Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენ, ქართველებს, მაინც ლიბერალიზმს გვტენიან ცხვირში

ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენ, ქართველებს, მაინც ლიბერალიზმს გვტენიან ცხვირში

1648
ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენ, ქართველებს, მაინც ლიბერალიზმს გვტენიან ცხვირში

დაახლოებით ათი წლისწინანდელი საუბარი უნდა გაგახსენოთ. იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმჟამინდელ პრემიერ ნიკა გილაურთან ერთად საბაჟოზე მივიდა და საბაჟოს უფროსს გაესაუბრა.

სააკაშვილი: _ საფრანგეთში ხართ ნამყოფი?

საბაჟოს უფროსი: _ არა.

სააკაშვილი: _ ინგლისში?

საბაჟოს უფროსი: _ კი.

სააკაშვილი: _ რამდენჯერ?

საბაჟოს უფროსი: _ ორჯერ.

სააკაშვილი: _ საზღვარზე რამდენჯერ გაუხსნიათ ჩანთა?

საბაჟოს უფროსი: _ არც ერთხელ.

სააკაშვილი: _არც ერთხელ! კარგი, ნიკა, ირლანდიაში სწავლობდი, ხომ? რამდენჯერ შესულხარ ირლანდიაში?

გილაური: _ ძალიან ბევრჯერ.

სააკაშვილი: _ რამდენჯერ გაუხსნიათ შენი ჩანთა?

გილაური: _ თითქმის არც ერთხელ.

სააკაშვილი: _ მაშინ ჩვენ ზანგები ვართ თუ რა?! რატომ ვიქცევით ველურებივით?!

მიხეილ სააკაშვილს იმხანად პასუხი არავინ აგებინა. არც ევროპელებმა თქვეს რამე და არც ამერიკელებმა, რომლებსაც მაშინ პრეზიდენტად, სააკაშვილის თქმით, “ზანგი” ჰყავდათ არჩეული. ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი და საქართველო ძალიან სჭირდებოდათ ანტირუსულ პლაცდარმად და არ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მიშა დაესაჯათ. მით უმეტეს, იმხანად მიშა “ზანგს” ემონებოდა და ეს ყველამ კარგად იცოდა.

ის, რაც დღეს ამერიკაში ხდება, ლიბერალიზმის მიმდევართა რევოლუციის მცდელობაა. პოლიციას შავკანიანი მამკაცი შემოაკვდა და ტალღაც აგორდა. აი, სანდრო გირგვლიანი რომ წამებით მოკლეს პოლიციის მაღალჩინოსნებმა, ეგ არაფერი, თეთრკანიანის მკვლელობა დასაშვებია თურმე, მაგრამ, თუ კანის ფერი განსხვავებული გაქვს, მაშინ შეიძლება მთელი სამყარო აიყოლიო. ვერ გეტყვით, თავიდანვე იცოდა ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპმა თუ მერე მიხვდა, რომ ლიბერალიზმის ასე მიშვება არ შეიძლებოდა, მაგრამ ფაქტია: ის, პრაქტიკულად, ერთადერთია, ვინც აშკარა და დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ლიბერალებს და ქვეყნის კურსს რადიკალურად ცვლის; ყოველ შემთხვევაში, მის შეცვლას ცდილობს და ამერიკაში მცხოვრები შავკანიანები უკვე იმუქრებიან: მომავალ არჩევნებზე ტრამპს შანსი არ აქვსო. მათ მხარს უჭერენ შტატებში მცხოვრები მექსიკელები, ლგბტ თემის წარმომადგენლებიც და რა გამოდის? _ ტრამპს ერჩის ყველა, ვისაც არ ეზარება და, რაც მთავარია, ერჩიან იმიტომ, რომ ამერიკას პატრიოტული მოტივებით ემსახურება. პატრიოტიზმია ის, როცა ხმამაღლა ამბობ: მნიშვნელობა არ აქვს კანის ფერს, ყველა თანაბარია და ამიტომ, ყველას უფლებები თანაბრად უნდა იყოს დაცული და იმის გამო, რომ ვიღაც შავკანიანია, უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს. უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს ლგბტ თემის წარმომადგენელს და, თუ თანასწორობა უნდა, ნუ დაიწყებს მანჭვაგრეხვას, _ მე მეტი პრივილეგია და უფრო მაღალი ხელფასი მინდა, იმიტომ, რომ უკლს ვათამაშებო. შარშან არ იყო, ბრიუსელის ცენტრში ვიდეოთვალი რომ დააყენეს სპეციალურად იმისთვის, კონკრეტულად რამდენი თეთრკანიანი და რამდენი ფერადკანიანი გაივლიდა მის წინ? სურდათ, ერთგვარი სტატისტიკური მონაცემები მოეპოვებინათ. ერთი საათის განმავლობაში კამერის წინ ჩავლილი ადამიანების 100% ფერადკანიანი იყო. და რომელ ჩაგვრაზეა საუბარი? ის არ არის ჩაგვრა, ამერიკაში თეთრკანიანები შავკანიანებს რომ უჩოქებენ, პატიებას რომ სთხოვენ, ფეხზე რომ კოცნიან… რისთვის? ვისთვის? ადამიანმა უფლისა და მშობლების წინაშე შეიძლება დაიჩოქოს, ამისთვის არავინ დაძრახავს, მაგრამ ვიღაცის წინაშე დაჩოქება და მისი ჭუჭყიანი ფეხსაცმლის ლოკვა რა უმსგავსობაა? თუ ასე გაგრძელდება, ლგბტ თემი მალე მოითხოვს, _ უკანალები დაგვიკოცნეთ, ასეა საჭიროო, და გვერწმუნეთ, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ.

საინტერესო კი ის არის, რომ ამერიკაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენ, ქართველებს, მაინც ლიბერალიზმს გვტენიან ცხვირში. გვეუბნებიან, უფრო მეტად შემწყნარებლები უნდა იყოთო და ვის მიმართ, ხალხო? მათ მიმართ, ვინც ამერიკა ლამის ომისგან გაპარტახებულ ქვეყანას დაამსგავსა? თუ მათ მიმართ, ვინც თეთრკანიანებს დაჩოქებასა და ფეხზე კოცნას აიძულებს? ჰო, აიძულებენ, რადგან ამას ბევრი შიშით აკეთებს, იმის შიშით, რომ უკონტროლო სიტუაციის გამო, შესაძლოა, ღამით შინ მიუვარდნენ, ოჯახი ამოუწყვიტონ და სახლი გადაუწვან. და ამაზე პასუხს არავინ მოსთხოვს, ყველაფერი დემოკრატიალიბერალიზმის სახელით გაკეთდება.

ლიბერალიზმია ის, რომ საქართველომ კარი გაუღო ყველას, ვისაც აქ შემოსვლა და გარყვნილი ცხოვრება მოუნდა. საქართველოში შემოსულია ათეულობით ადამიანი (ძირითადად აზიური ქვეყნების წარმომადგენლები), რომლებიც თავიანთ ქვეყნებში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო იდევნებიან და ახლა ისინი საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ არა მხოლოდ თავშესაფარს, არამედ პრივილეგიებსაც და მხოლოდ იმიტომ, რომ უკუღმართები არიან. ჩვენ რა დავაშავეთ, ვისაც მიგვაჩნია, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია, რომ ბავშვს უნდა ჰყავდეს დედა და მამა და არა მამები ან დედები?! ჩვენ რომ მოვითხოვოთ პრივილეგია, გამოდის, დისკრიმინაციას ვეწევით, მაგრამ, ისინი რომ ითხოვენ, ჩვეულებრივი ამბავია?!

პანდემიის ფონზე ეს ყველაფერი ერთ დიდ შეთქმულებას ჰგავს. თითქოს ლიბერალებმა საბოლოოდ და მძლავრად გაილაშქრეს მთელი სამყაროს წინააღმდეგ, გადაწყვიტეს, რომ ან ახლა, ან არასოდეს და შეუტიეს არა მხოლოდ ერთ-ერთი მძლავრი ქვეყნის სტაბილურობას, არამედ პატარა ქვეყნებსაც. ლამის ყველგან შეიმჩნევა არეულობების სულისჩამდგმელი არასამთავრობოებისთვის თანხების გადაირცხვა. ეს ერთგვარი აჯანყება და იმის მტკიცებაა, რომ მსოფლიოს სწორედ ლიბერალიზმი მართავს. ტერმინიც კი წაართვეს ლიბერალებმა სამყაროს. ლიბერ ლათინურად თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ დღევანდელი გაგებით ის სხვა მნიშვნელობით იხმარება და თავისუფლების სახელით კონკრეტულმა ადამიანებმა მახინჯი ფორმების დამკვიდრება დაიწყეს.

ლიბერალიზმი ზღუდავს რელიგიას, აცხადებს, რომ რელიგიური ჩარჩოები ადამიანებისთვის ზედმეტია, რაც ქართულ სინამდვილეში პირდაპირი იერიშია მართლმადიდებელ ეკლესიაზე. სწორედ ლიბერალების მონდომებით განხორციელდა რამდენიმე დარტყმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რომელსაც ერთგვარი რევოლუცია უნდა მოჰყოლოდა და პატრიარქი შეცვლილიყო, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვერ აჯობეს ბრძენ პატრიარქს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლიბერალებმა განზრახვაზე ხელი აიღეს. პირიქით, ახალ შეტევას ამზადებენ და საამისოდ ყველა წინაპირობაა. მხოლოდ იმის თქმაც საკმარისია, რომ ლიბერალიზმის მეხოტბე და დამფინანსებელი ჯორჯ სოროსია, კაცი, რომელიც საქართველოში (და არამხოლოდ) ყველაფერ ცუდთან ასოცირდება.

სხვათა შორის, რუსეთის ფედერაციაში ჯერ სიტყვით, შემდეგ კი საკანონმდებლო დონეზე ლიბერალიზმს ლაგამი ამოსდეს. მართალია, მსოფლიო ლიბერალებმა რუსეთის პირველი პირი ამის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს, მაგრამ მას მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, რუსეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა შეკრება ოფიციალურად არის აკრძალული და ისჯება, აკრძალულია სექტანტების შეკრება და გაურკვეველი დაჯგუფებების მსვლელობაც. როგორ გგონიათ, ასეთი რამ საქართველოშიც რომ მოხდეს, ცუდი იქნება? მაგრამ მერე დასავლელი პარტნიორები განრისხდებიან, _ როგორ გაბედეთ და მშვიდობიან(?!) ლგბტ თემის წარმომადგენლებს შეკრების უფლება არ მიეცითო?! რეალურად, ასეთ აკრძალვებს საქართველოს მოსახლეობის 95%-ზე მეტი დაუჭერს მხარს, მაგრამ რად გინდა, დასავლელ პარტნიორებს არ ვაწყენინებთ და ამიტომ ასეთ კანონს ამჟამინდელი ხელისუფლება ნამდვილად არ მიიღებს. რა გამოდის? 5%-ზე ნაკლები ადამიანების აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 95%-ის და ეს არის დემოკრატია? სწორედ ამის წინააღმდეგ გაიბრძოლა ამერიკაში ტრამპმა და ქვეყანა ცეცხლის ალში გახვიეს. ანალოგიური საფრთხის წინაშე ჩვენც ვდგავართ და როგორ გგონიათ, საქართველოში მყოფმა შავკანიანმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს რომ უთხრას, _ დაიჩოქე, ბოდიში მომიხადე და ფეხსაცმელზე მაკოცეო, რა მოხდება? რა მოხდება და ასიდან ას შემთხვევაში საკადრის პასუხს მიიღებს და ატყდება ამბავი, საქართველო არალიბერალური ქვეყანაა, შავკანიანებს ავიწროებსო.

ვერ გეტყვით, რით დამთავრდება ამერიკაში მიმდინარე მოვლენები, რადგან ლიბერალთა გარშემო კოლოსალური რაოდენობის ფული ტრიალებს და, თუ ლიბერალიზმმა გაიმარჯვა, ეს ჩვენზე პირდაპირ იქონიებს გავლენას. უკვე რეკომენდაციებს კი აღარ მოგვცემენ, არამედ გვაიძულებენ, მაგალითად, საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად გვყავდეს ლგბტ თემის რამდენიმე წარმომადგენელი და, რაც მთავარია, პრივილეგირებულ პირობებში. მერე ამას მომავალი თაობა დაინახავს, მიხვდება, რომ წარმატებისთვის ერთი ადგილის თამაშიც კმარა და ასე ნაბიჯნაბიჯ მივალთ კატასტროფამდე.

ჰო, კატასტოფამდე. თუ კატასტროფა მძიმე სიტყვად გეჩვენებათ, ამერიკაში მიმდინარე მოვლენებს მიადევნეთ თვალი და მიხვდებით, რომ იმას, რაც იქ ხდება, სხვა სიტყვა არ შეესაბამება.

ბესო ბარბაქაძე

P.S. ქართველი ლიბერალების ერთერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ რამდენიმე დღის წინათ მოწყობილ საჯარო ლექციაზე განაცხადა: “ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუაგული და დასასრული, ქრისტიანობაც დამთავრდება, თავის დროზე საქართველოც დამთავრდება. უსასრულო არაფერი არ არის”. აი რაზე ოცნებობენ ქართველი ლიბერალები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here