Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელი პოლიტოლოგი უკრაინაში შექმნილ კრიზისში აშშ-ს ადანაშაულებს

ამერიკელი პოლიტოლოგი უკრაინაში შექმნილ კრიზისში აშშ-ს ადანაშაულებს

332

უკრაინის კრიზისში დამნაშავეა აშშ, რომელმაც ჯერ კიდევ 2014 წელს შექმნა მითირუსეთის აგრესიის შესახებ აღმოსავლეთ ევროპის მიმართდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სურვილზე, აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ეს თვალსაზრისი რამდენიმე დღის წინათ გამოთქვა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯონ მირშმაიერმა, გამოცემა The New Yorckerისთვის მიცემულ ინტერვიუში მრავლისმეტყველი სათაურითრატომ ადანაშაულებს ჯონ მირშმაიერი აშშ უკრაინის კრიზისში”.

როგორც პოლიტოლოგი ამტკიცებს, აშშ-ში 2014 წლის 22 თებერვლამდე რუსეთს სერიოზულ საფრთხედ არავინ აღიქვამდა. ამასთანავე, მისი თქმით, ნატოს ევროკავშირის გაფართოება, აგრეთვე, უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების “ლიბერალურ დემოკრატიებად” გარდაქმნის შემდეგ უნდა შექმნილიყო “მშვიდობის გიგანტურ ზონა”, რომელიც უნდა გავრცელებულიყო ევროპის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში.

“მოხდა ისე, რომ იფეთქა ამ დიდმა კრიზისმა (უკრაინაში 2014 წელს) და ჩვენ მოგვიწია, ვიღაც დაგვედანაშაულებინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, თავს არასოდეს დავიდანაშაულებთ. ჩვენ ვაპირებთ ყველაფერში რუსების დადანაშაულებას, ამიტომ მოვიგონეთ ეს ისტორია იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს აგრესიას აღმოსავლეთ ევროპაში, რომ პუტინს სურს “დიდი რუსეთის” შექმნა ან თვით საბჭოთა კავშირის აღორძინება”, _ განაცხადა მირშმაიერმა.

life.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here