Home ახალი ამბები მსოფლიო რა დგას ჰელსინკის შეხვედრასა და პენტაგონის შეფის აზიური ვოიაჟს მიღმა?

რა დგას ჰელსინკის შეხვედრასა და პენტაგონის შეფის აზიური ვოიაჟს მიღმა?

1416
პუტინი-ტრამპი

ბოლო დღეებში ყურადღებას იპყრობდა ორი მოვლენა, მათი ურთიერთდამოკიდებულებიდან გამომდინარე.

ეს, უპირველესად, იყო რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების: ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეთანხმება შეხვედრის თარიღისა და ადგილის თაობაზე. შეხვედრა 16 ივლისს ჰელსინკში გაიმართება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ კომპრომისული წინადადებები, რომლებიც  ამერიკულმა მხარემ მიიღო.

პირველი: ჰელსინკი, რომელიც გაგვახსენებს 1975 წლის ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების ამ ქალაქში ხელმოწერილ დასკვნით აქტს, რომელიც ევროპის სახელმწიფოთა საზღვრების ურღვევობის გარანტიად იყო წარმოდგენილი, მაგრამ ხელი არ შეუშალა საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის დაშლა-დანაწევრებას. ფინეთის დედაქალაქი ისე ახლოსაა რუსეთთან, რომ ზოგიერთმა ამერიკულმა გაზეთმა კიდეც უსაყვედურა თეთრ სახლს, რატომ დათანხმდა მოლაპარაკების გამართვას რუსეთის ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე(!).

მეორე: აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის, რუსეთში ჩასვლის წინა დღეს ტრამპმა მოსკოვს შესთავაზა „დიდი შვიდეულის“ ელიტურ კლუბში დაბრუნება. რუსულ-ამერიკული კონტექსტიდან ჩანს, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან ამგვარი ხიდის გადებით მზად არის ნატოში თავის უახლოეს მოკავშირეებთან ურთიერთობის გასამწვავებლად.

მესამე: შეხვედრის თაობაზე შეთანხმების გამოქვეყნებისთანავე თეთრმა სახლმა დააზუსტა: ტრამპი  იმედოვნებს სირიის კრიზისი ისე მოაგვაროს, რომ საშუალება ჰქონდეს აშშ-ს, გამოიყვანოს ჯარები ამ ქვეყნიდან და დათანხმდეს იმ ტერიტორიის დაკავებას, რომელსაც აკონტროლებს ბაშარ ასადის არმია. ეს სირიის ტერიტორიული მთლიანობის შეფარული აღიარებაა, პლუს ტერორისტების „ჩაშვება“, რომლებსაც აქამდე აშშ მფარველობდა.

მეორე მოვლენა, რომელიც, როგორც ჩანს, პირველთან დაკავშირებულია არა მხოლოდ გეოპოლიტიკურად, არამედ სიმბოლურად,  ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სინგაპურში შეხვედრის შედეგებს უკავშირდება. ამ შემთხვევაში ლაპარაკია აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჯეიმს მეტისის  მოგზაურობაზე პეკინსა და სეულში. ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მიიღო ბოლტონი, მეტისი მიიღო ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა; შემდეგ ჩავიდა სამხრეთ კორეის დედაქალაქში და მოლაპარაკება გამართა თავის ადგილობრივ კოლეგასთან _ სონ ენ მუსთან.

მას შემდეგ, რაც მან ჩინეთისგან არაორაზროვანი პასუხი მიიღო, რომ ეს კომუნისტური ქვეყანა  არავითარ კომპრომისს არ დათანხმდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში, მეტისმა სეულიდან საპასუხო „მესიჯი“ გაგზავნა. პენტაგონის ხელმძღვანელმა შეაჩერა ერთობლივი წვრთნა და განაცხადა, რომ ამერიკელების სამხედრო შტაბს სეულიდან ფხენტეკში გადაიტანს, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებიდან დაშორებით. ამასთანავე, დაჰპირდა, რომ აამოქმედებს მექანიზმს ომის შემთხვევაში სამხრეთ კორეის ჯარების მართვის შტაბის სამხრეთ კორეელებისთვის გადასაცემად. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ამერიკის მხრიდან რუსეთ-ჩინეთის „საგზაო რუკის“ წინადადებების შესრულებაზე დასტური კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების დარეგულირების საკითხში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here