Home ახალი ამბები მსოფლიო ლეო ბოკერია: სტალინი დიდი ისტორიული ფიგურაა!

ლეო ბოკერია: სტალინი დიდი ისტორიული ფიგურაა!

286

კარდიოქირურგიის ლეგენდამ, რუსეთის აკადემიის პროფესორმა, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბაკულევის სახელობის გულსისხლძარღვთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ლეო ბოკერიამ, რომელსაც რამდენიმე დღეში 82 წელი შეუსრულდება, სტალინის პიროვნება შეაფასა ვრცელ ინტერვიუში, რომელიც მას tsargrad.tvის ჟურნალისტმა ჩამოართვა.

“რა სისაძაგლეებიც უნდა წერონ ამ დიად ადამიანზე ახლა, სტალინი დიდი ისტორიული ფიგურაა. მას მიაწერენ ისეთ რაღაცებს, რომლებთანაც არაფერი აკავშირებს _ თითქოს ადამიანებს ხვრეტდა და ა.შ. ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან მე მის პერიოდში ვცხოვრობდი და ვიცი. 13 წლის ვიყავი, როდესაც სტალინი გარდაიცვალა”, _ ამბობს ლეო ბოკერია.

ღვაწლმოსილმა მეცნიერმა და ექიმმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაბადებულია 1939 წლის 22-დან 23 დეკემბრის ღამეს, მაგრამ მეტრიკაში დაბადების თარიღად სტალინის დაბადების მე-60 წლისთავის პატივსაცემად, მამის თხოვნით, ჩაუწერეს 1939 წლის 21 დეკემბერი (ახლა მას დაბადების თარიღად ვიკიპედიაში 1939 წლის 22 დეკემბერი უწერია).

tsargrad.tvზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. მადლობა ლეო ბოკერიას სტალინის კეთილად მოხსენიებისთვის. ვულოცავ მას დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here