Home ახალი ამბები 14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება

1535

სამინისტროების რაოდენობა შეიძლება შემცირდეს, განაცხადა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ: “ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც, რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებას. მცირე მთავრობის კონცეფცია ითვალისწინებს სამინისტროების შერწყმის ხარჯზე მთავრობის წევრთა რაოდენობის შემცირებასაც”.

საუბარია, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო დეპარტამენტის სახით, შესაძლოა, შეუერთდეს იუსტიციის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო კი, შესაძლოა, ორად გაიყოს და ერთი ნაწილი _ სოციალური დაცვის, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროს, მეორე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდეს. ასევე, ლაპარაკია კულტურისა და სპორტის გაერთიანებული სამინისტროს განათლების სამინისტროსთან შეერთებაზე. სამინისტროები 2017 წელსაც შემცირდა _ 18 სამინისტროდან 14 დარჩა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here