Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელმა მოსამართლემ ეკლესიის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო რელიგიურ შეკრებაზე ქალაქის მერის აკრძალვას...

ამერიკელმა მოსამართლემ ეკლესიის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო რელიგიურ შეკრებაზე ქალაქის მერის აკრძალვას “აღდგომის დღესასწაულის კრიმინალიზაცია” უწოდა

2018
ამერიკელმა მოსამართლემ ეკლესიის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო რელიგიურ შეკრებაზე ქალაქის მერის აკრძალვას “აღდგომის დღესასწაულის კრიმინალიზაცია” უწოდა

აშშის ფედერალურმა სასამართლომ კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილის მერის, გრეგ ფიშერის, საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც პანდემიის გამო მოქალაქეებს წირვაზე ავტომობილებით დასწრება აუკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა აღდგომის დღესასწაულის კრიმინალიზაციაა.

მანამდე ქრისტიანულმა ეკლესიამ ფიშერსა და ლუისვილის მერიას უჩივლა, რადგან, მათი მტკიცებით, რელიგიურ შეკრებაზე დაწესებული მერის დირექტივა არღვევდა კონსტიტუციურ უფლებებსა და რელიგიურ თავისუფლებას.

მოსამართლე ჯასტინ ვოლკერმაც გაიზიარა ეს მოსაზრება, დროებითი შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ქალაქის მერიას მოქალაქეებისთვის ავტომობილებით ღვთისმსახურებაში მონაწილეობის აკრძალვის უფლება შეუზღუდა. მოსამართლის თქმით, “ამერიკელმა მერმა მოახდინა აღდგომის აღნიშვნის კრიმინალიზაცია”.

ამერიკაში კარანტინის გამო ადგილობრივმა რელიგიურმა გაერთიანებებმა მოიფიქრეს: დრივე-ინ სერვიცეს, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეები ეკლესიასთან ავტომობილებით მივლენ, პარკინგზე გარკვეული დისტანციის დაცვით გაჩერდებიან და მანქანებიდან არ გადმოვლენ, წირვას კი ხმის გამაძლიერებლების საშუალებით მოისმენენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here