Home ახალი ამბები მსოფლიო ლიეტუვა _ მორიგი “დემოკრატიის შუქურა” და “საზარბაზნე ხორცი”

ლიეტუვა _ მორიგი “დემოკრატიის შუქურა” და “საზარბაზნე ხორცი”

189

პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრთან რამდენიმე დღისწინანდელ შეხვედრაზე ბალტიისპირეთის ამ ქვეყანასდემოკრატიის შუქურაუწოდა, რადგან ის, სხვა ყველაფერთან ერთად, უარს არ ამბობს ბელარუსიდან და რუსეთიდან გაძევებული ოპოზიციური ლიდერების მიღებაზე. ვაშინგტონი კმაყოფილია ლიეტუვის პროვოკაციებით მოსკოვისა და პეკინის მიმართ, მაგრამ მოკავშირეს აღიქვამს, როგორცსაზარბაზნე ხორცს”, _ წერს ჩინური გამოცემა Global Times.

ლიეტუვამ, რომელიც უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა რუსეთისა და ჩინეთის მიმართ განხორციელებული პროვოკაციების გამო, ცოტა ხნის წინათ მიიღო “მაღალი ჯილდო” ამერიკისგან _ რეგიონული “დემოკრატიის შუქურის” ტიტული”, _ წერს გაზეთი Global Times-ი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა თავის ლიეტუველ კოლეგას, არვიდას ანუშაუსკასს, ასე მიმართა: “ლიეტუვა დემოკრატიის შუქურად იქცა რეგიონში, ყველაფერთან ერთად ის თავშესაფარს აძლევს თავიანთი ქვეყნებიდან გამოძევებულ რუს და ბელარუს ოპოზიციონერებს და ეს არის მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელიც სხვა ქვეყნებმაც უნდა გაითვალისწინონ”.

ისეთი რა გააკეთა ლიეტუვამ, რომ “დემოკრატიის შუქურის” ტიტული დაიმსახურა? Global Times-ის აზრით, დემოკრატიის სფეროში _ არაფერი, უბრალოდ, “ვილნიუსმა გაბედა და ვაშინგტონის ინტერესების შესაბამისად პროვოკაციები მოუწყო დიდ და გავლენიან სახელმწიფოებს”.

აშშ-ის ლოგიკით, ქვეყანა, რომელიც თავშესაფარს აძლევს სხვა სახელმწიფოების ოპოზიციურ ლიდერებს, იმსახურებს “დემოკრატიის შუქურის” ტიტულს”. ოღონდ ეს არის სხვა სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ გაეროს პრინციპის დარღვევა. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ჩინეთის ინსტიტუტის თანამშრომელ სუნ კეცინის აზრით, აშშ-მა შეაქო ლიეტუვა გაეროს წესდების დარღვევისთვის. გამოცემის აზრით, “ვილნიუსმა ცხვირი არ უნდა აბზიკოს. ურჩევნია, ფრთხილად იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შუქურა თავს თვითონ დაიწვავს”. “დემოკრატია” და ლიეტუვა ამერიკისთვის მხოლოდ ინსტრუმენტებია დასახული მიზნების მისაღწევად”, _ წერს Global Times-ი და დასძენს, რომ “ლიეტუვა მორიგი საზარბაზნე ხორცია, რომელიც არც ისე ძვირი ღირს აშშ-ის თვალში”, სამწუხაროდ, ლიეტუვას პატივად მიაჩნია, რომ აშშ მას იყენებს.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here