Home რუბრიკები პოლიტიკა რატომ საქართველო და არა ამერიკა ან ესპანეთი?

რატომ საქართველო და არა ამერიკა ან ესპანეთი?

6108
რატომ საქართველო და არა ამერიკა ან ესპანეთი?

ნაციონალური მოძრაობისზეობის ხანაში ციხეებში ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანი კვდებოდა. ამისთვის პასუხი ჯერ არავისთვის მოუთხოვიათ, მაგრამ ეს ადამიანები შემთხვევით არ იხოცებოდნენ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. რაც მთავარია, “ოცნებისმმართველობის პერიოდში ციხეებში გარდაცვლილ პატიმრებზე კითხვები არ ჩნდება და ეს მაშინ, როცანაცმოძრაობისპერიოდში ლამის ყველა გარდაცვლილ პატიმარზე ოჯახის წევრები გაჰყვიროდნენ, მოკლესო. მაგრამ მათ არავინ უსმენდა, მათ შორის არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები. მათ იმხანად ხელს აძლევდათ ნაციონალების ყოფნა ხელისუფლების სათავეში და ამიტომ რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანის გარდაცვალებას ტრაგედიად არ აღიქვამდნენ, ეს მათთვის უბრალო სტატისტიკა იყო, რომელიც ყოველწლიურ ანგარიშში ხან ხვდებოდა, ხან _ არა.

შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში პატიმრებზე ექსპერიმენტები ტარდებოდა. პატიმრებს აძლევდნენ წამლებს შეფუთვის გარეშე, ანუ მათ არ იცოდნენ, რას სვამდნენ, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, იღებდნენ და შემდეგ თანამდევი მოვლენების შესახებ ჩიოდნენ. მაგალითად, იყო წამალი შავი შეფერილობის, ამერიკული, რომელსაც პატიმრებმაობამაშეარქვეს და ის ფორმალურად ღვიძლის უჯრედების სამკურნალოდ იყო განკუთვნილი. ღვიძლის პრობლემა ბევრ პატიმარს აქვს და ამობამასაცუშურველად ურიგებდა მედპერსონალი. მერე ითქვა, _ ამერიკამ ახალი წამალი მოიგონა და პატიმრებზე ტესტავსო. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგობამაგაქრა, რადგან არანაირი ეფექტი არ ჰქონდა და ძალიან ბევრს ღვიძლის პრობლემა უფრო გაურთულა. ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ ახალი წამალი, სანამ მას სააფთიაქო ქსელში მასობრივად ჩაუშვებენ და ლიცენზიას მიიღებენ, მთელ რიგ ეტაპებს გადის: ცხოველების შემდეგ ადამიანებზე ცდიან და აკვირდებიან. ცდებში მონაწილოება ნებაყოფლობითია და, რაც მთავარია, ამ ადამიანებს ფულსაც უხდიან. ჰოდა, ერთი წამლის ტესტირება და ლიცენზიამდე მიყვანა დაახლოებით ორი მილიარდი დოლარი ჯდება. ეჭვი გვაქვს, ნაცების ხელისუფლება ამ თანხას თუ არა, ამის ნახევარს მაინც იღებდა “სტრატეგიული პარტნიორისგან” იმის ვალდებულებით, რომ “ნებაყოფლობით” გამოსცდიდნენ ადამიანები საკუთარ თავზე და ამ “ნებაყოფლობით” ადამიანებს ნაცები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პოულობდნენ.

ეს ყველაფერი კი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ბრიტანეთის მთავრობამ კოვიდ-19-ის ვაქცინის შესახებ ამცნო ფართო საზოგადოებას. არადა, სულ ცოტა, ექვსთვიანი ტესტირება სჭირდება ვაქცინას, მისი ყველა დადებითი და უარყოფითი თვისება რომ დადგინდეს და ეს ექვსი თვე ვაქცინის მიღებიდან კი არა, ეპიდაფეთქებიდან ძლივს გავიდა. ანუ, რეალურად, ეს ვაქცინა საჭირო დონეზე არ არის ტესტირებული, მაგრამ უკვე გვითხრეს, რომ აღნიშნულ ვაქცინას ერთერთი პირველი საქართველო მიიღებს.

თავიდან დავიწყოთ _ საქართველო ის ქვეყანაა, რომელზეც მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობდა, რომ ჩვენი ექიმები უხილავ მტერს საუცხოოდ გაუმკლავდნენ. ეს მაშინ, როცა იმავე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აშშ-სა და ევროპაში ვირუსმა ათიათასობით ადამიანი მოცელა. ყველანირი ლოგიკით, აღნიშნული ვაქცინა, პირველ რიგში, უნდა გაეგზავნათ, მაგალითად, ბრაზილიისთვის, სადაც ყოველდღიურად ათას კაცზე მეტი იღუპება, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 50 ათასამდეა. ანალოგიური ვითარებაა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, ესპანეთმა კი ისევ შეზღუდვები დააწესა, ბრიტანეთმა საზღვრები კვლავ ჩაკეტა და 2-კვირიანი კარანტინი დაუწესა ქვეყანაში შემსვლელებს. მაგრამ ეს ქვეყნები ვაქცინაზე უარს ამბობენ იმ საბაბით, რომ თვითონაც მუშაობენ ვაქცინაზე და დღედღეზე შედეგს ელოდებიან. რა გამოდის: ბრიტანეთი ამბობს, _ ვაქცინა უკვე მზად მაქვს, მილიონობით ადამიანს ვუშველიო და ევროპის დანარჩენი ქვეყნები და ამერიკა უარს ამბობენ?! სად არის ლოგიკა? რა პრობლემაა, განაგრძონ თავიანთ ვაქცინზე მუშაობა და პარალელურად, ბრიტანელთა მიერ გამოგონილი ვაქცინა შეისყიდონ და აცრან მთელი ქვეყანა… მაგრამ ზუსტად ეს არის პრობლემა. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ტესტირებისა და თანამდევი უარყოფითი მოვლენების გამოვლენის პროცესს, ყველაზე კარგ შემთხვევაში, ექვსი თვე სჭირდება და ეს ექვსი თვე ჯერ არ გასულა. არც ბრიტანეთის მთავრობა ამტკიცებს: აგერ, ბატონო, ადამიანების ყველა ჯგუფზე გამოვცადეთ და უშველაო. ყველა ჯგუფზე გამოცდა, იცით, რას ნიშნავს? უნდა გამოიცადოს ბავშვებზე, 25-დან 45 წლამდე ადამიანებზე და ზემოთ. ამასთანავე, უნდა გამოიცადოს სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებზე როგორ მოქმედებს ვაქცინა, მაგალითად, ასთმიანებზე, დიაბეტიანებზე და .. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც დრო სჭირდება და ვერაფრით დააჩქარებ. რაც მთავარია, ვაქცინას პირდაპირ ადამიანებზე არავინ ცდის, ის ჯერ ცხოველებზე იცდება და ექვსთვიანი დაკვირვება ამას სჭირდება. უნდა ივარაუდოთ, რომ ბრიტანელები ცხოველებს დააკვირდნენ, ექვსი თუ არა, სამი თვე მაინც და ახლა უკვე ადამიანებზე გადადიან. და სად არიან საცდელი ბოცვრები? რა თქმა უნდა, საქართველოში!

ყველას გემახსოვრებათ, ტელევიზიის საშუალებით რომ გვითხრეს, რეგულაციებს თუ არ დავიცავთ, შეზღუდვებს თუ არ დავაწესებთ, იგივე განმეორდება, რაც იტალიაში, კუბოებს ვერ დავითვლითო. ეს იყო მაშინ, როცა ყველა კონტაქტი ზედმიწევნით ვიცოდით, როცა მთელი ერი და ბერი იყო ჩართული ამ პროცესში. ახლა კიდევ დაახლოებით ათამდე ინფიცირებულის წყარო არ ვიცით და აღარ ამბობენ, რომ კუბოებს ვერ დავითვლით. რატომ? თვლა ვისწავლეთ? თუ ჯერ არ არის პანიკის ატეხვა საჭირო, ჯერ არჩევნებამდე შორია?! ძალიან კარგია, რომ ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, თითოეულ შემთხვევას ბოლომდე მიჰყვებიან და იძიებენ. ისიც კარგია, რომ ჩასაკეტი ჩაკეტეს და ამბობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში უფრო მკაცრ ზომებზეც არ დაიხევენ უკან, მაგრამ, ბატონებო, იქნებ ლოგიკის ჯაჭვი ავაწყოთ და მივყვეთ იმას, რაც ადრე ითქვა. ადრე თუ საშიში იყო და ხელის ჩამორთმევა ლამის ვირუსის გადადებად ითვლებოდა, ახლა, როცა რამდენიმე ადამიანი ინფიცირებულია და არ ვიცით, ვინ არიან, რატომ აღარ ვყვირით? რაც მთავარია, თქვენ ხომ ექიმები ხართ, თანაც საუკეთესოები და რატომ არ ამბობთ, რომ ეს ვაქცინა პანაცეა არ არის და ჯერჯერობით არც გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ ასი პროცენტით კურნავს. არადა, ადამიანს თუ ეტყვი, რომ ეს ნემსი უშველის, აუცილებლად გაიკეთებს, მაგრამ…

რა ვუყოთ იმ მოარულ ხმებს, რომ ზოგიერთმა გადაწყვიტა, მოსახლეობა ასაკიანი ხალხის ხარჯზე შეამციროსო?! რა ვუყოთ ჭორებს, რომ თურმე ეს ვაქცინა ყველას ერთ წელიწადში მოკლავს? რა თქმა უნდა, შეთქმულების თეორიების არ გვჯერა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ვადების გათვალისწინებით, აღნიშნული ვაქცინის სარგებლიანობაზე საუბარი, უბრალოდ, არ შეიძლება. როგორი დასაჯერებელია, რომ ბრიტანეთმა ამერიკას, ესპანეთს, ბელგიას უარი შეუთვალა ვაქცინაზე და მაინცდამაინც საქართველოსთვის გამოიმეტა?! არ ჯდება ეს ლოგიკაში! შესაბამისად, სადღაც ძაღლის თავია დამარხული და სწორედ ის უნდა ვეძებოთ.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ბრიტანელები აუცილებლად ქართველებზე აპირებენ ცდების ჩატარებას, მაგრამ პასუხგაუცემელი კითხვა ძალიან ბევრია და, რაც უფრო ღრმად ვუფიქრდებით, კითხვების რაოდენობა კი მატულობს. გვერწმუნეთ, ექიმებს ზუსტად ისე და შეიძლება იმაზე მეტადაც ენდობა მოსახლეობა, როგორც მაშინ, პირველი ტალღის აფეთქებისას, და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ძალიან უცნაური სუნი ასდის. დასაკეტია სოფელი ან მთელი მუნიციპალიტეტი? სადაც უნდა იყოს, დავკეტოთ! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვეძებოთ კონტაქტები და ვებრძოლოთ უხილავ მტერს, მაგრამ ეგებ იმ ვაქცინის ავკარგიანობა უკეთ მოიკითხოთ და ზუსტად ის კითხვები დასვათ, რომლებსაც ჩვენ ვსვამთ _ რატომ საქართველო და არა ამერიკა ან ესპანეთი?

წინასაარჩევნო პერიოდი გვაქვს და მომავალმა რჩეულებმა მოსახლეობასთან შეხვედრები უნდა დაიწყონ. იმედია, ამასაც მკაცრად გააკონტროლებს ხელისუფლება და არ დაამკვიდრებს ტერმინს _ “დეპუტატობის კანდიდატის კლასტერი”. და საზოგადოდ, არჩევნების დღეს როგორ უნდა მოვიქცეთ, იცის ვინმემ? დახურულ შენობაში ერთად 10 ადამიანზე მეტი არ შეიძლებაო და 30-ზე მეტი არასამთავრობო უკვე დარეგისტრირდა, არჩევნებს რომ დააკვირდეს. ამას დაამატეთ პარტიების დამკვირვებლები, ცესკო-ს წევრები და თითო უბანზე, საუკეთესო შემთხვევაში, 50 ადამიანს მივიღებთ. იმედია, ექიმები ამაზეც ფიქრობენ.

ბესო ბარბაქაძე

2 COMMENTS

  1. და რატომ არ გვჯერა შეთქმულების თეორიის? დებილი უნდა იყო რომ არ გჯეროდეს, ყველაფერს ჩვენზე ცდიან და რასაც უნდა იმას გვიკეთებენ!

  2. ვერავინ ვერაფერს გვიზამს თუ ჩვენ არ ვიქნებით ზომბები. არც კორონა გვიშლის ქართველებს და არც სხვა რამ თუ არა ისევ ქართველი. ახლა ის დროა როცა მცირე მილიარდერ მილიონერები ზომბებად გვაქცევენ და გვმართავენ მარიონეტებივით ან უდიდესი ნაწილი მოსახლეობისა დედას უტირებთ და აღარც კორონა იარსებებს და აღარც სხვა უხილავი რამ ბოროტი . ნუ ექიმებს რაც შეეხება ვისაც ჯერა დაიჯეროს მე კი არ მჯერა რადგან რასაც წინასწარ მკითხაობენ იქითკენ მიდის რომ რაც უნდათ ის გააკეთონ კორონას სახელით. სულ ეს არის. რაც შეეხება ცდებს ის ცდები ჯობია იმას რაც დღეს ხდება ციხეებში თუ ქვეყანაში და ვიდრე არ ვისწავლით ერთმანეთის გატანას, პატივისცემას სულ ასე იქნება ვიდრე ბოლომდე არ გავქრებით როგორც ერი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here