Home ახალი ამბები ბადაგონი – პროკურატურას მიმართავს

ბადაგონი – პროკურატურას მიმართავს

2308

კომპანია „ბადაგონის“  უფლებადამცველმა ზაზა ხატიაშვილმა, დღეს  გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, კომპანიის ფინანსური დოკუმენტაცია გაასაჯაროვა და მთავარ პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების დაწყების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა.

ყველაზე მეტად ხელისუფლება გაღიზიანდა იმით, რომ ქვეყანაში გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დაიწყო მოგებაზე ფიქრი და რომელმაც დაასაქმა 600-მდე ადამიანი, რომელთა საშუალო ხელფასი 800 ლარია. ნაცვლად იმისა, რომ დახმარებოდნენ კომპანიას გაფართოებაში, დაიწყეს კომპანიის შევიწროება. მე ვფიქრობ ხელისუფლებას აინტერესებს, ჩინურ ბაზარზე კომპანიის აქტიურობა.

მივმართე მთავარ პროკურატურას საჩივრით, სადაც ვითხოვ იმ ხუთივე გამომძიებლის მიმართ სისხლის სამსართლებრივი დევნის დაწყებას, რომლებმაც მოხდინეს ჩვენი კომპანიის ყველა ინფორმაციის და დოკუმენტაციის  უკანონოდ ამოღება“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

ხატიაშვილის თქმით, ბადაგონის გარშემო განვითარებული მოვლენები ეკონომიკის მინისტ დიმიტრი ქუმსიშვილის კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა.

კომპანია “ბადაგონის” ხელმძღვანელობის ბრალდებას გამოეხმაურა დიმიტრი ქუმსიშვილი და განაცხადა, რომ მის მიმართ არსებული ბრალდებები აბსურდული და არასერიოზულია.

ჩემს მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება. რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული და მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ. რაც ეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებით, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ვართ მთავრობა რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც ეხება უკვე დისკრიმინაციის მცდელობას და შანტაჟს მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

7 თებერვალს, კომპანია ბადაგონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here