Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკაში შიდადაპირისპირება მწვავდება

ამერიკაში შიდადაპირისპირება მწვავდება

ლიბერალების რუპორმა გაზეთმა ბაიდენის შვილის გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა

148

გაზეთმა The New York Times-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს სასამართლოში უჩივლა. გამოცემა მოითხოვს, გადასცენ მას 2015-2019 წლის ელექტრონული წერილები, რომლებშიც ნახსენებია აშშ-ის პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი.

პოპულარული გამოცემის იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის ივნისიდან აჭიანურებს გაზეთის მიერ კანონიერად მოთხოვნილი ელექტრონული წერილების გადაცემას.

The New York Times-ი ჟურნალისტური გამოძიების ჩარჩოებში არკვევს, ხომ არ მოხდა სახელმწიფო რესურსების გამოყენება კერძო ბიზნესინტერესებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ჰანტერ ბაიდენი, უკვე რამდენიმე წელია, სკანდალის ცენტრშია _ ჰანტერ და ჯო ბაიდენებს უცხო პირების ინტერესების უკანონო ლიბირებაში ადანაშაულებენ. კერძოდ, დადგენილია, რომ ჰანტერ ბაიდენი ე.წ. მაიდნის შემდეგ მუშაობდა კერძო უკრაინულ კომპანია “ბურისმაში”და მისი ინტერესების ლობირების სანაცვლოდ ყოველთვიურად 50 ათას დოლარს იღებდა ხელფასის სახით.

strana.uaზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here