მთავარი მსოფლიო რუსეთში 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლად ლარისა არაჩაშვილი დაასახელეს

რუსეთში 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლად ლარისა არაჩაშვილი დაასახელეს

993
გააზიარეთ
რუსეთში 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლად ლარისა არაჩაშვილი დაასახელეს

კონკურსშირუსეთის წლის მასწავლებელი _ 2019” რუსული ენისა და ლიტერატურის 28 წლის ვოლგოგრადელმა მასწავლებელმა ლარისა არაჩაშვილმა გაიმარჯვა.

რუსეთის განათლების მინისტრ ოლღა ვასილიევას განცხადებით, “მართლაც უკომპრომისო და ძალიან პატიოსანი კონკურსი ჩატარდა”.

“თქვენ ხედავდით ლარისას მდგომარეობას, როდესაც გამოაცხადეს, რომ კონკურსში მან გაიმარჯვა, ის გაკვირვებული იყო”, _ თქვა მინისტრმა.

არაჩაშვილმა, რომელიც მუშაობს 55-ე სკოლა “ცოდნის ველში”, გამარჯვება თავის მოსწავლეებს მიუძღვნა.

კონკურსის ფინალში, აგრეთვე, მონაწილეობდნენ ფრანგულის მასწავლებელი მარინა ზეზკოვა (სანქტ-პეტერბურგი), გეოგრაფიის მასწავლებელი პავლე კრასნოვიდი (მოსკოვის ოლქი), ბიოლოგიის მასწავლებელი ნაილ მირსაიტოვი (თათრეთი) და ქიმიის მასწავლებელი ვერონიკა რომანოვა (სარატოვი).

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მერის _ სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის დედაქალაქის სკოლებში მასწავლებლების საშუალო ხელფასმა ბოლო რამდენიმე წელიწადში სამჯერ მოიმატა და 110 ათასი რუბლი (5020 ლარი) შეადგინა.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here