Home ახალი ამბები მსოფლიო ჩერნოგორიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ჩერნოგორიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

1015
მიტროპოლიტი ამფილოხი

ჩერნოგორიაპრიმორსკის მიტროპოლიტმა ამფილოხიიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ჩერნოგორიის პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩს, გადახედოს რწმენის თავისუფლების შესახებ კანონს, რომელიც 8 იანვრიდან ამოქმედდა, და შეიმუშაოს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი დოკუმენტი.

ამფილოხიის განცხადებით, ქვეყანაში სახალხო პროტესტი არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება სადავო კანონს არ შეცვლის.

კითხვაზე, დგანან თუ არა საპროტესტო გამოსვლებისა და ქუჩის აქციების უკან პოლიტიკური პარტიები, ამფილოხიიმ უპასუხა, რომ ეს პროცესი საერთოდ არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. “ეს არ არის პოლიტიკოსების მიერ გაკონტროლებული წინააღმდეგობების მოძრაობა, ეს ხალხის ყოფიდან მომდინარეობს. ის გაგრძელდება, და ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, სანამ ხელისუფლება ამ უგუნურ კანონს არ გააუქმებს”, _ განაცხადა ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიტმა გამოცემა Vიჯესტი-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მილო ჯუკანოვიჩი
მილო ჯუკანოვიჩი

მიტროპოლიტის აზრით, “რწმენის თავისუფლების შესახებ კანონის მიღების ისტორიაში” მთავარი როლი ითამაშა მილო ჯუკანოვიჩმა. “ამიტომ მას ხშირად ვთავაზობ, რომ მოინათლოს. როცა მოინათლება, უფრო დაჭკვიანდება, დაბრძენდება. ის ლაპარაკობს მარადიულ ჩერნოგორიაზე, მაგრამ აუქმებს ყველაფერს, რაც მასში უვადოა, ყველაფერს, რაზეც დგას ჩერნოგორია”, _ განაცხადა ამფილოხიიმ. მისივე განცხადებით, ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლიის ეპისკოპოსთა საბჭო მოითხოვს იმის შეფასებას, შეესაბამება თუ არა ახალამოქმედებული კანონი კონსტიტუციას.

ჩერნოგორიის პარლამენტმა 2019 წლის 27 დეკემბერს მიიღო სადავო კანონი რწმენის თავისუფლების შესახებ, რომლითაც ფაქტობრივად დაკანონდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ქონების ჩამორთმევა. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩერნოგორია-პრიმორსკის მიტროპოლია მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას განზრახული აქვს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტაძრებისა და მონასტრების ჩამორთმევა და მათი გადაცემა არაღიარებული “ჩერნოგორიის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის”, რომელიც 1990-იან წლებში რეგისტრირებული იყო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ამ კანონის პარლამენტში განხილვის დღიდან ჩერნოგორიაში არ წყდება სახალხო მღელვარება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here