Home რუბრიკები პოლიტიკა ნანა კაკაბაძე: საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა _ კოლონია “კიდევ რა ფორმით შეიძლება ამაზე...

ნანა კაკაბაძე: საქართველო დაპყრობილი ქვეყანაა _ კოლონია “კიდევ რა ფორმით შეიძლება ამაზე მეტად შეურაცხგვყონ…”

2944
ნანა კაკაბაძე

15 მაისს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორი უმძიმესი დანაშაულის ჩამდენთა _ ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარის გამფლანგველი გიგი უგულავასა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამართალდამცველებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორ ირაკლი ოქრუაშვილის _ შეწყალებამ, რაც რეალურადმეოცნებეხელისუფლებაზედემოკრატიულიდასავლეთის ზეწოლის შედეგი იყო, საზოგადოების უდიდეს ნაწილში გარედან მართული, მარიონეტული პოლიტიკური სპექტრისადმი აგრესია ერთიორად გაზარდა.

უკმაყოფილების მუხტი და უნდობლობა, რომელთა ნაკლებობა არც მანამდე იყო, შეიძლება ითქვას, პიკს მიაუახლოვდა. მეტიც, ხელისუფლების მიერ დასავლელი ე.წ. დემოკრატი პოლიტიკოსების კარნახით გამოცხადებულმა პოლიტიკურმა კაპიტულაციამ მოსახლეობა საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, სუვერენიტეტის ხარისხი საერთაშორისო დონეზე ნულის ტოლია; დამტკიცდა, რომ დემოკრატიული პროცესებით ქვეყანაში ცვლილებები ვერ განხორციელდება; ვერც სამართლიანობა აღდგება და ვერც პოლიტიკური სტაბილურობა მიიღწევა, თუმცა ამ ყველაფრის ფონზე მთავარი საკითხი _ ე.წ. მესამე ძალის სახით რეალური ალტერნატივის ჩამოყალიბება ისევ მთელი სიმძაფრით წარმოჩინდა.

შეგახსენებთ: 15 მაისს პრეზიდენტის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას წინ უძღოდა ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც “პოლიტპატიმრების” არგათავისუფლების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას სანქციებით ემუქრებოდნენ. განსაკუთრებით მკაცრი და კატეგორიული ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრისა და ამჟამად ევროპარლამენტის წევრ ანდრიუს კუბლიუსის განცხადება იყო, რომელმაც თქვა, რომ, თუ “ოცნება” ევროკავშირის ნდობას ვერ გაამართლებს, რაც, პირველ რიგში, “პოლიტპატიმრების” გათავისუფლებას ითვალისწინებდა, ქვეყანა ფინანსურ დახმარებებს ვერ მიიღებსო…

რას ნიშნავს დღეს საქართველოსთვის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოცემული შეწყალების აქტი და ქვეყნის გარედან ზემოქმედების შედეგად ორი დამნაშავის _ უგულავასა და ოქრუაშვილის _ გათავისუფლება? “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

_ ქალბატონო ნანა, ხელისუფლებამდემოკრატიულიდასავლეთის წნეხს ვერ გაუძლო და, ფაქტობრივად, პოლიტიკური კაპიტულაცია გამოაცხადა. უმძიმეს დანაშაულებში ბრალდებულები _ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი თავისუფლები არიან, ოპოზიცია, შეიძლება ითქვას, გამარჯვებას ზეიმობს. რა რეალობა შეიქმნა ჩვენთვის ამ ყველაფრით?

_ ეს ფაქტი თავისთავად გაცილებით დიდი და სერიოზული პრობლემაა, ვიდრე, უბრალოდ, ორი დამნაშავის გამოშვება ციხიდან. ტრაგედია არის ის, რომ მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როცა პირდაპირ, ყოველგვარი დიპლომატიური შელამაზების გარეშე გვითხრეს, რომ ჩვენ ფორმალურადაც არ ვართ დამოუკიდებლები. ფაქტობრივად, თავზე დაგვახიეს ის ფარატინა ქაღალდი, რომელზეც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოხდა ჩვენი ვითომ დამოუკიდებლობის აღიარება და ბოლო წლების განავლობაში თავს ვიტყუებდით, სუვერენული სახელმწიფო ვართო.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის განცხადებას, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე აწერდა ხელს დამნაშავეების შეწყალებას, ვუყურებდი და ჩვენ წინაშე იდგა ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი, რომელიც ქვეყნის მონურ მდგომარეობას განასახიერებდა. ეს იყო უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაცხადებული კოლონიალიზმის დემონსტრაცია, რომლის მსგავსიც, ალბათ, წარმოუდგენელია, განმეორდეს. კიდევ ვიმეორებ: ასეთი შეურაცხყოფა და თავზე ლაფის დასხმა საქართველოს არ უნახავს მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ, როცა ყიზილბაშების სისასტიკესა და თავგასულობას ბახტრიონის აჯანყება მოჰყვა. სხვა ახლა კიდევ რა ფორმით შეიძლება ამაზე მეტად შეურაცხგვყონ, არ ვიცი. რეალობა ასეთია: საქართველო არის დაპყრობილი ქვეყანა, კოლონია და ყველაფერი, რაც დღეს პოლიტიკაში ხდება, აქედან გამომდინარეა, თუმცა მჯერა, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც შესწევთ ძალა, ხმა ამოიღონ ამ სირცხვილზე.

_ ხმის ამოღებაში რას გულისხმობთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ყველაფრის საპასუხოდ?

_ თუ ამ მონური მდგომარეობიდან გამოსვლა გვინდა, უახლოეს მომავალში უნდა დაიგეგმოს მოქმედების შესაბამისი სტრატეგია და მათ შორის, პასუხი მოეთხოვოთ იმ .. პარტნიორებს, რომლებმაც ხელყვეს ჩვენი დამოუკიდებლობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და გვითხრეს, რომ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, არ აინტერესებთ ჩვენი წესრიგი და სამართალი, მთავარია მათი აგენტების ხელშეუხებლობა. ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: არ შეიძლება, ასეთ ადამიანებს, ასეთ ძალებსა და ძალთა გაერთიანებებს ჩვენი მეგობრები დავარქვათ; არ შეიძლება, მათ პარტნიორები და მოკავშირეები ვუძახოთ _ მათთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო, იწყება და მთავრდება მათ მიერვე მართული ერთი მუჭა კრიმინალებით. წარმოიდგინეთ, კაცმა 48 მილიონი მოიპარა და გვევაჭრებიან: გამოუშვით და 500-მილიონიან დახმარებას გამოგიგზავნითო. 48 მილიონის მომპარავი სახელმწიფო დამნაშავის თავისუფლება 500 მილიონად იყიდეს. თუმცა ის, რომ ეს რეალურად დახმარება კი არა, საშვილთაშვილო ვალის დადებაა, სხვა საკითხია. ახლა რა შეიძლება გაკეთდეს კონკრეტულად იმ კოლონიალიზმის საწინააღმდეგოდ, რომელსაც დასავლეთი უკვე ფორმალურადაც აღარ ფუთავს დემოკრატიად. პირველი და უმთავრესი: უნდა დაიწყოს მასშტაბური მხილება იმ ძალების, რომლებიც დემოკრატიის სახელით ფეხქვეშ თელავენ ყველანაირ დემოკრატიულ ღირებულებას. პირდაპირ უნდა ითქვას ყველგან, ყველა მაღალი ტრიბუნიდან, სადაც კი ამის საშუალება იქნება, რომ ამათ ხელში ჩვენ თავისუფლებას კი არ ვეზიარეთ, საერთოდ დავკარგეთ სახელმწიფოებრიობის ნიშანწყალი. თუმცა ამას, ალბათ, მხოლოდ ჩვენი ეროვნული რესურსი არ ეყოფა და საჭიროა მეზობელი სახელმწიფოების ჩაბმაც. ჩვენ უნდა ვუთხრათ მეზობელ აზერბაიჯანს, სომხეთსა და სხვებს, რომ უკვე დაგვიდგა თუნდაც ფორმალური დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალობა და დღეს თუ ამას ერთიანი ძალებით არ შევეწინააღმდეგებით, ხვალ ისინიც დადგებიან იმავე პრობლემის წინაშე.

_ ეს რას მოიტანს, როგორ ფიქრობთ?

_ სულ ცოტა, კამპანია იქნება უფრო მძლავრი და ფართომასშტაბიანი. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში ჩვენ თავიდან უნდა ამოვიგდოთ უაზრო იდეოლოგიურ-პოლიტიკური კომპრომისების სტრატეგია ვითომ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. კომპრომისებსა და პირში წყლის ჩაგუბებას შეიძლება აზრი ჰქონდეს, როცა უფრო მნიშვნელოვანს უფრთხილდები, მაგრამ, თუ ყველაფერს კარგავ და სამარცხვინოდ თავზე გამხობენ ქვეყანას, კომპრომისზე ლაპარაკი ზედმეტია. მე ასე ვფიქრობ და, ალბათ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანიც დამეთანხმება, რომ ჩვენ დღეს დასაკარგი არაფერი აღარ გვაქვს. ჩვენთვის პირდაპირ არის გამოტანილი მონობის განაჩენი და გვეუბნებიან, _ თქვენ სახელმწიფო არ ხართო. ამაზე უარესი არაფერი არ დაგვემართება.

_ დასაწყისში თქვით, რომ 15 მაისს ტრიბუნაზე იდგა ძალადობის მსხვერპლი, შეშინებული და დამცირებული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის მონურ მდგომარეობას განასახიერებდა. მოდი, ასე მივუდგეთ ამ ყველაფერს _ ზეგავლენის რა ბერკეტები აქვს დღეს დასავლეთს ხელისუფლებაზე?

_ პირველი: ეს არის ფინანსური ვალდებულებები, რომლებიც ჯერ კიდავ წინა ხელისუფლების პერიოდში აიღო ქვეყანამ; მეორე: ე.წ. დახმარებები, რომლებზეც დიდწილად დამყარებულია მმართველი გუნდის ეკონომიკური პოლიტიკა, თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, არის ძალაუფლების ლეგიტიმაცია, რომელსაც დასავლეთიდან იღებს არჩევნებში გამარჯვებული ყველა ძალა. ხელისუფლება, მისი პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არის დასავლეთის მძევალი და იცის, რომ მისი მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი მიმართულებით, ვერც პოლიტიკურ, ვერც ეკონომიკურ ასპარეზზე მინიმალური წარმატებაც ვერ ექნება. სხვათა შორის, ეს ყველაფერი და განსაკუთრებით ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსნის ბოლოდროინდელი შეშფოთებები, რაც საქართველოში .. რუსულ გავლენებს უკავშირდება, ცხადყოფს, რომ ჩვენ მათ ისევ ვჭირდებით საზარბაზნე ხორცად კრემლის წინააღმდეგ. არ გამოვრიცხავ, რომ ისევ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია და ისევ გაანახლონ მწვავე კონფრონტაცია რუსეთსა და საქართველოს შორის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ისინი საქართველოს არაფერს ეკითხებიან და, თუ დასჭირდებათ, დარწმუნებული ვარ, ომსაც დაგვაწყებინებენ

_ პროტესტის რა ფორმასა და საშუალებებს შეიძლება მიმართოს ხალხმა იმ კოლონიალიზმის საწინააღმდეგოდ, რომელსაც დასავლეთი უკვე დაუფარავად ახორციელებს?

_ ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსის საგანი. საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, ბრძოლის რა სტრატეგიას ვირჩევთ დამოუკიდებლობისთვის, თუმცა ერთი რამ ამთავითვე ცხადია: ლოდინი, რას იზამს ბიძინა ივანიშვილი, უაზრობაა. ივანიშვილი ვერაფერს ვერ იზამს, იმიტომ, რომ მან თავისი რესურსი სააკაშვილის გასტუმრებით ამოწურა. მორჩა, მეტს ესენი ვერაფერს ვერ იზამენ. ახლა საჭიროა ახალი ეტაპი წინააღმდეგობის, რომ რაღაც დონეზე მაინც შევინარჩუნოთ სახელმწიფო და ყველას გავაგებინოთ, რომ კოლონია არ ვართ…

_ ამ კოლონიალიზმის დასრულება არჩევნების გზით შესაძლებელია?

_ არჩევნების გზით შესაძლებლად მიმაჩნია შეჩერება იმ საშინელი ტალღის, რომელიც მოემართება საქართველოსკენ და რომლის მიზანია, გვაქციოს საზარბაზნე ხორცად რუსეთის წინააღმდეგ. კიდევ გავიმეორებ: რუსეთთან ჩვენი პოლიტიკური ანგარიშები გვაქვს და ამის გარკვევაში არავინ გვჭირდება. მით უფრო ისეთი ხალხი და ძალები, რომელთათვისაც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა ერთი მუჭა კრიმინალების ხელშეუხებლობით განისაზღვრება.

ცვლილებებს რაც შეეხება, ოდესმე თუ დადგება დრო და მინდა, მჯეროდეს, რომ დადგება, როცა ქართველ ხალხს რეალურად შეეძლება, არჩევანის გაკეთება, ნებისმიერმა ხელისუფლებამ წინდაწინ უნდა იცოდეს: როგორც კი მის მოქმედებაში გაჩნდება წინა ხელისუფლებების მიერ დანერგილი და დამკვიდრებული ლაქიური, მონური და მაამებლური პოლიტიკის ნიშნები რომელიმე ვექტორისადმი, იქვე დასრულდება მისი მმართველობა. აი, ეს იქნება, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი და სასარგებლო პოლიტიკური პრაქტიკა, რომელიც მონობისგან დაგვიცავს. სხვა შემთხვევაში, მეგობრად და პარტნიორად გამოცხადებული “დემოკრატიული” დასავლეთი ჩვეულებრივად გააგრძელებს თავის კოლონიურ მმართველობას ჩვენს ქვეყანაზე.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

2 COMMENTS

  1. ყოველთვის ყველაფერში გეთანხმებით, ქ-ნო ნანა, ამის გარდა: „ჩვენ უნდა ვუთხრათ მეზობელ აზერბაიჯანს, სომხეთსა და სხვებს, რომ უკვე დაგვიდგა თუნდაც ფორმალური დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალობა და დღეს თუ ამას ერთიანი ძალებით არ შევეწინააღმდეგებით, ხვალ ისინიც დადგებიან იმავე პრობლემის წინაშე“. მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი (სხვებს ვის გულისხმობთ, არ ვიცი) იმას ელიან, როდის დავკარგავთ თუნდაც ფორმალურ დამოუკიდებლობას, რომ უპატრონოდ დარჩენილი თბილისისათვის ერთმანეთს ეომონ. აზერბაიჯანმა უკვე იგრძნო მძორის სული და დავით გარეჯი დაიპყრო. მაგათი იმედი მტერს ჰქონდეს! ერთადერთი იმედი რუსეთი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ, მგონი, იმ მატარებელმაც ჩაიარა. რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, ისინი არ დადგებიან იმავე პრობლემის წინაშე, რადგან მათ დალაგებული აქვთ რუსეთთან ურთიერთობა.

  2. qalbatono nana-getanxmebit!! droa gavertiandet mosaxleoba da sagad moazrovne adamianebi romelic cin gaudzgveba saqartvelos mosaxleobis udides nacils, da tu es ase ar moxdeba martla davixurot kudi da vagiarot-qartveli eri aris mona da lachardasxmuli eri!!! es aris chemi sitkva da mec iseve agshpotebuli var alabt rogorc sul cota saqartvelos mosaxleobis 50% mainc.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here