მთავარი მსოფლიო ხორვატმა გენერალმა ჰააგის ტრიბუნალის სხდომის მიმდინარეობისას საწამლავი დალია

ხორვატმა გენერალმა ჰააგის ტრიბუნალის სხდომის მიმდინარეობისას საწამლავი დალია

1
გააზიარეთ
სლობოდან პრალიაკი

ეს ტრაგიკული ინციდენტი გასული კვირის განმავლობაში განიხილებოდა ევროპული მედიის საინფორმაციო და ანალიტიკური პროგრამების გამოშვებებში.

ხორვატმა გენერალმა სლობოდან პრალიაკმა ყოფილი იუგოსლავიის საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის სასამართლოს სხდომის დროს თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მას აპელაციაზე უარი უთხრეს და განაჩენი ძალაში დატოვეს.

2013 წელს მას 20 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ყოფილ იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო.

იმედგადაწურულმა გენერალმა მოსამართლეს უთხრა: “მე საწამლავს ვსვამ” და დალია კიდეც ყველას თვალწინ. სასამართლოს სხდომა შეწყვიტეს. დარბაზში ექიმები გამოიძახეს. სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც სული დალია.

გენერალი სლობოდან პრალაკი იყო ხორვატიის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერთაგან ერთ-ერთი, რომლებიც პასუხისგებაში იყვნენ მიცემული. იგი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა და თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად თვითონ მივიდა სასამართლოში. იგი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. დაიწყო გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here