Home ახალი ამბები მსოფლიო “აი რატომ უნდა ემადლიერებოდეს ნახევარი მსოფლიო რუსეთს!”

“აი რატომ უნდა ემადლიერებოდეს ნახევარი მსოფლიო რუსეთს!”

ფინელი ბლოგერის სტატიამ “ფეისბუკის” ბევრი მომხმარებელი შოკში ჩააგდო

406

ვეიკო კორჰონენი ბლოგერია ფინეთის ქალაქ იულუდან. ის ისევე, როგორც ბევრი თანამედრო ფინელი (და არამხოლოდ) პერიოდულად განიცდიდა პროდასავლური ისტორიის სახელმძღვანელოების მავნე გავლენას. ამ სახელმძღვანელოებში ყველაფერი, რაც რუსებს ეხება, როგორც წესი, სიბინძურეშია ამოთხვრილი: რუსეთფინეთის ერთობლივი ისტორია გადმოცემულია, როგორც კოშმარი, თანამედროვე ურთიერთობები კი სავსეა სარკაზმით, აგრესიულობითა და მტრობით მეზობლისადმი.

ვეიკო კორჰონენს, საბედნიეროდ, ჰყავდა ბრძენი და განათლებული ბებია და მან ასწავლა ბიჭს რუსეთფინეთის ნამდვილი ისტორია. ერთხელაც, როცა ანტირუსულად განწყობილ თანამემამულეებთან კამათით დაიღალა, სოციალურ ქსელფეისბუკშიდაწერა სტატია და ყოველთვის, როცა მორიგ რუსოფობს ხვდებოდა, ამ სტატიის მისამართს აძლევდა.

“თქვენ მეკითხებით რუსეთის “აგრესიის” შედეგებზე? შედეგები ასეთია: ევროპის ნახევარმა და აზიის ნაწილმა სახელმწიფოებრიობა რუსეთის ხელიდან მიიღეს.

მოდი, გავიხსენოთ სახელდობრ ეს ქვეყნები:

* ფინეთი _ 1918 წლამდე სახელმწიფო არასოდეს ყოფილა;

* ესტონეთი _ 1918 წლამდე სახელმწიფო არასოდეს ყოფილა;

* ლიტვა _ 1918 წელს აღიდგინა სახელმწიფოებრიობა რუსეთის დახმარებით.

* პოლონეთი _ ორჯერ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა რუსეთის დახმარებით _ 1918 და 1944 წლებში. სსრკ-სა და გერმანიას შორის პოლონეთის გაყოფა მცირე ხანს გაგრძელდა;

* რუმინეთი _ გაჩნდა რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, სუვერენიტეტი კი რუსეთის ნებით მოიპოვა 1877-1878 წლებში;

* ბულგარეთი _ გათავისუფლდა ოსმალეთის იმპერიის მონობის უღლისგან და აღიდგინა დამოუკიდებლობა 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომში რუსეთის გამარჯვების შედეგად; მადლიერების ნიშნად ორ მსოფლიო ომში ანტირუსულ კოალიციაში მონაწილეობდა. ამჟამად ბულგარეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მის ტერიტორიაზე განლაგებულია აშშ-ის ბაზები. აღსანიშნავია, რომ 1945 წლის შემდეგ მის ტერიტორიაზე არც ერთ რუს ჯარისკაცს ფეხი არ დაუდგამს;

* სერბეთი _ როგორც სუვერენული სახელმწიფო, გაჩნდა რუსეთსა და თურქეთს შორის ომის შედეგად;

* აზერბაიჯანი _ სახელმწიფოდ გაფორმდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში;

* სომხეთი _ გადარჩა ფიზიკურად და აღორძინდა, როგორც სახელმწიფო, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში;

* საქართველო _ გადარჩა ფიზიკურად და აღორძინდა, როგორც სახელმწიფო, რუსეთის იმპერიის წყალობით;

* თურქმენეთი _ არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრიობა და მოიპოვა ის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში;

* ყირგიზეთი _ არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრიობა და მოიპოვა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში;

* ყაზახეთი _ არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრიობა და მოიპოვა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში;

* მონღოლეთი _ არასდროს ჰქონია სახელმწიფოებრიობა და მოიპოვა ის მხოლოდ საბჭოთა კავშირის დახმარებით.

* ბელარუსმა და უკრაინამაც სახელმწიფოებრიობა მოიპოვეს მხოლოდ დიდი ოქტომბრის რევოლუციის შედეგად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შემადგენლობაში და მხოლოდ 1991 წელს მიიღეს დამოუკიდებლობა რუსეთის თანხმობით.

აგრეთვე, აღსანიშნავია რუსეთის (სსრკ-ის) როლი ისეთი სახელმწიფოების წარმოქმნასა და ჩამოყალიბებაში, როგორიც არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ვიეტნამი, კორეის სახალხოდემოკრატიული რესპუბლიკა, ინდოეთი, საბერძნეთი (რუსეთმა წაართვა თურქებს 1821 წელს), ალჟირი, კუბა, ისრაელი, ანგოლა, მოზამბიკი და ..

აი ასეთ “უცნაურ” აგრესიას ავლენდნენ რუსები ისტორიულად!

რუსეთმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფრანგეთისგან შვეიცარიის დამოუკიდებლობაში. ეს გააკეთა ალექსანდრე სუვოროვმა 2017 წლის წიგნით: მას შემდეგ შვეიცარიას არასოდეს უომია.

რუსეთს, აგრეთვე, დიდი წვლილი მიუძღვის:

* ავსტრიის გათავისულებაში მესამე რეიხისგან 1945 წელს;

* ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლებაში მესამე რეიხისგან 1945 წელს;

* ეკატერინე II-ის პოზიცია 1790 წელს ნეიტრალიტეტის ლიგის შექმნითა და ფაქტობრივი მხარდაჭერით დაეხმარა ჩრდილოამერიკელებს ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვებაში;

* რუსეთმა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში თავისუფლება აჩუქა ევროპის ბევრ სახელმწიფოს, რომლებსაც ის ნაპოლეონმა და ჰიტლერმა წაართვეს.

* სტალინის პოზიციამ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებებისას გერმანიას საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა 1945 წელს დამარცხების შემდეგ, მიხეილ გორბაჩოვის პოზიციამ კი 1990 წელს გერმანია კვლავ გააერთიანა;

* საბჭოთა კავშირის დახმარების შედეგად შეძლო ეგვიპტემ დამოუკიდებლობის დაცვა ისრაელთან, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთთან ომში 1956-1957 წწ.

* 1967 წელს საბჭოთა კავშირის ჩარევამ შეაჩერა ომი ისრაელსა და ეგვიპტეს შორის (ეს, ფაქტობრივად, იყო არაბების ხსნა განადგურებისგან 1967-1974 წლებში).

დასასრულ, მთავარი:

საბჭოთა კავშირმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ საკვანძო როლი ითამაშა დასავლეთ ევროპის კოლონიების უმრავლესობის დამოუკიდებლობის მოპოვებაში. იმხანად საბჭოთა კავშირმა აამოქმედა მსოფლიოს დეკოლონიზაციის პროცესი.

რუსეთის ისტორია მიუთითებს იმაზე, რომ ის ნებისმიერი ხელისუფლებისა და წყობის პერიოდში თანმიმდევრულად იცავდა ერებისა და ხალხების დამოუკიდებლობასა და თვითგამორკვევის პრინციპებს. ამასთანავე, სამწუხაროდ, ის ძალიან ხშირად სწირავდა თავის ინტერესებს. რუსეთის პოლიტიკა ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო ბრიტანეთის პოლიტიკის ანალოგიური, მაშინ, სულ ცოტა, ნახევარი მსოფლიო იქნებოდა ერების თანამეგობრობის რუსეთის იმპერიაში, რუსი ხალხი კი კოლონიზატორებისგან გათავისუფლებული ქვეყნების კაპიტალის ხარჯზე ფუფუნებაში იცხოვრებდა, ისევე, როგორც საუდის არაბეთის შეიხები.

აი, რატომ უნდა ემადლიერებოდეს კუბოს ფიცრამდე ნახევარი მსოფლიო რუსეთს და რატომ არის ბევრი ქვეყანა დამნაშავე ამ დიადი ქვეყნის წინაშე!

ამ ფაილს ვგზავნი მეხსიერების ჯაჭვის შესაქმნელად. ფაშისტების მიერ მოკლული, წამებული, გაუპატიურებული, დამწვარი, შიმშილით დახოცილი 20 მლნ საბჭოთა მოქალაქის, 10 მლნ ქრისტიანის, 1900 მღვდლის ხსოვნისთვის.

ახლა, როგორც არასდროს, უკიდურესად აუცილებელია, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ მსოფლიომ არასოდეს დაივიწყოს საბჭოთა ხალხის მიერ შეტანილი წვლილი ფაშიზმისგან ევროპის გათავისუფლებაში.

ამ ფაილმა უნდა მიაღწიოს, სულ ცოტა, 100 მლნ ადამიანამდე მსოფლიოში.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here