მთავარი მსოფლიო რუსეთიდან უცხოეთში გატანილი დივიდენდები 15%-ით დაიბეგრება

რუსეთიდან უცხოეთში გატანილი დივიდენდები 15%-ით დაიბეგრება

628
გააზიარეთ
რუსეთიდან უცხოეთში გატანილი დივიდენდები 15%-ით დაიბეგრება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინადადებით, უცხოეთში გატანილი დივიდენდები 15%-ით უნდა დაიბეგროს. რუსეთის ლიდერის განცხადებით, რფ მზად არის, გამოვიდეს შეთანხმებიდან იმ ქვეყნებთან, რომლებიც არ დაეთანხმებიან ამ ზომებს.

“ვთავაზობ მათ, ვისაც თავისი შემოსავლები გადააქვთ საზღვარგარეთის ანგარიშებზე, გაითვალისწინონ ბეგარის 15%-იანი განაკვეთი დივიდენდებზე. ბუნებრივია, ეს მოითხოვს ზოგიერთ ქვეყანასთან ჩვენი შეთანხმების კორექტირებას ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. მთავრობას ვთხოვ, ჩაატაროს ეს სამუშაო. თუ უცხოელი პარტნიორები არ მიიღებენ ჩვენს წინადადებას, მაშინ რუსეთი ცალმხრივად გამოვა ამ შეთანხმებებიდან”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ერისადმი მიმართვაში.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here