2019 წლის იანვარ–თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 505 მლნ, ხოლო იმპორტი მილიარდ 234 მლნ აშშ დოლარი იყო.
“საქსტატის” ცნობით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 73,7 პროცენტი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, ექსპორტის მიხედვით, ტრადიციულად, რუსეთი იყო. კერძოდ, რუსეთში ექსპორტმა 2019 წლის პირველ ორ თვეში 81,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31,2%-ით მეტია. მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი. იქ წლეულს ექსპორტის მოცულობამ 33,7%-ით მოიმატა და 58,41 დოლარი შეადგინა. ექსპორტის მიხედვით, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში ბოლოა თურქეთი.