Home ახალი ამბები საქართველო “საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სტუმრების დაცვა ხულიგნებისაგან? ვიღაც დაჟინებით ცდილობს ქვეყანა ქაოსში...

“საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სტუმრების დაცვა ხულიგნებისაგან? ვიღაც დაჟინებით ცდილობს ქვეყანა ქაოსში გახვიოს”

301

ცნობილმა რუსმა პოლიტიკურმა პუბლიცისტმა და ჟურნალისტმა მაქსიმ შევჩენკომ გამოცემაპეტერბურგსკი დნევნიკის” (Петербургский дневник) კორესპონდენტთან საუბარში კომენტარი გაუკეთა ვლადიმერ პოზნერის თბილისში ყოფნასთან დაკავშირებულ ინციდენტს და განაცხადა, რომეს ძალიან უცნაური ისტორიაა უცნაურივე გარემოებებით“.

“იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც ასე შეხვდნენ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს – ეს გარკვეულწილად საქართველოს სირცხვილია. რაც უნდა ეთქვა პოზნერს საქართველოზე, როგორი პოლიტიკური შეხედულებებიც უნდა ჰქონოდა მას წლების წინ, მსგავსი დევნა და დარბევები აბსოლუტურად დაუშვებელია. და აქ იბადება კითხვა: ვის სჭირდება

ეს? ვისთვისაა მომგებიანი? სჭირდება თუ არა ეს საქართველოს? ქართველ ხალხს? რა თქმა უნდა – არა, რადგან ეს ყველაფერი საქართველოზე ზეწოლისა და მის საქმეებში ჩარევის მიზეზი შეიძლება გახდეს. გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სტუმრების დაცვა ხულიგნებისაგან? და საკუთარი თავისთვის პოლიტიკური განაჩენი გამოაქვს? მე ვფიქრობ, რომ ვიღაც ძალიან დაჟინებით ცდილობს, ქვეყანა ქაოსსა და არასტაბილურ სიტუაციაში ჩააგდოს”, – განაცხადა მაქსიმ შევჩენკომ.

“პეტერბურგსკი დნევნიკთან” საუბარში ჟურნალისტმა დაამატა, რომ მან იცის ის დაწესებულება, სადაც ვლადიმერ პოზნერმა თავის მეგობრებთან ერთად ვახშმობა ვერ მოახერხა: “სასტუმროს მფლობელი ძალიან კარგი ადამიანია, შესანიშნავი პიროვნებაა, ალპინისტია, რომელსაც მსოფლიოს ბევრი მწვერვალი აქვს დაპყრობილი… ვლადიმერ პოზნერს მიპატიჟებული ჰყავდა თბილისში ბევრი მდიდარი, გავლენიანი და რესპექტაბელური ებრაელი, რომელიც არამარტო რუსეთის მოქალაქე, არამედ – ისრაელისა და საფრანგეთის მოქალაქეც არის. ეს სკანდალი რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ფარგლებს სცილდება”, – ვარაუდობს მაქსიმ შევჩენკო.

როგორც შიდა ინფორმაციით ირკვევა, ვლადიმერ პოზნერი და მისი თანხმლები პირები თვითმფრინავით კომპანია Millhouse Capital-ის მმართველმა დირექტორმა – დავიდ დავიდოვიჩმა უზრუნველყო.

“პოზნერთან დაკავშირებული ისტორია ძალიან საეჭვოა. გაუგებარია, რომ ისეთმა ადამიანმა, როგორიც დავიდოვიჩია, ვერ დაიცვა პოზნერი ვიღაც ვაჟბატონთა ბანდისაგან. ძალიან უცნაური ისტორიაა უცნაურივე გარემოებებით”.

თვითონ მაქსიმ შევჩენკო თბილისში 2020 წლის დეკემბერში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ მასმედიაში მისი ვიზიტიც უარყოფითად შეფასდა 2009 წელს ჟურნალისტის აფხაზეთში ყოფნის გამო, რომელსაც თბილისი რუსეთის მიერ ოკუპირებულად თვლის. თუმცა მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის ვადა 2015 წელს გაუვიდა.

“ჩემსა და პოზნერის ვიზიტს შორის განსხვავებაა ისაა, რომ მე მივდიოდი იმ ხალხთან, რომლებიც ქართულად მიმიღებდნენ და მე, როგორც სტუმარი, დაცული ვიქნებოდი, ვლადიმერ პოზნერი კი იმ ადამიანებმა მიიწვიეს, რომლებმაც მისი მიღება და დაცვა ვერ უზრუნველყვეს”, – ხაზი გაუსვა მაქსიმ შევჩენკომ.

https://www.kvirispalitra.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here