Home რუბრიკები ისტორია ამორალური კომერციული პროექტი: XIX საუკუნეში დასავლეთში “ადამიანების ზოოპარკები” გაჩნდა

ამორალური კომერციული პროექტი: XIX საუკუნეში დასავლეთში “ადამიანების ზოოპარკები” გაჩნდა

1703
ადამიანთა ზოოპარკი, ჰამბურგი, გერმანია 1903 წ

135 წლის წინათ ამსტერდამის კოლონიური და ექსპორტული საქონლის გამოფენაზე გაიხსნაექსპოზიცია”, რომელსაც მოგვიანებითადამიანების ზოოპარკიუწოდეს. სურინამელი ინდიელების ჯგუფი აიძულეს, რომ სპეციალურ შემოღობილში თავიანთი ყოველდღიური ცხოვრების იმიტირება მოეხდინათ. მას შემდეგ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ესგასართობი ატრაქციონიპოპულარული იყო ევროპასა და ამერიკაში. არ ერიდებოდნენ იმასაც, რომ კოლონიების მკვიდრნი დამთვალიერებელთა წინაშე სრულიად შიშვლები წარედგინათ _ ცალკე გალიებში ან ცხოველებთან ერთად ვოლიერებში დამწყვდეული.

მდიდრების აკვიატება

მაგალითად, XVI საუკუნეში ფლორენციის მმართველის, იპოლიტ მედიჩის, სასახლეში 20 სხვადასხვა ხალხის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ხოლო ქრისტეფორე კოლუმბმა, ამერიკაში პირველი მოგზაურობიდან რომ დაბრუნდა, შვიდი ინდიელი ჩამოიყვანა. მათგან ხუთი მომდევნო ექსპედიციაში გაიყოლა, ერთი კი მეფის სასახლეში დატოვა, რომელიც ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება ჩვეულებრივ ევროპელებს, XIX საუკუნემდე მათ უმრავლესობას ზღვაგაღმელები არასოდეს ენახათ.

შორეული ქვეყნების მცხოვრებთა მონაწილეობით ორგანიზებული პირველი ყველაზე ცნობილი წარმოდგენების მაგალითია საარტი ბაარტმანის ისტორია. წარმატებულმა ანტერპრენერმა იგი აფრიკიდან 1810 წელს დიდ ბრიტანეთში ჩამოიყვანა, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში მონას სხვადასხვა ფრიკ-შოუზე უჩვენებდა და აიძულებდა, ხალხისთვის თავისი უზარმაზარი თეძოები ეჩვენებინა _ რომელიც კოისანელი ხალხის ქალისთვის ტიპური იყო და ბაარტმანის სამშობლოში სილამაზედ ითვლებოდა. “ჰოტენტოტელი ვენერას” განსაკუთრებით დიდმა უკანალმა ბრიტანეთის საზოგადოების უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია.

სამ წელიწადზე მეტი იცხოვრა მან ინგლისში, შემდეგ საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც საზოგადოებისთვის მისი ჩვენების უფლება შეისყიდა ფრანგმა მწვრთნელმა რეომ. წელიწადზე მეტხანს მას პარიზელებს აჩვენებდნენ, მაგრამ, როგორც კი მისდამი ინტერესი დაცხრა, ქუჩაში გააგდეს. იძულებული გახდა, პროსტიტუციით ერჩინა თავი. გალოთდა. 1815 წელს დაავადდა და გარდაიცვალა. სიკვდილის შემდეგ მისი დასპირტული ცხედარი პარიზის ადამიანის მუზეუმში მოათავსეს.

1840-იან წლებში აშშ-სა და ევროპაში საზოგადოების წინაშე გამოჰყავდათ სალვადორელები _ მაქსიმო და ბარტოლა, რომლებიც მიკროცეფალიით იყვნენ დაავადებულები. მათ აცტეკების შთამომავლებად ასაღებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ცალკეული შემთხვევებია, რადგან ნამდვილი “ადამიანების ზოოპარკებამდე” ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადი რჩებოდა.

იმპერიალიზმის ნიშანი

1860-1870-იან წლებში ევროპაში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ეკზოტიკური ცხოველებისადმი, რომლებიც ვაჭრებს შორეული ქვეყნებიდან ჩამოჰყავდათ. ამ ბიზნესის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი კარლ ჰაგენბეკი ჯერ მხოლოდ 14 წლისა იყო, როცა მამამ დათვი და სელაპი აჩუქა. დროთა განმავლობაში კოლექცია შეივსო, და ახალგაზრდამ ცხოველების დემონსტრაციით ხელიც მოითბო _ გახსნა ზოოპარკი და ცხოველების “გასტროლების” ორგანიზაციაც დაიწყო.

„ნაკლული რგოლი", ზოოპარკი ბრონქსში,აშშ, 1906წ
„ნაკლული რგოლი”, ზოოპარკი ბრონქსში,აშშ, 1906წ

1874 წელს მან გერმანიაში “გადმორეკა” ჩრდილოეთის ირმების ჯოგი, რომლებსაც ლაპლანდიელები მწყემსავდნენ. ჰაგენბეკმა ისინი თავის წარმოდგენებში ჩართო. შედეგი ფრიად წარმატებული გამოდგა. ლაპლანდიელებს სამოელები, სუდანელები, ესკიმოსები და ბედუინები მოჰყვნენ.

ჰაგენბეკის მაგალითი გადამდები აღმოჩნდა. 1883 წელს ამსტერდამის საერთაშორისო კოლონიური გამოფენის ორგანიზატორებმა სპეციალურ შემოღობილში სურინამელი ინდიელების “სოფელი” წარუდგინეს დამთვალიერებლებს. ეს “სოფელი”, რომელშიც იქაურები თავიანთ ყოველდღიურ ყოფას განასახიერებდნენ, მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. მას შემდეგ “ადამიანების ზოოპარკები”, პრაქტიკულად, ყველა დიდი საერთაშორისო გამოფენის პროგრამებში იყო ჩართული. “აფრიკული სოფელი”, რომელშიც 400-მდე ადამიანი ცხოვრობდა, 1889 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენის ცენტრალურ ექსპოზიციად იქცა. იგი 28 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. 1900 წელს კი ორგანიზატორებმა მოაწყვეს დიორამა “ცხოვრება მადაგასკარზე”, რომელშიც აფრიკული კუნძულის მცხოვრებნი მონაწილეობდნენ.

1906, 1907, 1922 და 1931 წლების კოლონიურ გამოფენებზე ევროპული სახელმწიფოების კოლონიური სამფლობელოებიდან ჩაყვანილ აბორიგენებს, გალიებში გამომწყვდეულებს, ხშირად სრულიად შიშვლებს აჩვენებდნენ. საინტერესოა, რომ 1931 წლის ღონისძიებამ ყველა წინანდელი რეკორდი გადაფარა _ ეს გამოფენა 34-მა მილიონმა ადამიანმა დაათვალიერა.

ევროპელებს არ ჩამორჩნენ ამერიკელები. ამერიკელმა მონადირემ და შოუმენმა უილიამ კოდიმ, მეტსახელად ბუფალო ბილმა კარგად გამოიყენა ინდიელთა თემატიკა, რომლისადმი ინტერესი იმ პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა და გამართა საცირკო წარმოდგენები თეთრკანიანი ავანტიურისტებისა და ინდიელების მონაწილეობით. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სცენარის მიხედვით, წითელკანიანები თავს ესხმიან დილიჟანსს თეთრკანიანი ლამაზმანის გასატაცებლად, რომელსაც შემდეგ გმირულად გამოიხსნიან კოვბოები. ამ შოუთი ბუფალო ბილმა ჯერ აშშ-ის ყველა შტატი შემოიარა, შემდეგ _ 1880-1890-იან წლებში _ ევროპის ქვეყნებიც.

„გულმოწყალე“ დამთვალიერებლები
„გულმოწყალე“ დამთვალიერებლები

1896 წელს ცინცინატის ზოოპარკმა ოჰაიოში სამი თვით დაუთმო თავისი ტერიტორია ამერიკელების მიერ სასტიკად განადგურებულ სიუს სოფელს, ხოლო 1904 წლის მსოფლიო გამოფენაზე სენტლუისში ამერიკელებმა ახალდაპყრობილი აპაჩები და ფილიპინელები ჩაიყვანეს. ორგანიზატორები ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს, რათა დამთვალიერებლები დარწმუნებულიყვნენ, რომ ამერიკელები იღვწოდნენ მათ მიერ ხელში ჩაგდებული მიწების მოსახლეობისველურებიდან” “ცივილიზებულ მუშებადგარდაქმნისთვის.

1906 წელს ნიუ-იორკის ზოოლოგიურმა საზოგადოებამ მოაწყო გამოფენა “ნაკლული რგოლი” და ერთ გალიაში შიმპანზესა და ორანგუტანგთან ერთად კონგოელი პიგმეი ოტო ბენგი მოათავსეს. ბელგიელმა კოლონიზატორებმა ბენგის ოჯახი ამოწყვიტეს, ოტო კი ამერიკაში ჩაიყვანეს წარმოდგენებში აფრიკელი კაციჭამიის როლის შესასრულებლად. ამ ამბავმა აღაშფოთა ქრისტიანი მღვდლები და ხელისუფალთ წარმოდგენების აკრძალვა მოსთხოვეს, მაგრამ ნიუ-იორკის მერიაში მათი მოსმენაც არ სურდათ. სასოწარკვეთილმა ოტომ 1916 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

აფრიკის, ლათინური ამერიკის, აზიისა და ოკეანიის “სოფლების” დემონსტრირება სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე ამერიკასა და ევროპაში 1950-იან წლებამდე გრძელდებოდა. მაგალითად, 1958 წლის ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დემონსტრირებული იყო კონგოს სოფელი. მსოფლიო მოიარა ფოტოსურათმა, რომელზეც ევროპელი ქალბატონები ფარეხში მყოფ პატარა აფრიკელ გოგონას, როგორც ცხოველს, ისე კვებავენ. ამის შემდეგ ეთნოგრაფიული გამოფენების ორგანიზატორებმა გალიებსა და ღობეებზე უარი თქვეს.

დასავლური რასოლოგია

“XX საუკუნეში ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების ტრადიციული წესი შეინარჩუნეს, დასავლეთში მცხოვრებთათვის ეკზოტიკად იქცნენ. ინდიელებს, რომლებიც ცირკში კოვბოებთან ერთად გამოდიოდნენ, ყველა მალე მიეჩვია. აი კონგოს ან სურინამის სოფელი ევროპელებსა და ამერიკელებს რაღაც არაჩვეულებრივად წარმოუდგათ. არა მგონია, რომ ამგვარი ღონისძიებების ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ რასიზმის პროპაგანდას. ეს იყო ამორალური კომერციული პროექტი”, _ აცხადებს მწერალი და ამერიკანისტი მიხეილ ბელიატი.

პუბლიცისტ არმენ გასპარიანის აზრით კი, “ადამიანების ზოოპარკები” XX საუკუნის დასავლური საზოგადოებისთვის სავსებით კანონზომიერი მოვლენა იყო.

იმავე წლებში ავსტრიასა და გერმანიაში რასისტული მოსაზრებებით ადამიანებს აიძულებდნენ, კბილის ჯაგრისებით ეწმინდათ ტროტუარები და შემდეგ კი კლავდნენ. ამ ფონზეადამიანების ზოოპარკიარ გამოიყურება ექსტრაორდინალურად. . . რასოლოგიამ XX საუკუნის პირველ ნახევარში დაიპყრო დასავლეთი _ სხვა ხალხებს იქ არ თვლიდნენ თავიანთ თანასწორ ადამიანებად”, _ ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

გასპარიანს მიაჩნია, რომ დღეს სერიოზული საშიშროება არსებობს ამგვარი შეხედულებებისკენ სოციუმის გადახრის. “რასოლოგია არსად არ გამქრალა. უწინ ამაზე წერდნენ გაზეთები, დღეს კი ყველაფერი გაიოლდა _ გაჩნდა ინტერნეტი. ამგვარ იდეებს ცოტა მომხრე როდი ჰყავს, ისინი წარმატებით ეწევიან თავიანთი შეხედულებების პროპაგანდას”, _ აღნიშნავს ექსპერტი.

“დასავლეთს ყოველთვის ახასიათებდა “ცივილიზაციური რასიზმი”. ამ შემთხვევაში ლაპარაკია არა ჩვეულებრივ რასიზმზე, რომელიც აქცენტირებულია გარეგნულ გამოვლინებებზე, არამედ კონცენტრირებულია ფასეულობებზე. დასავლეთის წარმომადგენლები ცდილობენ, წარმოგვიდგინონ თავიანთი კერძო გამოცდილება უნივერსალურ მსოფლიო ცივილიზაციად, თავიანთი ისტორია _ კაცობრიობის ისტორიად”, _ ხაზგასმით აღნიშნავს არაკომერციული საერთაშორისო ფონდის “გეოპოლიტიკური ექსპერტიზების ცენტრის” დირექტორი ვალერი კოროვინი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here