Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკელი მეცნიერები მეგობრებს ცოლების გაცვლას ურჩევენ

ამერიკელი მეცნიერები მეგობრებს ცოლების გაცვლას ურჩევენ

989
ამერიკელი მეცნიერები მეგობრებს ცოლების გაცვლას ურჩევენ

სწავლული გვამები ირწმუნებიან, ეს სასარგებლოა ურთიერთობისთვისო, _ იუწყება ტელეარხი CNN.

მაშ, ასე: დევიდ ლეიმ, ჯასტინ ლემილერმა და მწერალმა დენ სავაჟმა მოაწყვეს უცნაური ექსპერიმენტი, რომლის შედეგებმა დაარწმუნა “მდიდარი” ფანტაზიის მქონე ეს მამაკაცები, რომ ცოლქმრული ღალატი და ამის წარმოდგენაც კი სასარგებლო შეიძლება იყოს ბევრი წყვილისთვის.

ორი სექსოლოგისა და ერთი მწერლის აღნიშნული “კვლევის” პრაქტიკული მეთოდების შესახებ CNN, სამწუხაროდ, არაფერს იტყობინება.

ლეი გვიმტკიცებს, რომ ღალატი და მის შესახებ ფანტაზია პოზიტიური ქცევაა: “ეს არ არის არაჯანსაღი ურთიერთობის გამოვლენა”.

ეტყობა, ამ “მეცნიერებს” თავიანთი დასკვნების მაინცდამაინც არ სჯერათ და პოზიციის გასამაგრებლად შუასაუკუნეების ლიტერატურიდან ამოკრეფილი მაგალითებით ამყარებენ, ამტკიცებენ, რომ ღალატი არსებობს იმ დროიდან, როცა დამკვიდრდა ქორწინება.

რეკომენდაციებსაც სთავაზობენ მათ, ვინც აღნიშნულ “კვლევას” სახელმძღვანელოდ გაიხდის. ასეთ წყვილებს ურჩევენ, “იმოძრაონ აუჩქარებლად”: “წარმოიდგინეთ, როგორ გღალატობთ თქვენი პარტნიორი. დაინახო, როგორ სჩადის იგი ამას, და იცოდე, რომ იგი “ამისა მქნელია”, ერთმანეთისგან განსხვავებული რამაა”, _ გვიმტკიცებს სავაჟი.

“შედეგები გამაოგნებელი შეიძლება იყოს, _ ადასტურებენ წყვილები, რომლებმაც ღალატი თავიანთი ცოლქმრული ცხოვრების შემადგენელ ნაწილად გაიხადეს”, _ ირწმუნება იგი.

მოკლედ, ვის გინდათ ქალი ლამაზი… და მშვიდობაში (მო)იხმარე!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here