მთავარი დაიჯესტი როდის წარუდგენს ვაშინგტონი ბერლინს ჰამბურგის ანგარიშს?

როდის წარუდგენს ვაშინგტონი ბერლინს ჰამბურგის ანგარიშს?

714
გააზიარეთ
როდის წარუდგენს ვაშინგტონი ბერლინს ჰამბურგის ანგარიშს?

ახლახანბლუმბერგმაგაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, აიძულოს ქვეყნები, რომლებშიც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებულნი, ჯიბეზე ხელი გაიკრან, ხარჯი გაიღონ ფორმულითფასი პლუს 50”, რომელიც ნიშნავს სამხედრო კონტინგენტის ადგილზე ყოფნის ღირებულების სრულად გადახდას და კიდევ 50 პროცენტის დამატებას. ზოგიერთი სახელმწიფოსთვის ეს ნიშნავს, რომ მათ დღევანდელზე ხუთიექვსჯერ მეტი ხარჯი უნდა გაიღონ.

სააგენტოს ანონიმმა წყაროებმა დააზუსტეს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დიფერენციულად მიდგომის საკითხსაც განიხილავს. კერძოდ: პენტაგონში მოხელეებს დაავალეს, შეადგინონ “ორი ფორმულა: პირველით განსაზღვრონ, რა თანხა უნდა გადაიხადონ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა გერმანია; მეორეთი _ იმ ქვეყნების გადასახადი, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ვაშინგტონთან”. მაგალითად დასახელებულია პოლონეთი.

თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ორად გაყოფს ევროკავშირს. ბერლინსა და პარიზს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შექმნან ევროპული არმია და ამ საკითხის ინტენსიფიკაციას ახდენენ. უფრო რთულად დგას ეს საკითხი პოლონეთის მიმართ. ერთი მხრივ, იგი ორთქლმავლის წინ გამოხტა იმით, რომ შარშან ტრამპის ადმინისტრაციას შესთავაზა ორი მილიარდი დოლარის გადახდა ერთდროულად და საკუთარი ჯიბიდან, რათა აშშ-ის გადაეწყვიტა პოლონეთის მიწაზე ამერიკის სამხედრო ბაზის განლაგება.

ეს შეთავაზება არ მოეწონათ პოლონელებს, რომლებსაც ენანებათ ფულის დახარჯვა: თუ ვაშინგტონი უცხოური ლეგიონების შენახვის ახალ კონცეფციაზე გადავა, პოლონელებმა ფული მუდმივად უნდა იხადონ.

შესადარებლად: დღეს გერმანია აშშ-ის ხარჯის 28 პროცენტს უნაზღაურებს, რაც წელიწადში ერთი მილიარდი დოლარია. ასეთივე შეღავათი შეუძლიათ პოლონეთსაც გაუწიონ, მაგრამ, ამის მიუხედავად და იმის გამოც, რომ ვარშავას გაცილებით ნაკლები ამერიკელი სამხედროები სჭირდება, ხარჯი საკმაოდ დიდი იქნება. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფული ყველაფრისთვის უნდა გაიღონ.

ამასთანავე, შეღავათიანი პირობების მისაღებად პოლონელებმა ოფიციალურად უნდა აღიარონ, რომ მათი საგარეო პოლიტიკა სრულად არის დამოკიდებული ვაშინგტონზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აშშის ელჩი პოლონეთში გახდება გენერალგუბერნატორი, რომელიც აღჭურვილი იქნება სრული უფლებით, ჩაერიოს ყველაფერში, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება ამერიკის ეროვნული ინტერესების დასაცავად. ეს არ ნიშნავს, რომ დაცული იქნება ვარშავისთვის მნიშვნელოვანი საკითხები: თავდასხმისგან დაცვა _ კი, თავდასხმაში დახმარება _ არა.

ამერიკის დიპლომატია ევროკავშირშიც და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც განახორციელებს საკუთარ დღის წესრიგს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასში (დღის წესრიგში) გათვალისწინებული იქნება რუსეთის შეკავების ღონისძიებანი (რითაც ასე დაინტერესებულია პოლონეთის დღევანდელი ხელისუფლება): როგორ უნდა განხორციელდეს ეს ღონისძიებანი და განხორციელდეს თუ არა საერთოდ, თუ შეევაჭრონ რუსეთს რაღაცის გაცვლის ხარჯზე და ა.შ. ამ ყველაფერს, ალბათ, აშშ-ში გადაწყვეტენ და არა პოლონეთში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბერლინი არ აპატიებს პოლონელებს საგარეოპოლიტიკური თამაშების “ამერიკული სახურავით” გადახურვის მცდელობას.

ახლახან საფრანგეთის ეროვნული კრებისა და გერმანიის ბუნდესტაგის ათმა დეპუტატმა საჯაროდ მოუწოდეს საზოგადოებას, “ერთობლივად განამტკიცონ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ევროპული პოლიტიკა”. მანიფესტით გამოვიდა მანფრედ ვებერი, ევროპული კომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი გავლენიანი ევროპის სახალხო პარტიიდან. მან განაცხადა, რომ 2021 წლისთვის საჭირო იქნება კიბერუსაფრთხოების “ევროპული გვარდიის” შექმნა. ევროპელებს მოუწოდა, ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშაონ “მომავლის იარაღი” _ დრონი (კვადროციკლი) და მომავალი თაობის ავიაგამანადგურებელი.

მანფრედ ვებერი
მანფრედ ვებერი

ევროკავშირისთვის აუცილებელია ევროპული ვესტპოინტის ტიპის სამხედრო აკადემია. 2030 წლისთვის კი უნდა ჩამოყალიბდეს ევროპის არმია, რომელშიც თავს მოიყრიან წევრი ქვეყნების ეროვნული სამხედრო ძალები “ერთიანი ევროპული სახურავის ქვეშ”. ვებერმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის სახელმწიფოები ერთობლივად მსოფლიოში მეორე ადგილზეა თავდაცვისთვის გაღებული ხარჯის კუთხით, მაგრამ მათი რეალური თავდაცვითი პოტენციალი ამ პოზიციაზე მნიშვნელოვნად დაბალია.

“თუ ერთობლივად ვიმუშავებთ, ასეთი რამ აღარ განვითარდება, _ განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა, _ თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, ევროპა გახდება მსოფლიოში მეორე უძლიერესი სახელმწიფო (ამერიკის შემდეგ), რომლის წინააღმდეგ გამოსვლას ვეღარავინ გაბედავს”.

ამით ვებერმა განსაზღვრა ნატოს ორ ფრაქციად, ევროპულ და ამერიკულ ფრაქციებად, გახლეჩა, რომლებსაც შეეძლება ორი განსხვაკვებული მიმართულებით სვლა, მაგრამ ფიზიკურად სად გაივლის საზღვარი? შუა თებერვალში ვარშავაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამგზავრების წინ, რომელიც ახლოაღმოსავლეთს მიეძღვნა, აშშის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ განაცხადა: “უნდა ვთქვა მთავარი. ვიმედოვნებ, რომ ეს გამგზავრება წარმოაჩენს ამერიკელების მონაწილეობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. სახელმწიფო მდივანი, 8 წელიწადია, არ ყოფილა უნგრეთში; ბრატისლავაში, 20 წელიწადია, არ ჩასულა. ჩვენ ვიცით, რომ, როცა ჩნდება ვაკუუმი, სხვები ცდილობენ მის შევსებას, რუსები იქნებიან ისინი, თუ ჩინელები”.

ანუ აღნიშნული რეგიონი წარმოგვიდგა, როგორც გეოპოლიტიკური გათამაშების ველი, რაც ფრიად აღელვებს პოლონელებს. მათ მიაჩნიათ, რომ ნატოში შესვლამ თითქოს მისცა იმედი, რომ “ბოლოს და ბოლოს პოლონეთი აღარ იქნება ქვეყანა, რომელიც მდებარეობს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ აღმოსავლეთიდან”. მაგრამ ამ მოვლენამ, რომელიც 20 წლის წინათ მოხდა, აღნიშნავს პოლონური გაზეთი Dziennik Gazeta Prawna, “ვერ გადაწყვიტა მთავარი პრობლემა _ დასავლეთის დედაქალაქებს კვლავაც ეიოლებათ პერიფერიულ ქვეყნად ჩვენი სტერეოტიპული აღქმა”.

ამ კონტექსტში, პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზის განლაგების არქონა ნიშნავს, რომ ამერიკელები მას (პოლონეთს) აღიქვამენ, როგორც არასტაბილურ ქვეყანას. ვარშავისთვის ალტერნატივა უსაფრთხოების ევროპულ სისტემაში სრული ინტეგრაციაა, მაგრამ ამან შეიძლება გამოიწვიოს, რომ მომავალში ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებას ვარშავაზე გადაბიჯებით დაიწყებს.

CNN აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ევროკავშირმა გადაწყვიტა, 2021 წლიდან შემოიღოს ვიზები ამერიკის მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირი ამართლებს სურვილით “აამაღლოს უსაფრთხოების დონე, რათა თავიდან აიცილოს არალეგალური მიგრაციისა და ტერორიზმის მოსალოდნელი პრობლემები”.

ევროპის ატლანტიკურ სანაპიროზე ცივმა ქარმა დაუბერა.

სტანისლავ სტრემიდლოვსკი

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here