მთავარი საქართველო რაც _ სიმამრი, ის _ სიძე

რაც _ სიმამრი, ის _ სიძე

934
გააზიარეთ

6 ივლისს, ღამის 2 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური, ავტომანქანით დაჭრილი მიიყვანეს. გოგოჭური მანქანიდან თავისი ფეხით გადმოვიდა და შენობაში შევიდა, მძღოლი კი იქაურობას გაეცალა. 

მინდია გოგოჭურის საავადმყოფოში მიყვანის ფაქტი სათვალთვალო კამერებმა აღბეჭდეს. სავარაუდოდ, ავტომანქანის საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა. პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა ორივე ბარძაყისა და წვივის არეში. გოგოჭურს ოპერაცია გაუკეთეს.

მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას, მეუღლეა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ მთაწმინდაზე, კორპუსთან ახლოს თავს დაესხნენ, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას გასროლის ხმა არ გაუგონია. ერთ-ერთი ვერსიით, მას თავისივე მანქანაში ესროლეს.

გოგოჭურის დაჭრის დეტალები ამ დრომდე ბურუსით არის მოცული _ ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ, არც ის არის ცნობილი, რატომ ესროლეს ოთხი ტყვია პრეზიდენტის სიძეს.

ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. საქმე ეხება 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე შეიარაღებული პირების მიერ 23 წლის ზურა ტარყაშვილისთვის 11 ჭრილობის მიყენებას. ტარყაშვილი დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. მართალია, გოგოჭურს ამ საქმისგან თავი შორს უჭირავს, მაგრამ მოკლულის დედა _ თამილა კოჭლამაზაშვილი, წლებია,ხელს სწორედ გოგოჭურისკენ და მისი მეგობრებისკენ იშვერს და მათ დასჯას მოითხოვს, მაგრამ ამაოდ. მისი აზრით, თორნიკე კაჭარავასა და მინდია გოგოჭურს ზემოდან მფარველობენ, მაგრამ ვინ არის ეს მფარველი, არ “ამხელენ”. იქნებ მარგველაშვილმა გაგვანდოს ამ იდუმალი კეთილისმყოფელის ვინაობა…

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here