მთავარი საქართველო თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება

თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება

411
გააზიარეთ
თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება

თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება, _ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მარტივდება ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებიც. შესაბამისი საბუთების წარდგენა არა ერთ, არამედ ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი.

“თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით უფრო გავამარტივეთ მისი დაკომპლექტების პოლიტიკა. ადრე მას, ვისაც უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, უწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებს. შესაბამისად, პიროვნებას, რომელიც საბრძოლო მომზადებას გაივლის, შესაძლებლობა ექნება, მომზადების პერიოდში მიაღწიოს სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი”, _ განაცხადა ლევან იზორიამ.

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here