მთავარი Facebook ფრაზები ლევან ზანგურაშვილი: ლგბტ თემის დემონსტრაციები პროპაგანდად უნდა შეფასდეს

ლევან ზანგურაშვილი: ლგბტ თემის დემონსტრაციები პროპაგანდად უნდა შეფასდეს

1461
გააზიარეთ

ბლოგერი ლევან ზანგურაშვილი, სექსუალური უმცირესობების უფლებებზე საუბრობს  და ლგბტ თემის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

როგორც ის „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, ლგბტ თემი პოლიტიკურ გაერთიანებას არ წამოადგენს და გამოხატვის თავისუფლებით არ უნდა სარგებლობდეს, სხვა შემთხვევაში ეს პროპაგანდად შეფასდება.

„ახლა დამთავრდა „იმედი 2“-ზე „პრაიმშოუ“… და ეს გადაცემა ანრი ჯოხაძემ ამ სიტყვებით დაამთავრა: „მთელი სტუდია რომ გადაგვადნოთ, ერთი ჭაბუკიანიც არ გამოვა ჩვენგან“.

ამინ! ამისთანა სიმართლე, მას, ალბათ, ცხოვრებაში არ უთქვამს!
* * *
ერთი კითხვაც გაისმა გადაცემის მსვლელობისას: 17 მაისს კვლავ განმეორდება თუ არა დარბევაო… განმეორდება!!! 17 მაისსაც განმეორდება და 37 მაისსაც! და ეს აბსოლუტურად გამართლებულიც იქნება.
პირად ცხოვრებას იმიტომ ჰქვია პირადი, რომ ის პირადია. ამიტომ, არც არავის აქვს უფლება სხვის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს, საჯაროდ გააკრიტიკოს თუ დაგმოს. მაგრამ, როცა ადამიანი თავის პირად ცხოვრებას თავად ასაჯაროებს, სურს რუსთაველზე თუ სხვა პროსპექტზე საზეიმოდ სიარული, ტელეეთერით თავისი ცხოვრების აფიშირება, „კეთილი ინებოს“ და ისიამოვნოს საზოგადოების რეაქციაც, რამეთუ თავის პირადულს თავად ხდის საზოგადოების განსჯის საგნად!
ჩვენი ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს იცავს (ყოველ შემთხვევაში, ფურცელზე მაინც). დემოკრატია კი, რამდენადაც ვიცით, უმრავლესობის აზრის უზენაესობაა. ლგბტ-თა დემონსტრაცია არ არის პოლიტიკური აქცია, ისინი არ წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიას, რომ მათ გამოხატვის თავისუფლებით ისარგებლონ. აქედან გამომდინარე, მათი დემონსტრაცია უნდა შეფასდეს პროპაგანდად… და არავითარ შემთხვევაში სხვა კუთხით! ამიტომ, უმრავლესობამ, სწორედაც რომ დემოკრატიის დასაცავად, არ უნდა მივცეთ უფლება უმცირესობას (თან აბსოლუტურ უმცირესობას) უგულვებელჰყოს ჩვენი აზრი!”,-წერს ლევან ზანგურაშვილი.

გააზიარეთ

3 COMMENTS

  1. ერთ ერთ საკუთარ დამრბევს რომ გაეკიდეთ ჩასაქოლად ესეც მახსოვს! ერთი ორ უცხოელ ტურისტს რადგან ქართველს არ გავდნენ რომ დაესხნენ თავს ესეც გვახსოვს!

  2. ღია ძალადობის პროპაგანდა არის ამ საიტზე! ჩვენ ლგბტ ვართ საქართველოში უმრავლესობა! გილოცავთ! თქვენ ეს დაიმსახურეთ! საერთოდ ანტი ლგბტ ერთი სიტყვაც კი არ გაქვთ უფლება უკვე! სირცხვილი ჰომოფობ ექსტრემისტ ველურებს! მეტი ძალადობა მეტ ლგბტ მხარდაჭერას გამოიწვევს! არ სწავლობთ და უკვე იღებთ და მიიღეთ შედეგი!

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here