Home ახალი ამბები საქართველო ფრანგი ჟურნალისტი – ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს –...

ფრანგი ჟურნალისტი – ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს – ბრავო, სალომე ზურაბიშვილს! დღეს ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ!

889
ვანსან ერვუე

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს და ის ფრანგია. ნაპოლეონის შემდეგ იშვიათია, რომ ფრანგი სხვა ქვეყანას მართავდეს გარდა საფრანგეთისა, –ამის შესახებ ჟურნალისტმა ვანსან ერვუემ ფრანგულ რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი, ქალი პრეზიდენტად იყო არჩეული ნახევრად აღმოსავლურ და სრულად „მაჩოისტურ“ ქვეყანაში გაიმარჯვა. ამგვარად, ბრავო სალომე ზურაბიშვილს – დედას და ბებიას, უმაღლესი კატეგორიის ჩინოვნიკს, 30 წლის გამოცდილების მქონე დიპლომატს. საქართველო მისი წინაპრების ქვეყანაა, რომლებიც ბოლშევიკების მიერ იდევნებოდნენ. რა შესანიშნავი რევანშია! ამ დილით ჩვენ ყველანი ცოტათი ქართველები ვართ! საქართველოს პრეზიდენტის პოსტი საპატიოა საპარლამენტო მმართველობის პირობებში. ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მართავს ქვეყანას ყოველგვარი თანამდებობის გარეშე ის აირჩია და პრეზიდენტად აარჩევინა. სალომე ზურაბიშვილს თავისი ხასიათი აქვს და მხოლოდ „გამოფენების გახსნას“ არ აპირებს. მისი ამბიციაა, საქართველო ევროპაში დაამკვიდროს. რუსეთთან მიმართებაში ზურაბიშვილი ამბობს, რომ საჭიროა არ წამოეგოს პროვოკაციებზე“, – განაცხადა ჟურნალისტმა.

1 COMMENT

  1. ეხლა კარგად წაიკითხეთ ეს ჩემი კომენტარი ამ სტატიასთან დაკავშირებით და არც გაბედოთ არ გამომიქვყნოთ კომენტარი , რადგან ,,ლიბერალისტობას” იჩემებთ და ,,სიტყვის თავისუფლებას” ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ჩემი როგორც ამ ე.წ ინტერნეტ ჯურალის რიგირთი მკითხველის აზრი.
    მიჩნდება სრულიად ლეგიტიმური კითხვები
    1. რატომ შეეხო ეს ნაკლებად ცნობილი ჟურნალისტი ჩვენს ,,ჩამორჩენილ” ნაკლებად საინტერესო და პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩენილი ქვეყნის შიდა საქმეებს????
    ან რამ აღაფრთოვანა? იმან რო გაყალბებული არჩევნებით სალომე ზურაბიშვილის პერსონა თავზე წამოგვასვეს???
    ან ნაპოლეონის და სალომეს შედარება განა სასაცილო არაა???
    ან რა დიდი მნიშვნელობის და გავლენის მქონე ქვეყანა საქართველოა რო ასე ღირდეს ამ უხერხულ თემაზე საუბარი ფრანგი ჟრნალისტისაგან, ფრანგი მოსახლეობის 80 პროცენტმა დარწმუნებული ვარ სულაც არ იცის სადაა საქართველო და ასეთ არააქტუალურ თემებზე საუბარი მისი მხრიდან სასაცილოა.
    უბრალოდ უცნაური რაღაცეები ხდება ქართველიხალხის და საართველოს გარშემო…
    რას გვიწყობენ და ვინ და ასეთი მაშტაბური სახე რატო აქ ქართველების გენოციდს საქართველოში და მსოფლიოს გარშემო… ამაზე დაწერეთ აბა თუ გაქვთ გამბედაობა თქვე უტიფრებო.

    დამალეთ სიმართლე მიდით მალეთ

    ის მაინც იჩენს თავს და ყველას ვინც სიცრუის დანერგვაში მონაწილეობთ ჩაგიტანთ ქვესკნელში .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here