Home ახალი ამბები მსოფლიო პენტაგონი იჩემებს უფლებას, პირველმა მიაყენოს ბირთვული დარტყმა

პენტაგონი იჩემებს უფლებას, პირველმა მიაყენოს ბირთვული დარტყმა

1149
პენტაგონი იჩემებს უფლებას, პირველმა მიაყენოს ბირთვული დარტყმა

ვაშინგტონმა უარი არ უნდა თქვას პრევენციული ატომური დარტყმის პოლიტიკაზე, _ განაცხადა აშშის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა ჯოზეფ დანფორდმა ამერიკის სენატში.

დანფორდის აზრით, ვაშინგტონის ამჟამინდელი პოლიტიკა, რომლის თანახმად ნებადართულია ბირთვული დარტყმის დასწრება, აშშ-ის მოწინააღმდეგეებს შეტევის გადაწყვეტილების მიღების პროცესს ურთულებს.

დანფორდი ამ საკითხში ცვლილების შეტანის წინააღმდეგია, რადგან ცვლილების შემთხვევაში, მისი აზრით, ვაშინგტონის კონკურენტებს გაუმარტივდებათ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

იანვრის ბოლოს აშშ-ის კონგრესში განსახილველად შეიტანეს ორი კანონპროექტი პრეზიდენტისთვის ატომური დარტყმის უფლების შეზღუდვის თაობაზე.

ასეთი კანონპროექტი ადრეც არაერთხელ შეუტანიათ კონგრესში, მაგრამ წარუმატებლად. ინიციატივამ მხარდაჭერა მოიპოვა ხელისუფლების სათავეში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ.

პრეზიდენტი ბარაკ ობამა, მასმედიაში გამოქვეყნებული წერილების მიხედვით, ფიქრობდა პრევენციული ბირთვული დარტყმების პოლიტიკაში ცვლილებების შეტანაზე, მაგრამ ხელი აიღო განზრახვაზე.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here