Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული

ამერიკელების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული

211

6 აგვისტოს 76 წელი შესრულდება იაპონიის ქალაქ ჰიროსიმის ატომური დაბომბვიდან, რომელსაც 9 აგვისტოს მეორე ქალაქის _ ნაგასაკის დაბომბვა მოჰყვა.

1945 წლის 6 აგვისტოს ამერიკელებმა ატომური ბომბი Litle Boy ააფეთქეს ჰიროსიმაში და ქალაქი მიწასთან გაასწორეს. აფეთქებიდან რამდენიმე წუთში 80 ათასი ადამიანი დაიღუპა. სულ კი ამ აფეთქებამ 286 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 3 დღის შემდეგ, 9 აგვისტოს, ამერიკელებმა მეორე ატომური ბომბი ააფეთქეს ნაგასაკიში. ქალაქის ნახევარზე მეტი სრულად დაინგრა, დაიღუპა 162 ათასი ადამიანი.

ამ საშინელი დაბომბვიდან 76 წელი გავიდა, მაგრამ ამერიკელთა იმჟამინდელი მოქმედება დღესაც აღშფოთებას იწვევს, რადგან თვითონ ამერიკელებიც ვერ ხსნიან, რატომ გამოიყენეს ატომური ბომბები იაპონიაში, როცა ეს ქვეყანა უკვე კაპიტულაციის პირას იყო, მით უმეტეს, რატომ ააფეთქეს მეორე ბომბი ნაგასაკიში, ჰიროსიმის დაბომბვიდან მესამე დღეს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. რა არის აქ გაუგებარი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებული რუსეთის შეშინება გადაწყვიტეს, რასაც ოთხასიიათასი იაპონიელის სიცოცხლე და ორი დიდი ქალაქის მიწასთან გასწორება დააჭირვეს,რუსეთი კი მაინც ვერშეაშინეს და დღეს თვითონ ეშინიათ მისი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here