Home ახალი ამბები მსოფლიო სკოლის მოსწავლე “ვაშინგტონ პოსტს” ცილისწამებისთვის უჩივის და 250 მლნ დოლარს ითხოვს

სკოლის მოსწავლე “ვაშინგტონ პოსტს” ცილისწამებისთვის უჩივის და 250 მლნ დოლარს ითხოვს

849
ვაშინგტონ პოსტი

ამერიკელმა სკოლის მოსწავლემ ნიკოლას სენდმენმა გაზეთვაშინგტონ პოსტისწინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ცილისწამებისთვის 250 მილიონ დოლარს ითხოვს. საუბარიავაშინგტონ პოსტისსტატიაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ნიკოლას სენდმენმა საპროტესტო აქციაზე ერთერთ დემონსტრანტთან დაპირისპირება გამოიწვია.

ინციდენტი მოხდა 18 იანვარს აბორტების საწინააღმდეგოდ გამართულ მიტინგზე, რომელშიც სენდმენი და მისი თანაკლასელები მონაწილეობდნენ. გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, როგორ დგას ნიკოლას სენდმენი ქუდით, რომელზეც აწერია “ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ” ამერიკელი ინდიელის _ ნეიტან ფილიპსის პირისპირ. ფოტოს ქვეშ აღნიშნულ ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სენდმენი აგრესიულად მოექცა ფილიპს და რასისტული საქციელი გამოამჟღავნა.

ფილიპსის განცხადებით, სენდმენი თავის მეგობრებთან ერთად ყვიროდა: “ავაშენოთ კედელი”, ამაში მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა იგულისხმებოდა. თვითონ სკოლის მოსწავლე უარყოფს ამ ბრალდებებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არც ერთ ჩანაწერში არ ისმის.

სასარჩელო განცხადებაში ნათქვამია, რომ “ვაშინგტონ პოსტმა” ცილი დასწამა სკოლის მოსწავლეს, რითაც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული სარედაქციო პოლიტიკა წინა პლანზე გამოიტანა. ადვოკატების თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული ფოტომასალის გამო ნიკოლას სენდმენი დევნის ობიექტი გახდა.

“რათა ნიკოლასს სრულად აუნაზღაურდეს ზიანი და დავსაჯოთ გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი”, აღნიშნული საქმე მოითხოვს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურებას”, _ ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here