Home ახალი ამბები მსოფლიო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, რომელიც ბელგრადს ბომბავდა, სერბეთის უდიდესი მედიაჯგუფის მფლობელია

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, რომელიც ბელგრადს ბომბავდა, სერბეთის უდიდესი მედიაჯგუფის მფლობელია

1105
დევიდ პაუელ პეტრიუსი

დასავლეთის აგენტებს სერბეთის მედიასივრცეზე კონტროლის დაწესებაში სერბი ოპოზიციონერები დაეხმარნენ. ამას მოწმობს შედეგები გამოძიებისა, რომელიც პორტალმაბალკანისტმაჩაატარა. მასალაში დაწვრილებით არის მოთხრობილი ამერიკული კომპანია CKRის მიერ სერბული ტელეარხების (მათ შორის, სახელმწიფო მნიშვნელობის) შესყიდვის სქემა.

“ბალკანისტი” მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის ექსპანსია სერბეთის ტელესივრცეში დაიწყო 2014 წელს, როცა ამერიკულმა საინვესტიციო კომპანიამ “კოლბერტ-კრავის-რობერტსმა”(CKR) შეიძინა კომპანია United Group-ი, რომელიც გარიგების მომენტში ფლობდა სერბეთში რამდენიმე დიდ სატელემაუწყებლო ტელეოპერატორსა და ინტერნეტპროვაიდერს.

კომპანია CKR-ის ერთ-ერთი მფლობელია დევიდ ჰაუელ პეტრეუსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და იუგოსლავიის წინააღმდეგ ნატოს ოპერაციის მონაწილე. აღსანიშნავია, რომ სანამ United Group-ს შეიძენდნენ, მასში უკვე ჩადებული იყო კოლოსალური თანხა: 2002 წელს კომპანიამ 10 მლნ დოლარი მიიღო ჯორჯ სოროსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის საინვესტიციო ფონდიდან, კიდევ 25 მლნ ევროთი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა “დააჯილდოვა”.

სერბეთის მედიასივრცის ხელში ჩასაგდებად პეტრეუსმა გამოიყენა კომპანია United Group-ის თანამფლობელი, სოროსის სკოლადამთავრებული და გადამცემი რეტრანსლატორების ქსელის მფლობელი დრაგან შოლაკი, რომელიც სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმთან მებრძოლი ოპოზიციონერიდან რამდენიმე წელიწადში მილიონერად გადაიქცა.

CKR-მა, United Group-ის შეძენის შემდეგ, სერბეთის ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიებზე დაიწყო ახალი #1 არხის მაუწყებლობა და ეს არხი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე CNN-ის ერთადერთ დისტრიბუტორად გამოაცხადა.

პეტრეუსსა და შოლაკს გეგმების რეალიზაციაში დაეხმარა ბელგრადის ყოფილი მერი, ოლიგარქი დრაგან ჯილასი, რომელიც ახლა ხელმძღვანელობს ოპოზიციურ ბლოკ “კავშირი სერბეთისთვის”.

“ვიკილიქსის” მონაცემებზე დაყრდნობით, “ბალკანისტი” წერს, რომ სლობოდან მილოშევიჩის დამხობის მომენტიდან ჯილასი სერბეთში აშშ-ის დემოკრატიული ადმინისტრაციის პოლიტიკის გამტარებლის როლს ასრულებდა.

სწორედ ამ შეთქმულების შედეგად და ჯილასის მარჯვენა ხელის, მლაჯან ჯორჯევიჩის, უშუალო მონაწილეობით ჩამოაცილეს მღვდელმსახურებას კოსოვომეტოხიისა და რაშკოპრიზრენსკის მეუფე არტემი, რომელიც ხელს უშლიდა ამერიკელებს თავიანთი პოლიტიკა გაეტარებინათ კოსოვოში”, _ წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ დრაგან ჯილასი აქტიურად უჭერდა მხარს ნატოში სერბეთის შესვლასა და ბელგრადის მიერ კოსოვოს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებას.

დღეს ოპოზიციონერებმა ტელეარხი #1 თავიანთი პროპაგანდის რუპორად და ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ მედიაბრძოლის ინსტრუმენტად გადააქციეს. ამასთანავე, საინტერესოა, რომ ტელეარხი #1 არღვევს სერბეთზე (როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატზე) გავრცელებულ ევროპულ კანონმდებლობას, რომლის თანახმად არ შეიძლება, ერთი ფირმა იყოს სატელევიზიო პროდუქტის მწარმოებელიცა და გამავრცელებელიც.

eadialy.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here