მთავარი საქართველო საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

472
გააზიარეთ
საქართველოდან აგროპროდუქციის ექსპორტმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია

საქართველომ 2018 წელს სასოფლოსამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მოცულობის მხრივ ახალი რეკორდი დაამყარა, _ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან გაიტანეს 959,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროპროდუქცია, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 23,2%-ით მეტია. საზღვარგარეთ ყველაზე მეტი პოპულარობით ქართული აგრარული პროდუქციიდან სარგებლობს ღვინო, მინერალური და მტკნარი წყალი, აგრეთვე, ცხვრისა და თხის ხორცი.

2018 წელს საქართველოდან გაიტანეს თითქმის 197 მლნ დოლარის ღირებულების ქართული ღვინო, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 14,9%-ით მეტია.

მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტმა 2018 წელს დაახლოებით 110,2 მლნ დოლარი შეადგინა, ანუ 15%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს.

ცხვრისა და თხის ხორცი 2018 წელს გაიტანეს 36,4 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების, რაც 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით 53,2%-ით მეტია.

ამას გარდა, 54%-ით გაიზარდა უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი, ხოლო სპირტიანი სასმელების _ 2%-ით.

ქართული პროდუქციის ექსპორტი 2017 წელთან შედარებით გაიზარდა 22,9%-ით და დაახლოებით 3,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here