Home ახალი ამბები მსოფლიო რომელ თემებზე იმსჯელებენ პუტინი და ბაიდენი წლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზე

რომელ თემებზე იმსჯელებენ პუტინი და ბაიდენი წლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრაზე

99

რუსეთის ფედერაციის პრესმდივანმა ვლადიმერ პუტინისა და ჯო ბაიდენის მოლაპარაკებების თემებზე ილაპარაკა. რუსეთისა და აშშის სახელმწიფო მეთაურების ონლაინშეხვედრა წლის ბოლომდე გაიმართება.

ერთერთი თემა უკრაინა იქნება, აგრეთვე, ნატოს შეიარაღებული ძალების პროვოკაციული მოქმედებები ჩვენს საზღვრებთან, რაც ჩვენს შეშფოთებას იწვევს, და მთავარი _ იწვევს ადეკვატური ზომების მიღების აუცილებლობას. მაგრამ ამ ზომების მიღებისას ჩვენ ვიმოქმედებთ საკუთარი ტერიტორიიდან”, _ განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა რუსული ტელეკომპანია “პირველი არხის” ეთერში.

პესკოვმა დააზუსტა, რომ შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის, მაგრამ კონტაქტი ახალ წლამდე მოხდება, თუმცა “შეიძლება, გვიანაც”. მისი თქმით, მოსკოვი უპირატესობას ანიჭებს ვიდეოფორმატს, მაგრამ ამ საკითხს თვითონ სახელმწიფო მეთაურები გადაწყვეტენ.

როგორც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რამდენიმე დღის წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებულ კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას, ამა წლის ივლისში ბაიდენთან ჟენევაში გამართულმა შეხვედრამ “დიალოგისა და ურთიერთობის თანმიმდევრულად გაწონასწორების შესაძლებლობები წარმოაჩინა”.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ პატრუშევის, და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის, შეხვედრაზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ ეს შეხვედრა გაიმართა უმაღლეს დონეზე კონტაქტის მოსამზადებლად. ეს იყო უმაღლეს დონეზე მოსალოდნელი კონტაქტის მოსამზადებელი შეხვედრა. პატრუშევმა და სალივანმა იმსჯელეს სტრატეგიულ სტაბილურობასა და კიბერუსაფრთხოებაზე, აგრეთვე, უკრაინის თემასა და მიგრაციულ კრიზისზე ევროკავშირის საზღვრებთან”, _ განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

Ria.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here