Home რუბრიკები პოლიტიკა თამარ კიკნაძე: ადამიანი, რომელიც ახლა ნატოზე დაიწყებს ლაპარაკს, ქვეყნის მტერია!

თამარ კიკნაძე: ადამიანი, რომელიც ახლა ნატოზე დაიწყებს ლაპარაკს, ქვეყნის მტერია!

1128
ადამიანი, რომელიც ახლა ნატოზე დაიწყებს ლაპარაკს, ქვეყნის მტერია!

ქართველმა ექსპერტპოლიტოლოგებმა და ყოფილმა პოლიტიკოსებმა აშშის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს გაუგზავნეს ღია წერილი, რომელიც საქართველოამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის აწმყოსა და პერსპექტივას ეხება. ისინი აშშ სთხოვენ, შეიარაღებული ძალები მუდმივად განალაგონ საქართველოში. ამ ღია წერილზე 50-მდე ხელმოწერაა და, როგორც პოლიტოლოგმა თამარ კიკნაძემ განაცხადა, საქართველო უნდა იცნობდეს ავანტიურისტებს.

აი ისინიც: ზვიად აძინბაია, ეკა აკობია, ირაკლი ალასანია, ირინა არაბიძე, ფიქრია ასანიშვილი, გიორგი ასტამაძე, ნატო ბაჩიაშვილი, გიორგი ბადრიძე, ზურაბ ბატიაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, ლევან ბოძაშვილი, ეთო ბუზიაშვილი, მიხეილ დარჩიაშვილი, დავით დარჩიაშვილი, ჯაბა დევდარიანი, პაატა გაფრინდაშვილი, კახა გოგოლაშვილი, გიორგი გოგუაძე, თორნიკე გორდაძე, გიორგი გვალია, შოთა ღვინერია, გია ჯაფარიძე, თედო ჯაფარიძე, ნინო კალანდაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინათინ ხიდაშელი, ბექა კობახიძე, ბათუ ქუთელია, ხათუნა ლაგაზიძე, ეკატერინე მეტრეველი, გრიგოლ მგალობლიშვილი, ხათუნა მშვიდობაძე, გიორგი მუჩაიძე, სოფია პეტრიაშვილი, ალექსი პეტრიაშვილი, თენგიზ ფხალაძე, მირიან ფოფხაძე, ირაკლი ფორჩხიძე, დათუნა რაქვიაშვილი, გიორგი რუხაძე, თორნიკე შარაშენიძე, ვასილ სიხარულიძე, თორნიკე თურმანიძე, გელა ვასაძე, თემურ იაკობაშვილი.

ქართველი ე.წ. ლიბერალი პოლიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთმა კავკასიაში თურქეთი შემოიყვანა, რომ ფუნქციადაკარგულმა რუსეთმა, შესაძლოა, კუდი მტკივნეულად მოიქნიოს. “რუსეთი კარგავს თავის ცივილურ გავლენებს კავკასიაზე, თურქეთი კი ძლიერდება არა იარაღით, არამედ ცივილურად. სომხებისთვის უკვე არასასურველია გიუმრის ბაზის სომხეთში ყოფნა, რომელსაც მათ დასახმარებლად ხელი არ გაუნძრევია. რაც მთავარია, რეგიონში მონიტორად თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც გააკონტროლებენ, როგორ ასრულებენ რუსები თავიანთ ფუნქციებს. ანუ დაიწყო პროცესი რუსეთის საწინააღმდეგოდ… რუსეთმა დაიწყო დაღმასვლა კავკასიაში, რაც რთული პროცესი იქნება _ შეიძლება ერთი-ორჯერ კუდი მტკივნეულად მოიქნიოს კიდეც აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში”, _ აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში “ქართული ოცნების” წევრი, ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

თამარ კიკნაძე

საქართველო და მსოფლიოსესაუბრება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე:

_ რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კავკასიაში ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა, რაზეც სულ ვსაუბრობდი; ვამბობდი, გამორიცხულია რუსეთმა კავკასია დათმოს. რუსეთმა პოზიციები გაიმყარა, სომხები კი უნდა მიხვდნენ, რომ მათი სახელმწიფოებრიობის გარანტი რუსეთის ფედერაციაა. ფაშინიანის მრავალვექტორიანმა პოლიტიკამ კრახი განიცადა. რუსეთმა კი წარმატებით დაასრულა ამიერკავკასიაში მიმდინარე ომი. აქვე უნდა ითქვას, რომ კარგად იმუშავეს რუსეთის სპეცსამსახურებმა, რომლებმაც მოლაპარაკებები მაღალ დონეზე ჩაატარეს. რუსეთი ყარაბაღში მშვიდობის დასამყარებლად შევიდა და იქ 5 წლის განმავლობაში დარჩება. ეს იყო დიდი წარმატება, რომლის საფუძველზეც სისხლისღვრა შეჩერდა. სომხები ცოტანი არიან და მათ ეს ომი არ სურდათ.

სომხები ჭკვიანი ხალხია, მაგრამ ყარაბაღის ამბებმა ისინი უკან დახია, სომეხი პატრიოტი პოლიტიკოსები ყოველთვის თვლიდნენ, რომ ყარაბაღის მიმართ მათი ამბიციები არ იყო სწორი, მათ მიაჩნიათ, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნა დადებითად იმოქმედებს სომხეთის განვითარებაზე. სომხეთის მაგალითი ჩვენთვის კლასიკური უნდა იყოს და საქართველომაც იფიქროს, რა გააკეთოს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა რაიმე ფორმით მოგვარდეს.

_ ქალბატონო თამარ, თქვენ თვლით, რომ რუსეთმა ამიერკავკასიაში გაიმყარა პოზიციები, მაგრამ არიან საქართველოში ხალხი, რომლებიც საპირისპიროს ამბობენ. მაგალითად, “ოცნებისწევრი, ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ რუსეთმა კავკასიაში თურქეთი შემოიყვანა და ეს გამარჯვება არ არის

_ არა, ამ მოსაზრებას ნამდვილად არ ვიზიარებ. დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მთიან ყარაბაღში ომი დასრულდა, სამმხრივია. მას ხელი მოაწერა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რუსეთმა. რუსეთი მედიატორია ამ შემთხვევაში, თურქეთი კი არსად ფიგურირებს, მშვიდობას ამყარებს ორი ათასამდე რუსი სამხედრო სერიოზული აღჭურვილობით. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხაზს ვუსვამ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევლენ თურქი დამკვირვებლები. აზერბაიჯანს სუვერენიტეტის ფარგლებში უფლება აქვს, ვინც უნდა, ის შემოიყვანოს. თურქების მხრიდან საზედამხედველო ჯარის შემოყვანას უფრო პიარაქციის ფორმა აქვს, ვიდრე რეალური ქმედების.

დღეს მსოფლიოში ისეთი ვითარებაა, რომ ძალიან ბევრს სურდა რუსეთისა და თურქეთის დატაკება, მაგრამ, საბედნიეროდ, პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ საღმა აზრმა გაიმარჯვა და უმტკივნეულოდ ჩაიარა კონფლიქტის მოგვარებამ. აზერბაიჯანი ჭკვიანურად მოიქცა, მან სრულად დაიცვა ხელშეკრულების ყველა ფორმა და გადარჩა სომხეთის რესპუბლიკა, სომხებს გენოციდი ელოდათ. ომი, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის მტკივნეული იყო, სწრაფად და უმტკივნეულოდ დასრულდა.

_ ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ფაშინიანი საბაბი იყო, მიზეზი კი თურქეთის შემოყვანა გახლდათ. ის თვლის, რომ რუსეთმა კავკასიაზე გავლენა დაკარგა

_ ლიბერალები ხედავენ იმას, რისი დანახვაც სურთ. რუსეთმა თურქეთს ანგარიში გაუწია, რადგან აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებები თურქეთთან ერთად განახორციელა, რაშიც დიდი როლი ითამაშა ისრაელის ტექნიკამ. კონფლიქტი, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობდა, სერიოზული იყო, მასში ბევრი მხარე იყო ჩართული. თურქეთი არის მონაწილე, მაგრამ არა ძირითადი მოთამაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სამმა მხარემ და მასში არ მონაწილეობს თურქეთი.

_ რეგიონში არიან რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი დასად არის საქართველო?

_ ასე სვამენ საკითხს ლიბერალები, ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში მხარი დაუჭირეს ომის პროვოცირებაში სააკაშვილს _ 2008-ში დასავლეთმა და რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზეგაარჩია საქმე”.

ჩვენი ტერიტორიიდან 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას და მას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები უკავია _ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი. გვინდა თუ არა, რუსეთი იყო და არის კავკასიაში. საქართველოში რუსეთის ამ დოზით შემოსვლას ხელი შეუწყო სააკაშვილმა, როცა კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალგორში სანაკოევის ადმინისტრაცია დასვა, შემდეგ კი ძალიან მალე ტერიტორიები ჩააბარა.

როდესაც ჩემნაირი პოლიტოლოგები ვამბობდით, რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ, სააკაშვილი “რუსეთუმეებს” გვიწოდებდა, თუმცა ვიცოდით, რომ ეს ჩვეულებრივი პოლიტტექნოლოგია იყო და სააკაშვილი ირიბად ქართული სახელმწიფოს სამტრო საქმეს აკეთებდა. სააკაშვილმა ძალიან დააზარალა საქართველო. იმხანად რუსეთში პირველი პირი იყო მედვედევი, რომელიც ლიბერალური კლანის წარმომადგენელია. მე წაკითხული მაქვს რუსი პოლიტიკოსების, მათ შორის, ლავროვის წერილები, რომლებშიც ის ამბობს, რომ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება გეგმაშიც არ ჰქონდათ, ეს გააკეთა სააკაშვილმა, მან აიძულა რუსეთი, ეღიარებინა ჩვენი ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად.

ახლა “გაღმა შეედავეს” პოლიტიკას აწარმოებენ ლიბერალები, რაც ძალიან ცუდია ჩვენთვის. დღეს აუცილებელია, რომ მოხდეს მათი ქმედებების გამოძიება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოაშკარავება. ახლა სააკაშვილი გვმოძღვრავს, რუსეთთან მოლაპარაკება აუცილებელიაო, მაგრამ მას ამის უფლება არ აქვს. მას საერთოდ არ აქვს უფლება, ილაპარაკოს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელმაც ნებაყოფლობით თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩვენს ქვეყანას ყველაფერი დააკარგვინა, მათ შორის, პერსპექტივა, რომ უახლოეს პერიოდში რაღაც მაინც დადებითად შეიცვალოს ქვეყანაში, არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით, არამედ, საერთოდ…

_ ლიბერალები ამბობენ, რომ, თუ საქართველო იქნება პრინციპული, შევძლებთ ნატოში გაწევრებას, რადგან გზა ხსნილიარატომ თვლიან ისინი, რომგზა ხსნილია ნატოსკენ”?

_ ეს წმინდა წყლის ავანტიურაა. ნატოს ჩვენი გაწევრება რომ უნდოდეს, ბევრ რამეზე დახუჭავდა თვალს, როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში გააკეთა. ადამიანი, რომელიც ახლა ნატოზე დაიწყებს ლაპარაკს, ქვეყნის მტერია. რამდენიმე დღის წინათ ორმოცდაათამდე ქართველმა ექსპერტმა და ყოფილმა პოლიტიკოსმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომელშიც ისინი სთხოვენ ამერიკას, რომ საქართველოში სამხედრო ბაზები განათავსოს, ეს ძალიან დიდი ავანტიურა და ღალატია.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ ხშირად ჩვენი .. დასავლელი პარტნიორები უფრო ფიქრობენ საქართველოს კეთილდღეობაზე, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები. ისეთი ავანტიურისტული მიმართვებითა და განცხადებებით, რომლებიც ამ დღეებში ქართველმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს, ჩვენი ქვეყნის ბედს აყენებენ დარტყმის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც 40 კილომეტრში რუსეთის ჯარი დგას. ლიბერალ პოლიტიკოსებს სურთ, ეს პატარა, ლამაზი ქვეყანა გაანადგურონ, სამხედრო დაპირისპირების პოლიგონად აქციონ.

_ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტამდე რუსეთის პრეზიდენტი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა, მათ რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრეს

_ საქართველო უნდა წავიდეს კონსტრუქციულ მოლაპარაკებაზე. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ქართული მხარე სააკაშვილივით არ უნდა მოიქცეს, უნდა შეძლოს ვაჭრობა და მოიფიქროს ისეთი მატრიცა, რომელიც ხელს აძლევთ მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს.

ცუდია პოზიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს _ ჯერ უნდა დათმოს რუსეთმა პოზიციები და მერე დაველაპარაკებითო. ეს მიდგომა გამართლებული იქნება, თუკი ჩვენ გვექნება ძალა და იარაღი. საქართველოს არავინ არ დაეხმარება. ჩვენს გამო რუსეთს არავინ არ დაუპირისპირდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკას ცუდი დროება უდგას, მისი ჰეგემონია დაღმასვლას განიცდის. საქართველო უნდა გადაეწყოს ახალი რეალობის შესაბამისად. ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიბაძოს აზერბაიჯანს და საჭირო დროს ვითარების შესაბამისად იმოქმედოს.

დღეს ქართული სახელმწიფოს ფუნქცია მკვეთრად არის შემცირებული, მისი სუვერენიტეტი დასუსტებულია. ხშირად ვსაუბრობთ თავგანწირვაზე, მაგრამ ამას დღეს აზრი აღარ აქვს, რადგან ფუნქციაც კი არ აქვს სახელმწიფოს, დღეს აუცილებელია, ვიმოქმედოთ ისე, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდეთ. მკვეთრი მოძრაობები არ შეიძლება, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდულია, და თანაც, არ გვჭირდება. აზერბაიჯანისგან განსხვავებით, ჩვენთვის საომარი მოქმედებები არ შეიძლება. ვის უნდა ვეომოთ? ჩვენს თანამოქალაქეებს, აფხაზებსა და ოსებს, რომლებთან ერთადაც ერთ ქვეყანაში ვაპირებთ ცხოვრებას? სასურველ შედეგს მხოლოდ სწორი დიპლომატიით მივაღწევთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ‘ავანტურისტები’ ცოტა რბილად არის ნათქვამი. ამ სიაში მყოფი ყველა ადამიანი სამშობლოს გამყიდველია. დიდი მადლობა ქალბატონო თამარ ამ სიმართლისთვის. ის, ვინც დღეს ნატოზე ლაპარაკობს, საქართველოს მტერია!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here