მთავარი საზოგადოება ღალატი

ღალატი

რას მალავს და რა შეთანხმებას მოაწერა ხელი საქართველოს ხელისუფლებამ

797
გააზიარეთ
ღალატი

2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, გაეროს მიგრაციის პაქტს (The Global Compact for Safe, Orderly and Regular Migration-GCM) ხელი მოაწერა 164-მა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ. შეთანხმება მაროკოს ქალაქ მარაკეშში შედგა. როგორცგარდიანიწერს, ეს ისტორიული პაქტი, რომელიც მიგრაციისუკეთ ორგანიზებასისახავს მიზნად, 18-თვიანი დებატებისა და მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. მისი მიღების საფუძველი ის კრიზისებია, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ვხვდებით: მოსახლეობის გადინება ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ევროპაში, ცენტრალური ამერიკიდან აშშისკენ მიმავალიმიგრანტების ქარავანიდა ..

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გაეროს გლობალური მიგრაციის პაქტი, რომელსაც საქართველო შეუერთდა, ქვეყანასათასობით მიგრანტის მიღებასავალდებულებს, სიმართლეს არ შეესაბამება”, _ აცხადებს ხელისუფლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო თვითონ არის მიგრანტთა ქვეყანა, პაქტით გათვალისწინებული მიზნების შესრულება სხვადასხვა ქვეყანაში მიგრაციაში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გაეროს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოში 260 მილიონამდე მიგრანტია _ მსოფლიოს საერთო მოსახლეობის 3.4%.

* ავალდებულებს თუ არა გაეროს პაქტი ქვეყნებს რამეს?

პაქტის 23 პუნქტს შორის არის ისეთი ფაქტორების შემსუბუქება, რომლებიც ადამიანებს საცხოვრებლის შენარჩუნებისა და სამშობლოში დარჩენის საშუალებას არ აძლევს; ასევე, იმ რისკებისა და წინაღობების შემცირება, რომლებსაც მიგრანტები მიგრაციის სხვადასხვა ეტაპზე აწყდებიან.

* რომელი ქვეყნები არ შეუერთდნენ დოკუმენტს?

ხელმოწერაზე უარი განაცხადა აშშმა, რომელიც ყველაზე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა პაქტს, აგრეთვე, უნგრეთმა, ავსტრალიამ, ჩილემ, ჩეხეთმა, იტალიამ, პოლონეთმა, ლატვიამ, სლოვაკეთმა და დომინიკის რესპუბლიკამ.

ჩვენ მოვიპოვეთ გაეროს მიგრაციის პაქტის არაოფიციალური თარგმანი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ და რომელსაც ხელისუფლება ჯერჯერობით მალავს.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

გაეროს პაქტი უსაფრთხო, მოწესრიგებული და ლეგალური მიგრაციისთვის

1.ზუსტი და მონაცემების შეგროვება ემპირიულად გამყარებული პოლიტიკის გამომუშავებისთვის.

2.არასასურველი ზემოქმედების, უარყოფითი ზეგავლენის მქონე ფაქტორებისა და ძალების მინიმუმამდე დაყვანა, რაც ადამიანებს აიძულებს საკუთარი ქვეყნის დატოვებას.

3.ზუსტი და დროული ინფორმაციის მიწოდება მიგრაციის ყველა ეტაპზე.

4.მიგრანტთა უზრუნველყოფა კანონიერი პირადობის მოწმობითა და საჭირო დოკუმენტაციით.

5.გამარტივებული წვდომა ლეგალურ საემიგრაციო არხებთან.

6.სამართლიანი და ეთიკური დაქირავების ხელშეწყობა და მუშაკთა ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა.

7.საიმიგრაციო პროცესის ფაქტორების შესწავლა და შესუსტება.

8.უგზოუკლოდ დაკარგული მიგრანტების პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინაციის ხელშეწყობით ადამიანთა გადარჩენა.

9.ტრანსნაციონალური ზომების ეფექტიანობის ამაღლება უკანონო მიგრანტთა შემოყვანის პროცესში.

10.ადამიანით ვაჭრობის გაფრთხილება (ალბათ, თავიდან აცილება), აღკვეთა და აღმოფხვრა საერთაშორისო მიგრაციის კონტექსტში.

11.კოორდინირებული ძალებით ინტეგრირებული და უსაფრთხო სასაზღვრო მმართველობის უზრუნველყოფა.

12.მიგრაციის პროცედურების მტკიცებულებათა და პროგნოზირებულობის ხარისხის გაზრდა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საიმედო კონტროლი შესაბამის ორგანოებში მათი გადანაწილების პროცესისას უფლებამოსილი ორგანოების მონიტორინგის მეშვეობით.

13.დროებითი მოთავსების იზოლატორებში მიგრანტების განთავსების პრაქტიკის გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ალტერნატივების ძიების დროს.

14.საკონსულო დაცვის, დახმარებისა და თანამშრომლობის ეფექტიანობის გაუმჯობესება საემიგრაციო ციკლის ხანგრძლივობისას.

15.მიგრანტების საბაზისო მომსახურებით უზრუნველყოფა.

16.მიგრანტებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს სრულ სოციალურ ინტეგრაციასა და ერთობას.

17.დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო დებატების ხელშეწყობა მიგრაციის შესახებ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების მიზნით.

18.უნარჩვევების განვითარება და კვალიფიკაციისა თუ კომპეტენციის ურთიერთაღიარება.

19.დიასპორებსა და მიგრანტთათვის შესაბამისი პირობების შექმნა, რათა მათ მაქსიმალურად შეძლონ სხვადასხვა ქვეყანაში მდგრადი განვითარება.

20.ოპერატიულობისა და საიმედოობის გაზრდა გზავნილებზე პროცენტული განაკვეთის შემცირებით მიგრანტთა ფინანსური ინტეგრაციის გასაუმჯობესებლად.

21.თანამშრომლობა თანმიმდევრული რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და რეადმისიისთვის.

22.მატერიალური უფლებების სოციალურ უზრუნველყოფაში გადაყვანის მექანიზმის შექმნა.

23.საერთაშორისო თანამშრომლობისა და გლობალური პარტნიორობის გაძლიერება უსაფრთხო, თანმიმდევრული და ლეგალური მიგრაციის უზრუნველსაყოფად”.

ამა წლის 28 იანვარს საქართველოს პარლამენტის შენობასთან ჩატარდა მრავალრიცხოვანი აქცია, რომლის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წევრებისგან “მიგრანტთა პაქტის” გარშემო არსებულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ… რა არის საეჭვო, ერთი შეხედვით, თითქოს უწყინარ “პაქტში”? ამ საკითხზე აქციის ორგანიზატორებს ვესაუბრეთ.

ლევან ჩაჩუა

ხელისუფლებამ კარგად იცის, რა საფრთხესაც შეიცავს მიგრაციის პაქტი, ამიტომაც მალავს!”

ლევან ჩაჩუა, “ქართული იდეისლიდერი:

_ ხელისუფლებამ კარგად იცის, რა საფრთხესაც შეიცავს მიგრაციის პაქტი. ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომელთა თანახმად დასტურდება, რომ ქართული მედიისთვის გამოყოფილია 4 მილიონი ევრო (ჩვენს ფულზე 15 მილიონი ლარი), რათა ჟურნალისტებმა საზოგადოებას მიაწოდონ ეს ფაქტი ისე ლამაზად, რომ ხალხმა იფიქროს, მიგრანტების შემოსვლა პრობლემა თითქოს არ არის, ხოლო ადამიანები, რომლებიც ამ აზრის, ამ იდეისა და, თუ გნებავთ, დაკვეთის შესრულების წინააღმდეგ გამოდიან, მოიხსენიონ: რასისტებად, ქსენოფობებად, რუსეთუმეებად და ..

ხელისუფლება ამბობს, რომ გაეროს ეს პაქტი მათ არ ავალდებულებს არაფერს და მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათს ატარებს. საპასუხოდ გეტყვით: 25 წლის განმავლობაში, რაც ჩვენმა მარიონეტმა ხელისუფლებებმა ცუდი გააკეთეს, ყველაფერი რეკომენდაციის სახით იყო მოწოდებული. როცა საქართველოს სახელმწიფო აღნიშნულ რეკომენდაციებს აწერდა ხელს, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევით, უცხო ქვეყნების საელჩოებისა და მედიის დახმარებით, სარეკომედაციო წერილები და აქტები მყისვე იძენდა ოპერატიული დოკუმენტის ხასიათს და ხდებოდა სასწრაფოდ შესასრულებელი ვალდებულება. ასეთი ბევრი მაგალითი გვაქვს. ასეთი დოკუმენტების წინააღმდეგ ბევრი მიტინგი მოწყობილა, ბევრჯერ გამოსულა ხალხი ქუჩაში, ყოველთვის ვაპროტესტებდით იმას, რასაც გვიკანონებდა ხელისუფლება სხვისი დაკვეთით, მაგრამ მაინც ხდებოდა ამ ვითომ რეკომენდაციების კანონად ქცევა.

შეკითხვა დავუსვი საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩს, _ თქვენ იძლევით გარანტიას, რომ არ შეასრულებთ ისეთ დებულებებს, რომლებიც ე.წ. რეკომენდაციით არის გათვალისწინებული ან უფრო ზუსტად, გააკონტროლებთ-მეთქი? ვგულისხმობდი აღნიშნული “პაქტის” მეოთხე პუნქტს, რომელშიც წერია: მიგრანტთა უზრუნველყოფა კანონიერი პირადობის მოწმობით და საჭირო დოკუმენტაციით”. ვკითხე მათ, ვინმე აბდულა რომ მოვიდეს და გითხრათ: “მე მუჰამედი ვარ”, გაქვთ რამე გარანტია, შემოსული მიგრანტის იდენტიფიკაცია მოხდეს და ის ტერორისტი არ აღმოჩნდება-მეთქი? მიპასუხეს: ამაზე პასუხისმგებლობას ვერ დავიკისრებთო.

მაინტერესებდა მე-6 პუნტის ამბავიც: სამართლიანი და ეთიკური დაქირავების ხელშეწყობა და მუშაკთა ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა”. წარმოგიდგენიათ, ღირსეული სამუშაო ადგილი უნდა ჰქონდეთ მიგრანტებს, მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილების არარსებობის გამო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდი ნაწილი უცხოეთშია გადახვეწილი და მძიმე, უფრო ზუსტად, უმძიმეს პირობებში მუშაობენ, იქიდან გზავნიან ფულს და ოჯახებს ინახავენ.

პოლიტიკა, რომ საქართველოდან ქართველი უცხოეთში გაიქცეს და აქ უცხოელები დასახლდნენ, ყოვლად დაუშვებელია და, როგორც არ უნდა გაიმართლოს თავი ხელისუფლებამ, ამას ერთი სახელი ჰქვია _ ღალატი.

ერთადერთი რამ იმისთვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, უარი თქვას ამ მოღალატეობრივ გეგმაზე _ არ ჩამოასახლოს გადამთიელები, არის საზოგადოების ერთობა. ჩვენ ანგარიშგასაწევ ძალად უნდა ჩამოვყალიბდეთ. ქართველები, რომლებიც აქ ვცხოვრობთ და ემიგრაციაში არ მივდივართ, ერთად უნდა დავდგეთ, ერთ მუშტად შევიკრათ და ხელისუფლებაც დათმობს ბევრ რამეს. ხალხი ძალაა და ეს უნდა ახსოვდეს მოღალატე ხელისუფლებას.

დიმიტრი ლორთქიფანიძე

“164 ქვეყანასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიგრანტთა ურდოები, რომლებიც საქართველოს მოადგებიან, უპრობლემოდ მიიღონ, თანაც საბუთებით, ღირსეული სამუშაო ადგილებითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყონ

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პოლიტიკოსი:

_ თუ გაეროს პაქტი კეთილშობილურ მისიას ემსახურებოდა, თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც აღნიშნულ დოკუმენტს ხელს აწერდნენ, ამით თავისი ქვეყნიდან წასულ ემიგრანტებზე ზრუნავდნენ, რატომ დამალეს ეს ყველაფერი? რატომ არ გაშუქდა მედიაშიმიგრაციის პაქტზეხელის მოწერა? ჩვენთვის ეს ყველაფერი ცნობილი შეიქნა შემთხვევით. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ეს ღალატი ცნობილი გახდა, ასეულობით ადამიანი ვიკრიბებით, მაგრამ არც ერთი ტელევიზია ჩვენს საპროტესტო აქციებს არ აშუქებს. ვფიქრობთ, რომ ეს შეთანხმებული პოზიციაა ხელისუფლებისა ტელევიზიებთან, რომ ფართო საზოგადოებამ არ იცოდეს, რა ხდება ქვეყანაში. მას შემდეგ, რაც პაქტი შევა ძალაში, დაიწყებენ აქტივობას და გამართლებას თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებისა.

ეს პაქტი პოლიტიკურია, ნაწილი ასეულობით მილიონი მიგრანტისა, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს, საქართველომ უნდა შეიფაროს, რადგან 164 ქვეყანასთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიგრანტთა ურდოები, რომლებიც საქართველოს მოადგებიან, უპრობლემად მიიღონ, თანაც უნდა უზრუნველყონ საბუთებით, ღირსეული სამუშაო ადგილებითა და ღირსეული საცხოვრებლით. ეს, რაც ჩამოვთვალე, გაწერილია დოკუმენტში, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შემთხვევით ჩაგვივარდა ხელში.

ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. გრანტის სახით შემოედინება ფული. იმისათვის, რომ პროცესი უმტკივნეულო იყოს, დახარჯულია 4 მილიონ 500 ათასი ევრო. ამას ჩვენი მედიასაშუალებები აკეთებენ და ამიტომაც არ მოდიან აქციების გასაშუქებლად.

მარტში დაიწყება “მიგრანტთა პაქტის” აღსულება. ქართულმა მედიამ კი 5 წლის განმავლობაში უნდა წეროს და გადაცემები აკეთოს იმაზე, რომ მიგრანტების მიღება აუცილებელია. მოკლედ, საზოგადოებას, ასე ვთქვათ, ტვინი უნდა გამოურეცხოს. ყველაფერი გარანტირებულად დაფინანსებული იქნება, ყველაფერი, რაც მიგრანტთა მიღებას შეეხება.

თანხა, რომელიც ამ პროექტთან არის დაკავშირებული, მრავალი ასეული მილიონია. ფრაუ მერკელის ვიზიტის შემდეგ საქართველომ სესხად მიიღო რამდენიმე მილიონი, ჩვენ გვითხრეს, რისთვის იყო გამოყოფილი ეს თანხა, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ მერკელის ვიზიტიცა და ფულიც, სწორედ მიგრანტთა ჩამოყვანისთვის იყო განკუთვნილი. 3,4 მლრდ დოლარი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არის გათვალისწინებული, სავარაუდოდ, საქართველოში მიგრანტთა ღირსეულ დასახლებას მოხმარდება.

ბუნებრივია, რომ ევროპა შეეცდება, ევროკავშირითან ასოცირების ხელშეკულებაზე ხელმომწერი ქვეყნები ჩაერთონ მიგრანტთა მიღების პროცესში და გადაანაწილონ პასუხისმგებლობა, რადგან თავად ვეღარ აუდიან მიგრანტებს, რომლებიც შეესივნენ ევროპის ქვეყნებს და მათი დიდი ნაწილი დამნაშავეა.

ეს არის რასობრივი აღრევა, ერის იდეის შეჩერება და ელექტორალური მასის გამოცვლა ქვეყანაში, რაც, ეროვნული იდეის არსებობიდან გამომდინარე, გლობალური პოლიტიკისთვის რთული პროცესია, ისინი ვერ ახორციელებენ თავიანთ იდეებს, მეგაპროექტებს. აი, სწორედ ამ მოღალატეობრივი ჩანაფიქრის განხორციელებას უწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი.

ხელისუფლება, ყველა სამინისტრო, პარლამენტი, დასავლელი პარტიორების პოლიტიკური ნების აღმსრულებელია და ამას არც უარყოფენ. ჩვენ გაგვაჩნია ამის მტკიცებულებები. პირველი ხუთწლედი მიგრანტების შემოსვლისა იყო 2005-2011 წლები, 2013 წლიდან დაიწყო მეორე ხუთწლედი, რომელიც 2018-ში დასრულდა და ახლა უნდა დაიწყოს ახალი პროცესი დავალების მიღებისთანავე…

პოლიტიკოსი, რომელიც არ არის მზად, ქვეყნისთვის თავი გადადოს, შინ უნდა დაჯდეს. ჩვენ სამართლებრივ დისკუსიაში შევდივართ მოქმედ პოლიტიკოსებთან, დებატებში ვიწვევთ მათ, რათა საკუთარ ხალხს პასუხი გასცენ. ამ მიდგომით პოლიტიკურ დღის წესრიგს გავაჩენთ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

გააზიარეთ

2 COMMENTS

  1. საფრთხე რეალურია. ეს მიგრანტები არა მხოლოდ დემოგრაფიულ ცვლილებას გამოიწვევენ,
    ისინი გახდებიან ტერორიზმის და სხვადასხვა კონფლიქტის წყარო.

  2. გთხოვთ გამომიქვეყნეთ. ყველა კრეტინი არაა და ყველა ინფანტილური ამ ქვეყანაში. გემუდარებით მათქმევინეთ მეც რაღაც, გამომიქვეყნეთ. ეს არის სატანიზმი. ხალხი არის დადებილებული უსასტიკეს ზღვრამდე. გვარწმუნებენ ტელევიზიებიდან რომ სიდებილე ნორმაა. სერიალებიდან გვარწმუნებენ რომ, ღალატი, გარყვნილება, ლგბტ თუ რაღაც ჭირი მისაღებია. ღმერთის დაცინვა სხვადასხვა ქართული შოუებიდან მოდური გახდა. მარიხუანის მოწევა ნორმა და ღვინო და ვაზი საზიზღრობა, მაგრამ თუ ჩაკვდები ღვინოში ეს უკვე ნორმაა, ამასაც გვარწმუნებენ შოუებიდან. ანუ ხდება ენით აღუწერელი და გაუგონარი რამ. ცხადად, ხილულად ჩვენი თვალებითვე ვხედავთ, რომ გვადებილებენ გვიცვლიან ცხოვრების სტილს. დასცინიან ჩვენს ისტორიას, გვძარცვავენ, ეხლა მოიგონეს ბანკების რეგულაციები და სესხზე კონტროლის დამყარება, არადა გაამკაცრეს იმიტომ რომ ბევრი მშიერი და ღატაკი გაჩნდეს ქვეყანაზე. ბანკის პროცენტები ორჯერ მეტად გაიზარდა რომ ვერ გადაიხადო ვალი. სოფლის მეურნეობა გაააპარტახეს და რაც ვერა ფაროსანები შეუსიეს. ამდენი გრიპები და ამდენი ვაქცინის გასაღება საწყალ ღატაკ, უბედურ და დამშულ ხალხზე. მარტო კერძო კორპორაციები არსებობენ და ამ კერძო საწარმოებში პურის ფულის ფასად შყრილია დიდი და პატარა და ამუშავებენ მონებივით. ეკონომიკა არის მკვდარი. ხალხი დაავადებული. ქვეყანა გახლეჩილი და დასუსტებული უკიდურესად. არ მოუშალოს უფალმა ჩვენი ამ დღეში ჩამგდებლებს უსასრულო ტანჯვა-წამება. არ გაიხარეთ!!!!

    ვერასოდეს დამავიწყებთ ქართულ ენას, ვერ შემაძულებთ ღმერთს და ვერ შემიცვლით რწმენას ვერა!!!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here