Home ახალი ამბები მსოფლიო ამაზეა ნათქვამი: “სხვის თვალში ბეწვს ხედავს, საკუთარში _ დირესაც ვერაო”

ამაზეა ნათქვამი: “სხვის თვალში ბეწვს ხედავს, საკუთარში _ დირესაც ვერაო”

1843
მარია ზახაროვა

მარია ზახაროვამ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხმა ჩააკმენდინა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მკაცრად შეაფასა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს “შეშფოთება” 27 ივლისს მოსკოვში “მშვიდობიანი” მიტინგის დარბევის თაობაზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოულოდნელად შეშფოთდა “მშვიდობიანი” მიტინგის გამო, რომელიც მოსკოვში გაიმართა 27 ივლისს. ის ააღელვა მეთოდებმა, რომლებითაც დაშალეს მომიტინგეები. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ძალიან ხისტი, მკაცრი გამონათქვამებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”. მან აღნიშნა, რომ ლაპარაკია დიპლომატებზე საფრანგეთისა, სადაც “თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ომი მანიფესტანტებსა და პოლიციას შორის”, _ სახელდობრ, ასე აღწერენ ვითარებას თვითონ ფრანგები. რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ზემოქმედების ყველა საშუალება: რეზინის ხელკეტები, ცრემლმდენი აირი, ხმაურის გამომწვევი ყუმბარები, წყლის ჭავლის ზარბაზნები, დაჭერები და დაპატიმრებები. ზახაროვას აზრით, საფრანგეთის პოლიცია “ყვითელ ჟილეტებს” ისე ეპყრობოდა, თითქოს ისინი უხცოელი ოკუპანტები იყვნენ.

ამასთანავე, ზახაროვამ ფრანგ კოლეგებს შეახსენა საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ნათქვამი: “ჩვენ არ ვაპირებთ რესპუბლიკაში წესრიგის დაცვას ენის მოჩლექით”.

ზახაროვამ ყველას შეახსენა, რომ “ადამიანის უფლებათა დასავლელ დამცველებს არანაირად და არც ერთხელ არ მოუწოდებიათ პარიზისთვის, გამოფხილებულიყო და ხელი აეღო დარბევებზე. “საერთოდ, ხმა არ ამოუღიათ”, _ დაასკვნა რუსმა დიპლომატმა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here