომაც არის ჩვენთვის საჭირო, ყველა ღონე ვიხმაროთ საკმარისი რაოდენობის სპეციალისტების მოსაზიდად. სხვაგვარად კომპანიებს მოუწევთ, სხვაგან წავიდნენ და, ცხადია, ჩვენ ეს არ გვინდა”, _ განაცხადა მერკელმა.

გერმანიას ყველაზე მეტად ესაჭიროება ელექტროინჟინრები, ფოლადის გადამამუშავებლები, მზარეულები, ექთნები, მოხუცების მომვლელები, პროგრამისტები და კომპიუტერის დარგის სპეციალისტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here