Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინელები ჯანმოსგან აშშ-ის ბიოლაბორატორიის შემოწმებას მოითხოვენ

ჩინელები ჯანმოსგან აშშ-ის ბიოლაბორატორიის შემოწმებას მოითხოვენ

127

ჩინეთში ნახევარ მილიონზე მეტმა ინტერნეტმომხმარებელმა ხელი მოაწერა ღია წერილს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციისადმი მოთხოვნით, გამოიძიონ ვითარება ამერიკის სამხედრო ბაზა ფორტდეტრიკის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, რათამსოფლიომ სამომავლოდ თავიდან აიცილოს ეპიდემიები”, _ იუწყება ჩინური გაზეთი Global Times.

ჩინეთის მცხოვრებთა ღია წერილში ნათქვამია, რომ შემდეგი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად ჯანმომ აუცილებლად უნდა მიაპყროს ყურადღება იმ ლაბორატორიებს, რომლებშიც იკვლევენ სახიფათო ვირუსებს ან მუშაობენ ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე.

წერილში ხაზგასმულია აშშ-ის არმიის ინფექციური დაავადებების შემსწავლელ ინსტიტუტ (USAMRID) ფორტ-დეტრიკში (მერილენდი), სადაც, როგორც ჩინელები წერენ, მუშაობენ ისეთ სახიფათო ვირუსებზე, როგორიც არის ებოლა, SARS-ი, MERS-ი და ყვავილი. ნებისმიერი მათგანის გაჟონვა ლაბორატორიიდან მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

“2019 წელს კოვიდ-19-ის აფეთქებამდე ამ ლაბორატორიიდან მოხდა ვირუსის გაჟონვა, მაგრამ ამ ინფორმაციას აშშ არ ასაჯაროებს ეროვნული უსაფრთხოების საბაბით”, _ ნათქვამია წერილში.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა დასავლეთის ქვეყნების ვირუსოლოგებს უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის შემოწმების უფლება მისცა, აშშ-მა კი ფორტ-დეტრიკის ლაბორატორიაში სხვა ქვეყნების სპეციალისტები არ შეუშვა.

Global Times-ი წერს, რომ 2019 წელს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის შემოწმების შედეგად ამერიკული ლაბორატორია დროებით დაიხურა, მიზეზად გამდინარი წყლის ინფრასტრუქტურის პრობლემები დასახელდა, მაგრამ, გამოცემის აზრით, მიზეზი არადამაჯერებელი იყო.

“მხოლოდ ვირუსის წარმომავლობის გარკვევით შეძლებს მსოფლიო პოტენციური საფრთხის თავიდან აცილებას”, _ წერს ჩინური გამოცემა.

ria.ru-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

P.S. ფორტდეტრიკის ბიოლოგიური ლაბორატორიის მსგავსი დაწესებულებები აშშ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აქვს, მათ შორის საქართველოშიც _ .. ლუგარის ლაბორატორია თბილისში, რომლის საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი და რომელიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის.

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here