მთავარი საქართველო პარტიას არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 5 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში შეეძლება

პარტიას არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ 5 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში შეეძლება

237
გააზიარეთ
არჩევნები

“2020 წლის არჩევნებისთვის პარტიის რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერით”, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ცვლილებათა პროექტის წარდგენისას. გარდა ამისა, მარტივდება მხარდამჭერთა სიების შემოწმების მექანიზმი.

2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ წარმოადგინა ცვლილებები პარტიების დაფინანსების წესში, პოლიტიკურ პარტიებს შორის საეთერო დროის განაწილებაში, ცენტრალური და ქვედა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების ზედამხედველობის მექანიზმში და ა.შ. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებულ ამ ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა და მათი მხრიდან პასუხისმგებლობის გაზიარება დასჭირდება.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here